x
image
თათანიკა
'ღვთაებრივი კუნძულების' მფლობელი ჰოლივუდის ვარსკვლავები
imageimageimageცნობილი ჰოლივუდის მსახიობი მელ გიბსონი, სხვადასხვა მიზეზთა გამო ძალიან ხშირად განიცდის საკუთარ თავთან განმარტოვების სურვილს. ჰოლივუდის ხმაურიანი და დამღლელი ცხოვრებისაგან გულმოყირჭებული ბატონი გიბსონი არც მეტი არც ნაკლები მის პირად მფლობელობაში არსებული 15 მილიონიან კუნძულს, რომელიც 22 კვ. ფართობზეა გადაჭიმული.კუნძული ''მაგო'', რომელიც ფიდჯის ტროპიკულ კუნძულებს შორის მდებარეობს სწორედ რომ მალამოდ ეფინება მატონი გიბსონის სულს.


imageimageimageყველასთვის ცნობილი ფილმის ''კარიბის ზღვის მეკობრეები''-ის გადაღება ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა. მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი, ჯონი დეპი იმდენად შეიჭრა როლში და მოიხიბლა ბაჰამის კუნძულებით, რომ გადაწყვიტა 3, 6 მილიონი დოლარის ღირებულების მოკრძალებული კუნძული შეეძინა. ექვსი სანაპიროთი გარშემორტყმული კუნძული და ქათქათა ქვიშა სწორედ რომ მისწრებაა, როგორც ბატონი დეპი აცხადებს 'აბეზარი ადამიანებისაგან თავის დასაღწევად.'


imageimageimageნიკოლას კეიჯი განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი სიყვარულით ეპიკური უძრავუ ქონების მიმართ. ის უკვე ფლობს ნამდვილ ციხე-სიმაგრეს. გარდა ამისა 2006 წელს მსახიობმა 3 მილიონ დოლარის ღირებულების კუნძული შეიძინა ბაჰამებზე, რომელიც ღვთაებრივ სამოთხეს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის საცხოვრებელს. თუმცა, როგორც ჩანს, ბატონი კეიჯის სულიერი მდგომარეობა ბაჰამის კუნძულებმაც კი ვერ დააკმაყოფილა, რადგან მსახიობი გაყიდვას აპირებს და არც მეტი, არც ნაკლები 7 მილიონ დოლარს ითხოვს.


imageimageimageედი მერფი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახლავთ. შესაბამისად საკუთარი სიამოვნებისთვის ფულს არ იშურებს და დიდი გულუხვობით ხარჯავს. მისი კუნძულიც ასევე ბაჰამებზე მდებარეობს, რომელიც 2007 წელს 15 მილიონ დოლარად შეიძინა.



imageვარსკვლავების უმრავლესობა ძალიან ხშირად ტროპიკულ კუნძულებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სელინ დიონი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მომღერალმა კვებეკში ''Ile Gagnon''-ის ტერიტორიაზე ფრანგული სტილის საკუთარი კუნძული შეიძინა. ტერიტორია მთლიანად მაღალი ჟებირებით არის გარშემორტყმული, რათა აბეზარმა თაყვანისცემლებმა ვერ შეძლონ ცნობილი მომღერლის შეწუხება.


imageimageლეონარდო დი კაპრიომ, როგორც ჩანს დიდი გარდაქმნა განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. წვეულებებისა და ხელაღებული დროსტარების მოყვარული მსახიობი უეცრად გარემოს დაცვის თავგამოდებულ მებრძოლად იქცა. ბელიზის სანაპიროებთან მის მფლობელობაში არსებული 2.4 მილიონ დოლარად ღირებული კუნძული სულ მალე ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელ ცენტრად გადაიქცევა, რომელიც დამსვენებლებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან უმასპინძლებს.

3
107
5-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
107
  
2012, 27 ივნისი, 2:39
:D :D :D ვაღიარებ :)))) :D ახლა წავიკითხავ მაცადე :D:
2012, 27 ივნისი, 2:35
სულ 100-ჯერ გადაიკითხე, ხო? :D
0 1 3