x
მეტი
  • 26.04.2018
  • სტატია:76427
  • ვიდეო:329071
  • სურათი:432605
რუსეთი სამაგიეროს გადახდისთვის ემზადება

image

რუსეთის მთავრობა ახალი ამერიკული სანქციების საპასუხოდ “ შავ სიაში’’ მეტი ამერიკელის ჩამატებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით სანქციები 5 რუსულ კომპანიასა და 19 ინდივიდს დაუწესა .


მოსკოვთან დაძაბულობა ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამლვის შემდეგ დღითიდღე იზრდება. პარალელურად, რუსეთის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებიც ახლოვდება.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის სიტყვებს სააგენტო RIA Novosti ავრცელებს, რომლის მიხედვითაც რუსეთი “ ამერიკელი მსახიობების ახალი ჯგუფის’’ მიმართ ახალი სანქციების დაწესებისთვის და “დამატებითი ნაბიჯებისთვის’’ ემზადება.რიაბკოვის თქმით, რუსეთი ზუსტად იმავე რაოდენობის ადამიანებზე გააკეთებს აქცენტს, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია თუ რა ტიპის სანქციები იგეგმება მათთვის. რიაბკოვი ირწმუნება, რომ მას დიალოგის ფანჯრის საბოოლოოდ დახურვა არ სურს და საერთაშორისო სტაბილურობის დარღვევაში ამერიკას ადანაშაულებს.


წყარო : TIME

1
113
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
113
  
20 მარტი, 3:29
მოეხაზა რუსეთს :)) დარხეული აქვთ თუ პოლიტიკა არ შეცვალეს და არ დაიწყეს თანამშრომლობა დასავლეთთან.
0 1 1