x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ბურჩინ თერზიოღლუს ინტერვიუ - ჰურრიეთ ქელებექ ფაზარი

image

ჩვენ შევხვდით სერიალ ფოირზ ქარაელის მთავარ გმირ ქალ მსახიობს ბურჩინ თერზიოღლუს, ვისაუბრეთ პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე
4 წლიდან ეკრანზეა და 32 წლის ასაკში უკვე 20 პერსონაჟი ჰქონდა განსახიერებული, ჩვენს თვალწინ გაიზარდა, მაგრამ არცთუისე ხშირად გვხვდება თვალში, ის არ აზიარებს არც ლხინს არც ჭირს, მდუმარე, ძლიერი ქალია. გადავწყვიტეთ იენიქეიში მისი მენეჯერის სახლში შევხვედოდით ერთმანეთს, დათქმულ დროზე მოვიდა წუთითაც არ დაუგვიანია, სპორტდარბაზიდან მოვიდა ხელში სპორტული ჩანთით, ჩანთაში ასევე გადაღებისთვის საჭირო აქსესუარები ჰქონდა, თხემით ტერფამდე ბუნებრივი იყო, ის ფიქრობს რომ ბუნებრივობა სილამაზის პირველი საფეხურია, შეუძებელია თვალი მოაცილო და გაუძლო მის თვალებს, როდესაც ის საუბრობს, საუბრობს კონკრეტულად და მკაფიოთ, არ მიედ-მოედბა ფრაზებს და არ ეძებს სიტყვებს, ის გულწრფელია, შლის მის სულს მაგრამ დისტანციის დაცვასაც ახერხებს, ამბობს რომ უფრო მეტი სცენარი აქვს წაკითხული ვიდრე წიგნი, ძალიან უყვარს საუბარი ადრეულ მსახიობობაზე თუმცა ჩვენი საუბარი თურქეთით დაიწყო, მანამ სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით მის მიერ მოდუღებული ყავა შემომთავაზა, თანაც ვის არ მოუნდებოდა საოცარი ქალის მიერ გაკეთებული ყავა?
სერიალი შტორმივით დაიწყო, შენ უკვე 2 წელია შეუჩერებლად ხარ გადასაღებ მოედანზე, როგორია შენი ენერგეტიკა ნულზე არ ეცემა? არ ხდება ხოლმე ისე რომ თავს გადამწვარივით გრძნობ?
გასულ წელს ძალიან დიდ დროს ვატარებდი გადასაღებ მოედანზე და უმეტესად მანქნაში მეძინა, მერე შუაღამეს მაღვიძებდნენ და მეუბნებოდნენ რომ უნდა მოვმზადებულიყავი გადაღებისთვის, ბუზღუნი დავიწყე და ვამდობდი : ‘’ დროა პენსიაზე გავიდე, ეს მომენტიც დადგა, მეყოფა საკმარისია უკვე, დავიღალე’’ მოგივანებით კი ბევრი ვიცინეთ ამაზე, ხუმრობა ხუმრობათ, მაგრამ ზოგჯერ გადაღლილობას გრძნობ, როდესაც ვსაუბრობ წარსულზე ერთ რამეს ვაცნობიერებ : მე გასულ წლებს კი არ ვთხოვ პატაკს, არამედ შესრულებულ სამუშაოს ვუყურებ. ჩემ ცხოვრებას წელიწადის დროებად კი არა სეზონებად ვყოფ, ვხვდები რომ ვიზრდები როდესაც ჩემ განვლილ გზას და სირთულეებს ვუყურებ. შეიძლება წიგნებზე მეტი სცენარი მქონდეს წაკითხული, ხანდახან ვფიქრობ რომ, გადავიწვი, მაგრამ არა სე არ არის, დღემდე ჩემი გზით მივდივარ კოჭლობით (იცინის). მე კარმის მჯერა, ჩემ ცხოვრებაში კარმა მუდამ მუშაობს, არაფერს ვნანობ და არასოდეს არავის ვექცვი სიძულვილით, ვივიწყებ წყენას, რადგან ვიცი რომ დადგება დღე როდესაც ეს ტკივილი სასაწულებად გარდაიქმნება, ასე იყო და სულ ასე იქნება ეს ვიცი.
ბოლო ორ სერიაში შენი გარდასახვა შეუდარებელი იყო ახლა შენ და აიშეგული ერთი მთლიანობა ხართ?
შეუძლებელია სიტყვებით ასნა რა გრძნობაა როდესაც ადამიანები შენთან ერთად ტირიან, შენთან ერთად განიცდიან, შენზე ნერვიულობენ, რომ შენ შეეხე მათ გულს, როდესაც ისინი შენთან ერთად იცინიან, ის რომ მათ სჯერათ ჩემი პერსონაჟის ბუნებრივობის, დიდი მადლობა ყველას ამ დიდი სიყვარულისთვის. აიშეგულზე შემიძლია ვთქვა რომ, უკვე 3 წელია ამ პერსონაჟს ვთამაშობ, ვიცი რა გადაიტანა, ყველაფერი დამოკიდებულია იმ გრძნობებზე რომელსაც შენ თამაშის დროს დებ შენს პერსონაჟში
სეზონი აიშეგულის ქორწილით დაიწო ფოირაზის დასავიწყებლად ის გათხოვდა, ქორწინება ეს გზაა სიყვარულის დასავიწყებლდ?
აიშეგული იმიტომ არ გათხოვილა რომ სიყვარული დაევიწყებინა, იმიტომ გათხოვდა რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა, აიშეგული არის ქალი, რომელმაც სიყვარულის გამო სიკვდილი გადაწყვიტა
შენი ოჯახი ფილმების სამყაროშია, და შენც 4 წლიდან ეკრანზე ხარ, იყო მსახიობი ასეთ ასაკში ეს ბავშვის გადაწყვეტილება არ არის, შენ სხვა არჩევანი არ გქონდა?
იმ დროს ეს ჩემთვის თამაში იყო, შემდეგ კი როდესაც გავიზარდე თავად მივიღე გადაწყვეტილება და ეს გზა განვაგრძე, 17-18 წლის ასაკში, როდესაც გარდატეხის ასაკი მქონდა მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ახლა ბედნიერი ვარ რომ, ეს პროფესია ავირჩიე და უფალს მადლობას ვუხდი იმისათვის რომ, მსახიობი ვარ
დღევანდლამდე შენ 20 პერსონაჟი განასახიერე, ყოფილა რომ გადაღებების შემდეგ შენი პერსონაჟი შენში დარჩენილა? იყო შიზოფრენიის შეგრძნება?
ჯერ ასეთი არ ყოფილა
ჯეერ?
კი ჯერ ( იცინის) ზოგიერთი მსახიობი როლისთვის ორი წელი ემზადება, დღეში 10 საათს მსახიობი მისი გმირის ცოხვრებით ცხოვრობს, მის ფსიქოლოგიას სწავლობს და ის რომ მსახიობი მისი პერსონაჟის გავლენით შთაბეჭდილების ქვეშ რჩება ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა უკვე სახიფათო და საშინელია .
შენ დიდი ყურადღება მიიპყარი პროექტ შტორმში მთავარი გმირის როლით, 22 წლის შემდეგ წარმატება ისევ მოვიდა, არ გიფიქრია ამ წლების მანძლზე რომ ფარხმალი დაგეყარა?
რათქმაუნდა, იყო მომენტები როდესაც უარს ვამბობდი, მაგრამ მსახიობობას მუდამ ორივე ხელით ვეჭიდებოდი, იმედი არასოდეს დამიკარგავს, არ მქონდა დანებების საშუალება, იღბალმა ცოტა გამაწვალა მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა და გამიმრთლა, ამ დღემდე რომ მოვსულიყავი ბევრი შრომა ჩავდე, ამიტომ ამ ყველაფერს ვაფასებ
შენ წლებია უკვე მუშაობ, შეძელი გეყიდა შენთვის ფეშენებელური სახლი, ბინა ლუქსში ან იახტა?
ფულის თემაზე საუბარი მთრგუნავს და სიმართლე გითხრა ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. ჩემი კაპიტალი დამოკიდებული არ არის ფულზე. ერთ დღეს, ეს დღეც დადგება და მე შვილი მეყოლება რომელსაც ვასწავლი, კეთილსინდისიერებას, გარშემომყოფების პატივისცემას, ერთგულებას, გულომოწყალებას, ჩემი შვილი იქნება ჩემი ყველაზე დიდი და საუკეთესო კაპიტალი მომავალში
ამ პროექტის შემდეგ რა გეგმა და ოცნება გაქვს?
პირველ რიგში დიდიხნიანი შვებულება, მინდა სხვა ქვეყნები ვნახო, სხვა ხალხი გავიცნო, რაღაც ახალი ვისწავლო, არ მინდა განვმეორედე, შეიძლება ფილმში ან თეატრში ვითამაშო, მინდა რომ კარგ პროექტბში მივიღო მონაწილეობა
ორი სიტყვით ახსენი სიყვარული
სიყვარული ეს არის გზა, რომ სიცოცხლეს ჩაეჭიდო, ცხოვრების სტილი, კარგი ჰორმონები, სიყვარული ეს ძალიან ბევრი რამაა
სერიალის მთავარი გმირი შენი შეყვარებულია ვინ არის შენთვის ილქერ ქალელი?
გეტყვი ოღონდ ჩემი სიტყვები სტატიის სათაურად არ გამოიყენო : ის არის ადამიანი რომელსაც ყველაფერს ვუზიარებ, ის არის ის ვის გვერდითაც ვსუნთქავ (ჩემი სუნთქვაა) ჩემი სიახლე, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელთან ერთადაც ბედნიერი ვარ
თქვენი ცხოვრება ბევრს აინტერესებს, თქვენზე ბევრი ჭორი დადის, ხან შეირგდნენო, ხან დაშორდენო, ბოლო ჭორი დაშორებაზე ორივემ უარყავით ტვიტერზე
არ მიყვარს ჩემ ურთიერთობებზე საუბარი, რაც მეტად ინახავ შენს პირადს შენთვის, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებ საზოგადოებაში, ხანდახან პატივისცემის დამსახურება ეს ფუფუნებაა, ჟურნალისტები წერენ მხოლოდ იმიტომ რომ სენსაციები უნდათ, ჩვენ მართალია არ გვიყვარს პირადზე საუბარი მაგრამ, გვიწევს ხოლმე ტყუილი სიახლის უაროფა სოციალურ ქსელში მხოლოდ იმიტომ რომ, ჩვენმა ახლობელბმა არ ინერვიულონ
წარსულში შენ განქორწინდი ახლა როგორ უყურებ ქორწინებას? დახურულია თუ არა ახლა შეთვის ოჯახური ცოხვრების წიგნი?
‘’კურდღელი ნაწყენია მთაზე მაგრამ მთამ არაფერი იცის’’ (ანდაზა) რატომ უნდა ვიყო ნაწყენი ოჯახურ ცოხვრებაზე? ქორწინება ეს რაღაც საუკეთესოა, არ ვარ ნაწყენი ოჯახურ ცხოვრებაზე, უბრალოდ ახლა არ მაქვს ეს დღის წესრიგში
განიცდი იმას რაც თურქეთში ხდება?
მე ამ ქვეყანაში ვცოვრობ, აქ დავიბადე, აქ ვმუშაობ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველ ღამე როდესაც დასაძინბლად ვწვები ერთი აზრით ვიძნებ : ‘’ ღმერთმა ინებოს, რომ ხვალ გაღვიძებისას კარგი ამბები შევიტყოთ’’ რათქმაუნდა მე ეს მტკივა, მწყინს და მაიძულებს დაფიქრებას, შეუძებელია არ ფიქრობდე არაფერზე, მხოლოდ ისეთი ადამიანები არ ფიქრობენ არაფერზე ვისაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ
რისი წინააღმდეგი ხარ?
ტერორიზმის წინააღმდეგი ვარ, ძალადობის წინააღმდეგი ვარ, პარანორმალური მოვლენების წინააღმდეგი ვარ, უსამართლობის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ხომ ისდეაც დღეს ვართ და ხვალ აღარ, ჩვენ ბედნიერად ცხოვრება გვჭირდება, მაგრამ ყოვლ დღე უბედურებებით ვიღვიძებთ
შენ ყოველთვის განსხვავებულ გმირებს თამაშობ, შენი აზრით რთულია იყო ქალი თურქეთში?
ჩემი აზრით ჩვენს სამყაროში რთულია დარჩე ადამიანად, დარჩე ცოხალი ესეც სასწაულია
მაგალითად?
სახლიდან ცოცხალი გასვლა და საღამოს უკან დაბრუნება ეს ღვთის საჩუქარია, იარო გზაზე, ჩაიცვა რაც გსურს და როგორც გსურს, გამოხატო შენი აზრი, მოითხოვო რაც გსურს, არ იყო ზეწოლის ქვეშ, საღამოობით გამოხვიდე გარეთ, ჩვენ ქვეყანაში ქალი 10-ჯერ უნდა დაფიქრდეს სანამ ამ მოქმედებებს შეასრულებს
ჩვენ ხშიად ვხედავთ ტელევიზიით: მკვლელობებს, ძალადობას ქალებზე, ცხოველების ცემა -წამებას. ბოლო საშინელი სიახლე 3 წლი ნახევრის მოკლულ ირმაქზე იყო
ამ ყველაფერზე უკვე გული მერევა! არ შემიძია გავიგო როგორ შეიძლება ჩვენსავით ორ ფეხა, ორ თვალა და ორ ფეხა დამიანები როგორ შეიძლება იყვნენ ასეთი სასტიკები? რატომ გამძაფრდა ასე ძალადობა ჩვენ ცხოვრებაში? ამაზე შეიძლება საათობით ისაუბრო, რათქმაუნდა ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მთელ ქვეყანზე, მაგრამ მსოფილიოსაც უნდა შევხედოთ და ვნახოთ იქ რაც ხდება. ნუთუ ჩვენ ყველანი ცუდები გავხდით? შემიძლია ვთქვა რომ ადამიანები დღითიდღე სულ უფრო მეტად კარგავენ სინდისს
ეკრანზე ალკოჰოლური სასმილის მღებისა და სასიყვარულო სცნებზე დიდ აქცენტს აკეთებენ, იქნებ ამ ყველაფრის ყურების შემდეგ ხდებიან ადამიანები ასეთები?
რათქმაუნდა რა! დაუშვეთ ყველაფერს ამოღებენ და ამით რა? ამის შემდეგ ადამიანები კეთილები გახდებიან? თუ თეთრები და ფუნფულები გახდებიან? დასრულდება თუ არა მკვლელობა და ძალადობა? შეიძება რაღაც გავლენას ახდენდეს, მაგრამ მე ამის არ მჯერა
შენ იყენებ თვით ცენზურას?
ხანდახან კი, ზოგჯერ გინდა შენი აზრი გამოხატო, მაგრამ საპასუხად მხოლოდ შეურაცხმყოფელ და საწყენ სიტყვებს იღებ, ადამიანები სწორად ვერ გიგიებენ, ამიტომ სანამ დაწერ უნდა დაფიქრდე რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და სადამდე მიგიყვანოს.
წინა წელს მოცემულ ინტერვიუში შენ თქვი : ამ წელს ცვლილებების წელია, მე ფერები შევცვალე’’ რა იქნება ამ წელს?
ცვლილებები დასრულდა, ცხოვრების აზრი ნაპოვნია და ყველაფერი გააზრებულია და მიღებულია ის როგორც არის, ახლა დატკბობის და მადლიერების დროა, კარიერული თვალსაზრისით ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა, ვმუშაობ და მშვიდად შემიძლია მომავლის გეგმების დასახვა, ვცხოვრობ ისე როგორც თავად მსურს, ცოტათი უყურადღებო გავხდი მაგრამ არასოდეს მავიწყდება რომ ცხოვრება გადის
მე შენი სიტყვებიდან გამომდინარე შენზე ვერ მექმნება კონკრეტული შთაბეჭდილება, შენ ხარ ძლიერი ქალი რომელიც განქორწინების შემდეგ, მყარად დგას ფეხზე, აბა მომიყავი რა იმალება ამ ძლიერი პერსონის უკან
ჯიუტი ვარ, ძლიერი იმუნური სისტემა მაქვს მე ვარ ის ვინც ბედნიერია მომენტით და იმით რაც ჩემს წინ არის, წარსულისგან გაკვეთილი მივიღე და ახლა თამამად შემიძლია ჩემი სამომავლო გზის განსაზღვრა, გავიგე რა მინდა და რა არ მინდა, შეცდომები ყოველთვის არის და მეც მქონდა ისინი თანაც ბევრი, მე მიყვარს ჩემი შეცდომები თუკი ისინი სხვებს არ ავნებს, მიყვარს მადლიერება, მიჯაჭვული ვარ იმ ადამიანებზე რომლებიც მიყვარს და არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩადგეს ჩემსა და ჩემ საყვარელ ადამიანებს შორის
გქონია ისეთი მომენტი როცა ტიროდი, ყვიროდი და მძვინარებდი?
რათქმაუნდა იყო! ყოფილა ისეთი პერიოდიც რომ დღეების მანძილზე არ გამოვსულვარ სახლიდან და საათობით მიტირია, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და ფეხზე მყარად მაყენებდნენ, მეც მაქვს გული და გრძნობები და მთელი სულითა და გულით განვიცდი ხოლმე ყველაფერს, არ მრცხვენია ჩემი გრძნობების და არ ვბრაზობ საკუთარ თავზე. ყველაზე გულწრფელი გრძნობები იმედგაცრუება და წყენაა, ასჯერ დავცემულვარ და მერე კვლავ აღვმდგარვარ
ასეთ დროს ვინ არის ხოლმე შენ გვერდით?
პირველ რიგში ასეთ მომენტებში მე თვად ვრჩები საკუთარ თავთან მარტო და საკუთარ თავს ვუზიარებ ხოლმე, მაგრამ ხანდახან ჩემი ხელები, ჩემი თვალები, ჩემი სხეული უძლურია ხოლმე გადატანილ ტკივილთან, ასეთ დროს ჩემ გვერდით ყოველთვის არიან ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ჩემი სიყვარული, ჩვენ შეგვძილია მდუმარედ ვისხდეთ და შეგვიძლია საათები გავატაროთ ლაპარაკში და ვპულობთ გამოსავალს იმისთვის, რომ გონს მოვიდეთ.
რეიტინგულ სერიალებში მთავარი გმირი ქალები ლამაზები და შეყვარებულები არიან. ცხოვრება მშვენიერია თქვენთვის, თუ ასე არაა?
ვისთვის როგორ, რა დრამატიზი ტრიალებს ყველამ ვიცით და ყველა ვხედავთ, ასეთ კთხვაზე დუმილით გიპასუხებდი, რათქმაუნდა მეც მქონია ცხოვრებაში რთული მომენტები, ბევრი გამოცდა გავიარე ხშირად ვეცემოდი შავ ეკრანზე, მიუხედავათ მისი ფერადოვნებისა და ბზინვარებისა, ყველაფერი კარგი ადვილად არ მოდის, გადაღლილი ხარ ფეხები ტკივილისგან გტყდება მაგრამ უარს მაინც არ ამბობ, არ ვიცი კარგია თუ არა ჩემი ცხოვრება, მაგრამ თავდ ცოხვრებაა მშვენიერი, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ზოგისთვის შენ ‘’რაიონში ყველაზე გამბედავი გოგო ხარ’’ ზოგისთვის კი სექსუალობის სიმბოლო. შენ როგორ ფიქრობ?
ვისთვის როგორ. მოდი ასე ვიტყვი ცოტა ცოტა ყველაფერია .
ნერვიულობ თუ არა შენ შენი მომავალი შვილის მომავალზე?
რათქმაუნდა! ჩემ მეგობრებს უკვე სკოლაში დაჰყავთ თავიანთი შვილები, ბავშვები სახლში თამაშობენ გარეთ კი არ უშვებენ, თავად ხედავ საინფორმაციოებში რასაც აჩვენებენ ყოველ დღე ოჯახები პარანოიკები ხდებიან, იყო მშობელი იყო დედა და მამა ეს დიდი პასუხსიმგებლობაა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად დიდია, ჩვენ უნდა გავზარდოთ და ავღზარდოთ კარგი ადამიანები
მომავლის იმედი გააქვს?
ისევე მაქვს ყოველთვის მომავლის იმედი როგოც ვარ ბურჩინი, ყოველთვის კარგის იმედი მაქვს, იმედით ვცხოვრობ და გზაზეც იმედით გავდივარ. ბოლო დროს ძალიან იმატა უსმართლობამ, ძალადობამ, უსინდისობამ, ეს ყველაფერი კი კარგისკენ არ მიდის, იმედი მაქვს რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება და უკეთესობისკენ წავა.
მცირედი ბურჩინზე :
ბურჩინი ახლა კითხულობს : ემრეჰ სერბესის წიგნს
ცხოვრების დევიზი: ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს
ვერიტანს როდესაც მიმართავენ სიტყვებით : ჩემო სულო
საყვარელი რეჟისორები: უცხოეთი: დევიდ ფინჩერი და თიმ ბართონი თურქეთი: ნური ბილგე ჯეილანი, ექინ დემირქუბუზი, ჯანერ ალპერი - მეჰმეთ ბინაი, ფერზან ოზთეფექი, და ფათიჰ აქინი
საყვარელი ფილმი რომელსაც მუდმივად შეუძლია უყუროს: ‘’კედლის მოპირდაპირედ’’
0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0