x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80874
  • ვიდეო:333172
  • სურათი:438265
დედამიწის მაგნიტურ ველს საფრთხე ემუქრება!

აფრიკაში მომხდარი უცნაური ბუნებრივი მოვლენა, დედამიწის მაგნიტურ ველზე უარყოფითად მოქმედებს! მაგნიტური ველი დედამიწას იცავს ატმოსფეროში განხორციელებულ ბუნებრივი მოვლენებისგან, კოსმოსური რადიაციებისგან და კიდევ მზისგან გამოწვეულ სხვა საშიშროებისგან. როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დედამიწაზე პოლუსები 780 000 წლის წინ შეიცვალა და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოვლენა კვლავ განხორციელდეს.


image



ექსპერტები კვლევებს ატარებენ თიხის მინერალებზე, რომელიც აფრიკაში, რკინის ხანაში აშენებულ თავშესაფარში აღმოაჩინეს. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბოლო 1000 წლის მანძილზე დედამიწის მაგნიტურ ველში ძალიან ბევრი ცვლილებები განხორიცელდა. ექსპერტების აზრით, ბოლო 160 წლის მანძილზე მაგნიტური ველი დედამიწას რადიაციისგან საკმარისად ვერ იცავს და შესაძლებელია საერთოდ ძალაც დაკარგოს.


image



კომპასმა შესაძლოა სამხრეთი აჩვენოს!


ექსპერტების განცხადებით, ამ ცვლილებებმა შესაძლებელია მოახდინოს მაგტინური პოლარიზაციაც, რომლის შედეგადაც კომპასმა ჩრდილოეთის ნაცვლად, სამხრეთი აჩვენოს. აფრიკაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც "სამხრეთ ატლანტიკური ანომალია" უწოდეს, მაგნიტური ველის საშიშროების კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია.


image



მეცნიერების ვარაუდით, სამხრეთ ატლანტიკური ანომალია უახლოეს მომავალში ზიმბაბვედან ჩილემდე მიაღწევს. თუ დავუჯერებთ მსოფლიოს მოწინავე მეცნიერებს, სამხრეთ ატლანტიკური ანომალია დედამიწაზე სულ რამოდენიმეჯერ არის მომხდარი. განხორციელების ალბათობა 200 000 - 300 000 წელიწადში ერთხელ არის. იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, მაგნიტურ ველს მსგავსი სიტუაცია ჰქონდა დაახლოებით 40 000 წლის წინ, თუმცა საბედნიეროდ მაგნიტური ველი დაუბრუნდა თავის სრულ ფუნქციონირებას დამოუკიდებლად.


image







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. უცნაური ცხოვრების სტილით, გაიცანით დუხების ტომი

2. გაფიცვით დაწყებული საინტერესო ისტორია და ყველაფერი 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ!

3. ტარდიგრადი - მსოფლიოს ყველაძე გამძლე არსება!

4. კაცობრიობის მტრები - 5 საძულველი დიქტატორი და მათი სათანადო დასასრული!

5. გიგანტური ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება!



0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0