x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83826
  • ვიდეო:334552
  • სურათი:441946
პროფესიონალი მზარეულების 3 საიდუმლო

ყველას, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს, უამრავი პატარა საიდუმლო აქვს, რომელსაც ერთი შეხედვით უბრალო კერძი, სრულყოფილებამდე მიჰყავს. და რა უნდა ვთქვათ შეფ-მზარეულებზე — მათ ხომ ბევრად უფრო მეტი საიდუმლო, თუ ხრიკი იციან და მათ შორის სამს, აქ წარმოგიდგენთ:


იდეალური კვერცხი პაშოტი


image
თუ თქვენც გიყვართ ფრანგებისთვის ყველაზე საყვარელი საუზმე – კვერცხი პაშოტი, ალბათ, უკვე არაერთი რეცეპტი გამოსცადეთ. ამ კერძის მომზადება და მისი სრულყოფილებამდე მიყვანა რთული არ არის, მთავარია ერთი პატარა საიდუმლო იცოდეთ, – კვერცხი აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

საქმე იმაშია, რომ ახალ კვერცხს უფრო მაგარი გული აქვს და ფორმას უკეთესად ინარჩუნებს და ამიტომ, ხარშვის დროს, საჭირო არ არის ძმრის ან სხვა ინგრედიენტის დამატება. სუპერ ახალ კვერცხს მტკიცე მემბრანა აქვს და ამის გამო, კვერცხის ალბუმინი კარგად ეკვრის გულის გარსს.



მარინადი შემწვარი ხორცისთვის


image
თუ გინდათ, რომ ოჯახის წევრები და სტუმრები, თქვენს მიერ მომზადებული, შემწვარი ხორცის კერძით გააოცოთ, შეწვამდე ხორცი მუქი ლუდის მარინადში ან ღია ფერის ლუდის და სოიოს სოუსის ნაზავში უნდა მოათავსოთ.

აქვე გთავაზობთ გემრიელი შემწვარი ხორცის მომზადების რეცეპტს:

ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით (ან დასერეთ) > მოათავსეთ დიდი ზომის თასში და დაასხით ლუდი > დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი (1 კგ. ხორცზე – 3 კბილი) და მარილი (გემოვნებით) > ხორცი მარინადში გააჩერეთ 1 სთ > ამოიღეთ მარინადიდან და შეწვით.



ტორტის ახლად შენახვის საიდუმლო


image
ვიდრე ტორტი ახალია, ის რბილი, ზომიერად ნოტიო და ჰაეროვანია. მაგრამ, გაჭრილი ტორტი, 1 დღის შემდეგ, ფხვიერდება და შეხებისას, იფშვნება. ამ პრობლემის მოგვარება 2 ხერხით შეიძლება: მთელი ტორტი უცბად უნდა მიირთვათ ან მასთან ერთად, შეფუთვაში, ვაშლი უნდა მოათავსოთ.

თუ ტორტს ხუფიანი მინის სატორტეში მოათავსებთ და გვერდით მთელ, გაფრცქვნილ ვაშლს დაუდებთ, ის მალე არ გამოშრება და უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებს სინოტივეს, რადგან ვაშლს გარემოში ტენის გამოყოფის თვისება აქვს და ამის წყალობით, დესერტი საგემოვნო თვისებებს ბევრად უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმაცივარში კვერცხის შენახვის წესები
როგორ შევწვათ თავსახურის გარეშე ისე, რომ გაზქურა სუფთა დარჩეს

10 რამ რასაც შეცდომით ვაკეთებთ და ამის შესახებ არ ვიცით


0
303
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0