x
image
სფინქსი
ბუფონი

imageსრული სახელი: ჯანლუიჯი ბუფონი. დაბადების თარიღი 28 იანვარი 1978 წელი, დაიბადა იტალიაში კერძოდ კარარეში, სიმაღლე:191სმ, პოზიცია:მეკარე, ამჯამინდელი კლუბი:ივენტუსი, ნომერი:1, ახალგაზრდობის კლუბი: პარმა 1991-1995 წლებში, ივენტუში გადავიდა 2001 წელს, ბუფონის პირადი ცხოვრება: ბუფონი აკურატულობით უდგება თავის საქმეს, თუმცა ამავდრიულად საშინლად არაპუნქტუალურია, რეგულარულად არღვევს დისციპლინას. როგორ არ სცადეს მისი გამოსწორება - სიტყვიერი გაფრთხილებით თუ ფულდი ჯარიმით, მაგრამ არაფერმა უშველა.
ბუფონი არც რეჟიმის მოყვარულთა შორისაა. პრესაში ხშირად დაბეჭდილა ფოტოები, სადაც ჯიჯი ხან სიგარეტით და ხანაც სასმელით ხელშია აღბეჭდილი. იგი არაერთხელ უნახავთ ტურინულ დისკოთეკებზე და კინოს ღამეულ სეანსებზე.
ახალგაზრდობაში მომავალი ვარსკვლავი თანატოლებს შორის პოპულარობით არ სარგებლობდა და მას უშნოსაც კი ეძახდნენ, მაგრამ ცნობილი მეკარე გახდა თუ არა, მის გვერდით ლამაზმანებიც გაჩნდნენ. სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, სანამ არ გამოჩნდა ჩეხი ფოტომოდელი ალიონა სერედოვა, რომელმაც ”მის ჩეხეთის” ტიტულის მოპოვების შედეგ იტალიურ შოუ ბიზნესში განაგრძო მოღვაწეობა. სხვათა შორის ალიონას ბუფონის გაცნობამდე მის თანაგუნდელთან, კრისტიან ვიერისთან ჰქონდა ურთიერთობა. რამდენიმე წლის წინ ვიერი სერედოვასთან ერთად მალდივიზე ისვენებდა. დროს იმდენად კარგად ატარებდა, რომ ჯერ მილანის ფორვარდს, ფილიპო ინძაგის დაურეკა, ჩამოდიო შემდეგ - ბუფონის. ვიერის წასვლა მოუხდა და ალიონაც პიპოსთან დარჩა. მათ მოგვიანებით ჯიჯი შეუერთდათ. გოლკიპერს იმდენად მოეწონა მოდელი, რომ ინძაგიმ მარტო დატოვათ და თვითონ მილანში დაბრუნდა. მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ალიონა საცოლის რანგში გაჰყვა. ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ კი ცოლადაც მოიყვანა. ახლა ერთი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიჯი ბუფონს საშუალო სკოლის დიპლომიც კი არ აქვს. საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრე დაიწყო და სკოლის დამთავრება ვეღარ მოახერხა.

3
85
6-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
85
  
2012, 26 ივნისი, 22:06
კაია მომეწონა +1
0 1 3