x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77926
  • ვიდეო:330671
  • სურათი:433820
" დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს ამაზე პასუხს? " - ლალი მოროშკინას ემოციური კომენტარი ნანი ბრეგვაძის კონცერტთან დაკავშირებით

image ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების უფლებას ამ დრომდე არ იძლევა საოკუპაციო რეჟიმი. დღეს ქართული კულტურის ათმა წარმომადგენელმა წერილით რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, ისინი წერილში კატეგრიულად ითხოვენ ტატუნაშვილის გადმოსვენებას.


image


ამ დაძაბულ ვითარებაში ახლოვდება ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვში, რომელიც 28 მარტსაა ჩანიშნული. დღეს განხილვის თემა ტატუნაშვილის საქმეზე დაწერილი ქართული კულტურის წარმომადგენლების წერილთან ერთად ნანი ბრეგვაძის კონცერტიც იყო. საზოგადოება ორადაა გაყოფილი, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა მოსკოვში კონცერტი ამ მძიმე ვითარებაში არ უნდა გამართოს. მეორე მხარეს კი მიაჩნია, რომ ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში კონცერტი აუცილებლად უნდა გამართოს და მან დიდი სცენა ტრიბუნად გამოიყენოს.

ლალი მოროშკინამ "იბერიას" ეთერში განაცხადა, რომ ძალიან ცუდია ის რომ ნანი ბრეგვაძის მიერ დაგეგმილ საიუბილეო კონცერტს ასეთი აჟიოტაჟი მოყვა:

image

" ნანიმ რომ ამ კონცერტზე უარი თქვას, თქვენ იცით რამხელა საურავი დაერიცხება ვინმეს უფიქრია? დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, იმიტომ რომ ისეთი საშინელება ხდება პრესაში და ტელევიზიაში, ვინ აგებს ამაზე პასუხს ჩვენ რომ ეს დიადი ქალბატონი ამ ყველაფრის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ. image რა ქნას ქალბატონმა ნანიმ, სახლი გაყიდოს, რომელიც არ ეყოფა ოცი და ოცდაათიათასიანი დარბაზებია, ეს ხომ არ არის ოც კაციანი დარბაზი, როგორ შეიძლება კონტრაქტზე უარის თქმა.." - აცხადებს ლალი მოროშკინა

ნანი ბრეგვაძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

image დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან კომენტარი ნანი ბრეგვაძის შვილმა, მომღერალმა ეკა მამალაძემ გააკეთა:

image

" ჯერ-ჯერობით არ ვიცით კონცერთან დაკავშირებით რა იქნება, თავს ვიკავებთ, ვერ გეტყვით რა, რა ვქნათ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. შესაძლოა არ წავიდეთ " - ეკა მამალაძე

image


2
433
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
433
  
13 მარტი, 9:45
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას,რომ თუ მომღერალს არ შეუძლია სიმღერა,მაშინ არც სპორტსმენები არ უნდა თამაშობდნენ რუსეთში. წამოვიდეს კვერკველია და გამოყვნენ ანანიძე და სხვები. რუსული კლუბის ღირსების დაცვა რა პაზორი არ არის თუ ბრეგვაძემ იმღერა მარტო. აღარ გამოვიძახოთ ნაკრებში არცერთი სპორტსმენი
13 მარტი, 9:42
ვინ რას გაკეთებს ეს მისი საქმეა და თუ უნდა იმღეროს და თუ უნდა იცეკვოს. მერე არავინ დაიწყოს ჩვენი საამაყო ქართველი მომღერალიაო და ვარსკვლავი უნდა გაუხსნათო და ასეთები
0 1 2