x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბავშვის დაბადების საოცარი პროცესი

imageცხრათვიანი მოლოდინი
დასრულდა და ნანატრი ბავშვი სადაცაა დაიბადება. მომავალი დედის საშვილოსნოს ყელი აქამდე
მჭიდროდ იყო დახურული და ნაყოფს საშვილოსნოში იცავდა. მაგრამ ამჯერად ქალის საშვილოსნოს
ყელი თხელდება, რბილდება და დუნდება. იწყება სასწაული, რომელსაც მშობიარობა ჰქვია.
როგორ ხორციელდება ეს
საოცარი პროცესი? მასში ჩართული მრავალი ფაქტორიდან ორი განსაკუთრებით საოცარია. პირველი
ეს არის ტვინის მიერ გამომუშავებული ჰორმონის, ოქსიტოცინის გამოყოფა. ეს ჰორმონი მამაკაცებშიც
გვხვდება და ქალებშიც, მაგრამ ის დიდი რაოდენობით გამოიყოფა მშობიარობის ტკივილების
დასაწყისში, რის შედეგადაც საშვილოსნოს ყელი იხსნება, ხოლო საშვილოსნო იკუმშება.

საოცარია, როგორ ხვდება
ჰიპოფიზი, როდის დაიწყოს ორსული ქალის ორგანიზმში ამ ჰორმონის გამოყოფა. ერთ წიგნში
ნათქვამია: „ქალის ტვინი როგორღაც ხვდება, რომ ორსულობის პერიოდი დასრულდა და ახლა
დროა, რომ საშვილოსნოს ძლიერმა კუნთებმა ... თავიანთი საგმირო საქმე შეასრულონ

ამ პროცესში ჩართული
მეორე ფაქტორი არის პლაცენტა, რომელიც წყვეტს პროგესტერონის გამომუშავებას. ორსულობის
პერიოდში პროგესტერონი საშვილოსნოს კუნთებს ძლიერად შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს.
მაგრამ მშობიარობის დროს პროგესტერონი აღარ გამოიყოფა და საშვილოსნო შეკუმშვას იწყებს.
მშობიარობის ტკივილები ჩვეულებრივ 8—13 საათი გრძელდება, რის შემდეგაც ბავშვი
მოდუნებული და გახსნილი საშვილოსნოს ყელიდან იბადება. ბავშვის დაბადების შემდეგ პლაცენტაც
გარეთ გამოიდევნება.
ახალშობილი სწრაფად უნდა
შეეგუოს ახალ გარემოს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ გარემოსგან, რომელიც დედის
მუცელში იყო. მაგალითად, საშვილოსნოში ყოფნის დროს ნაყოფს ფილტვები სანაყოფე წყლებით
ჰქონდა სავსე. ეს წყლები მაშინ გამოიდევნება ფილტვებიდან, როცა ნაყოფი სამშობიარო არხში
გადაადგილდება. ახლა ბავშვის ფილტვებს ჰაერი უნდა მიეწოდოს, რათა მან სუნთქვა შეძლოს.
ბავშვის პირველი ტირილი იმაზე მიუთითებს, რომ მან სუნთქვა დაიწყო. მკვეთრი ცვლილებები
გულის მუშაობასა და სისხლის მიმოქცევის სისტემაშიც შეინიშნება. წინაგულებს შორის არსებული
ხვრელი და სისხლძარღვი, რომელიც გვერდს უვლის სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს, იხშობა,
რათა სისხლი ფილტვებს მიეწოდოს და ორგანიზმი ჟანგბადით მომარაგდეს. გასაოცარია, რა
სწრაფად ახდენს ორგანიზმი გარე სამყაროსთან ადაპტაციას.

0
1167
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:klopka
klopka
1167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0