x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78831
  • ვიდეო:331556
  • სურათი:435564
ბრექსიტი დიდ ბრიტანეთს უფრო ავნებს ვიდრე დანარჩენ ევროპას

image დიდი ბრიტანეთისთვის ბრექსიტის სავარაუდო დანახარჯების უამრავი ვერსია არსებობს. მაშინ, როცა ევროკავშირისთვის მსგავსი შეფასებები ნაკლებად მოიძებნება. თუმცა, თანდათანობით ახალი გამოთვლები იჩენს თავს და ვინაიდან ევროპისთვის დანახარჯები სერიოზულ ნიშნულს აღწევს, ადვილი მისახვედრია რატომ უჭირავს მას მოლაპარაკებების წარმოებისას მტკიცე პოზიცია.

ნიუ-იორკში არსებულმა საკონსულტაციო ფირმამ Oliver Wyman-მა და ლონდონურმა იურიდიულმა ფირმამ Clifford Chance-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში ეგრეთწოდებული “შეუთანხმებელი’’ ბრექსიტის “ ბიუროკრატიულ დანახარჯებზე’. მათ ამ ტიპის დანახარჯებით გამოწვეული ზარალი იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის. შეისწავლეს. თუმცა, ამ ანგარიშში მიწოდების ჯაჭვში არსებული ფირმებისთვის არაპირდაპირი დანახარჯები არ შედის .

რას ამბობს მათი დასკვნა? პირდაპირი ყოველწლიური დანახარჯები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებისგან თავის დასაღწევად დიდი ბრიტანეთისთვის 27 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული. ევროკავშირისთვის ეს მაჩვენებელი 31 მილიარდს აღწევს.ეს ევროკავშირის მთლიანი დამატებული ღირებულების მხოლოდ 0, 4 %-ია, მაგრამ ბრიტანეთისთვის 1, 5 %. ორივე მხარე ზარალობს, მაგრამ გაერთიანების მასშტაბების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთისთვის ეს 4-ჯერ უფრო მძიმე ტვირთია

ოქსფორდის ეკონომისტების მიერ იანვარში გამოქვეყნებული საგანგაშო პროგნოზის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირზე მეტად წააგებს და ეს ირიბ დანახარჯებში იქნება გამოხატული. 2020 წლისთვის ზარალი 137 მილიარდ ევროდაა შეფასებული ევროკავშირისთვის და 174 მილიარდი დიდი ბრიტანეთისთვის. აქედან ევროკავშირისთვის პირდაპირ დანახარჯებს მხოლოდ 50 მილიარდამდე წარმოადგენს.

ორივე კვლევის მიხედვით ევროკავშირის მკვეთრი უპირატესობა იკვეთება. თუმცა უპირატესობას გეოგრაფიული და სექტორული დიფერენციაცია აბათილებს. Oliver Wyman-ის და Clifford Chance-ის კვლევის თანახმად, ყველაზე დიდ დარტყმას გერმანია მიიღებს. ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი 4 გერმანული მიწა - ბავარია, ბადენ-ვიუტემბერგი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია და ქვედა საქსონია- მთლიანი ზარალის 70 %-ს თავის თავზე გამოცდის. ამის მიზეზი მათი ავტოინდუსტრიის და სხვა ტიპის სამრეწველო დარგების ექსპორტის სიდიდე გახდება.

ევროკავშირის ტერიტორიაზე, 5 სექტორი - საავტომობილო დარგი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის სფერო, მრწეველობა, ქიმიური ნივთიერებების და სამომხმარებლო საქონლის ბიზნესი -დანახარჯების 70 %-ს თავის თავზე აიღებს. გასაკვირი არაა, რომ ბრიტანელებმა მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტულ ქვეყნებთან დაიწყეს მთელი ევროკავშირის ნაცვლად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას სხვებთან შედარებით შეთანხმების მიღწევის უფრო დიდი მოტივი აქვს.

ამ სტრატეგიის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული სექტორები ძირითადად დიდი კომპანიებითაა წარმოდგენილი. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი მიღებული ზარალის შემცირებას მოახერხებენ. საავტომობილო და კოსმოსურ ფირმებს, რომლებსაც ალბათ ყველაზე მძიმე დარტყმები ელით, ასევე ექნებათ საუკეთესო შესაძლებლობები შეამცირონ ბიუროკრატიული დანახარჯები. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადავიდნენ შიდა მწარმოებლებზე ან შეცვალონ წარმოების ლოკაციები.

რაც უფრო გაჭიანურდება ბრექსიტის და ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადების პროცესი, მით უკეთესად მოემზადებიან ფირმები მოსალონელი ზარალისთვის. ამით აიხსნება ევროკავშირის აუჩქარებლობაც. უმსხვილესი დამსაქმებლები საკუთარ გეზს მიუყვებიან. მათ ექნებათ განსაზღვრული ხარჯი, მაგრამ პოსტბრექსიტულ მსოფლიოსთან შესაგუებლად მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდებათ .

ახალ სიტუაციასთან შეგუება გაუჭირდებათ პატარა ფირმებს, ზოგი მათგანი საერთოდ ვეღარ შეძლებს ოპერირებას. მაგრამ ევროპას ამ შემთხვევაშიც ტერიტორიული სიდიდის გამო უპირატესობა აქვს. თუ ზემოთხსენებულ ანგარიშებს დავეყრდნობით, ეროვნულ ეკონომიკებზე ზარალის მთლიანი ეფექტი მისთვის უფრო მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეთისთვის.


წყარო :Bloomberg

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0