x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80959
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438347
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალბატონი 2018 წლის მონაცემებით

10-კარლენ დე კარვალიო-ჰეინეკენი, ჰოლანდია - 15, 8 მლრდ დოლარიimage

Heineken-ის 23 პროცენტიანი საკონტროლო პაკეტის წყალობით კარვალიო მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქალბატონია. დღესდღეობით კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს .მანამდე ამ ადგილს მისი ძმა, ფრედი ჰეინეკენი იკავებდა, რომელმაც დას აქციები 2002 წელს გადასცა. კარლენის მეუღლე მიჩელი საინვესტიციო ბანკირი და Heineken-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

9-აბიგაილ ჯონსონი, აშშ -15, 9 მლრდimage

აბიგაილის ბაბუა ედვარდ ჯონსონმა 1946 წელს Fidelity Investments-ი, უზარმაზარი ფინანსური კომპანია დაარსა. აბიგაილი ამ ფირმაში კოლეჯში სწავლის დროს ზაფხულობით მუშაობდა, ხოლო სრულ განაკვეთზე 1988 წელს ანალიტიკოსის პოზიციაზე აიყვანეს მას შემდეგ, რაც ჰარვარდის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

2014 წელს Fidelity Investments-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ხოლო 2016 ში საბჭოს თავმჯდომარის პოსტები ჩაიბარა. აბიგაილს ფირმის 24, 5 პროცენტი ეკუთვნის, მაშინ როცა მის და-ძმას მხოლოდ 5 პროცენტამდე .Fidelity Investments-ის ჯამური აქტივების ღირებულება 2, 3 ტრილიონს ითვლის.

8-ირის ფონტბონა, ჩილე -16, 3 მლრდimage

ირის ფონტბონა ანდრონიკო ლუკსიჩის ქვრივია, რომელმაც ქონება სამთო მრეწველობაში და სასმელების ბიზნესში დააგროვა. ანდრონიკო 2005 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.მან ქონება მეუღლეს და სამ ვაჟიშვილს დაუტოვა.ფონტბონა შვილებთან ერთად Antofagasta Plc-ს ზედამხედველობს, რომელიც ჩილეში სპილენძის საბადოებს ფლობს და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს. ისინი ასევე Quiñenco-ს აქციების ძირითდ ნაწილსაც ფლობენ. ეს ჩილეში არსებული კონგლომერატია, რომელიც საბანკო, სამრეწველო და ღვინის ბიზნესებს აერთიანებს.

7-ჯინა რეინჰარტი, ავსტრალია -17, 4 მლრდimage

ჯინა ავსტრალიის უმდიდრესი მოქალაქეა რკინის მადნის მეშვეობით მოპოვებული ქონებით. რეინჰარტმა მემკვიდრეობა მამისგან გაბანკროტებული სახით მიიღო, თუმცა ბიზნესის აღორძინება და გაფართოება მოახერხა.მისი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს რკინის მადნის მომპოვებელი კომპანია Hope Downs-ი წარმოადგენს. ჯინა ჩართულია ასევე მესაქონლეობის ბიზნესში.ავსტრალიაში ის ამ სფეროში სიდიდით მესამე მსხვილი მწარმოებელია.

6-ლაურენ პაუელ ჯობსი, აშშ-18, 8 მლრდimage

ლაურენი Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ქვრივი გახლავთ.ის Emerson Collective-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია . ორგანიზაციის, რომელიც სოციალური რეფორმების მხარდასაჭერად მეწარმეობას იყენებს და ამავდროულად ხელმოკლე სტუდენტებს ეხმარება. ლაურენი თანადამფუძნებელია არაკომერციული პროგრამის, College Track-ის, რომელიც ღარიბ ახალგაზრდებს კოლეჯში ჩასაბარებლად და დასამთავრებლად ეხმარება. 2017 წლის ივლისში მან The Atlantic magazine-ის აქციების ძირითადი წილი და ვებგვერდი საზოგადოებისთვის უცნობ ფასად შეიძინა. ლაურენმა ეროვნული კონკურსის The Super School Project-ის დასაფინანსებლად 100 მილიონი დოლარი გაიღო. პროექტი სკოლებში მაღალ კლასებში სწავლების განვითარებას ემსახურება.

5-იანგ ჰუიანი, ჩინეთი -21, 9 მლრდimage

იანგი უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიის Country Garden Holdings-ის აქციების 57 პროცენტს ფლობს. აქციების უდიდესი ნაწილი 2007 წელს მამამისისგან იონგ კვოკ კოინგისგან გადაეცა. იანგთან ერთად საბჭოს წევრია მისი და ზიანგიც. ის ასევე ხელმძღვანელობს ჩინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებას Bright Scholar Education Holdings-ს, რომლის აქციები ნიუ იორკის საფონდო ბაზარზე გასაყიდად 2007 წელს გავიდა. იანგმა განათლება ოჰაიოს უნივერსიტეტში მიიღო.

4-ჟაკლინ მარსი, აშშ-23, 6 მლრდimage

ეს ქალბატონი მსოფლიოში უდიდესი ტკბილეულის მწარმოებელი ფირმის Mars-ის ერთის მესამედის მესაკუთრეა. ჟაკლინი კომპანიაში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2016 წლამდე საბჭოს წევრი იყო. ცნობილი ქველმოქმედი, 6 ორგანიზაციის საბჭოს შემადგენლობაშია, მათ შორის Smithsonian-ის და ეროვნული არქივის. Mars-ის ერთ მესამედს ფლობს ასევე ჟაკლინის ძმაც ჯონი, ხოლო მესამე მესამედი მესამე ძმის ფორესტ უმცროსის ხელში იყო მის გარდაცვალებამდე . 2017 წლის სექტემბერში Mars-მა 7, 7 მილიარდ დოლარად შეიძინა VAC-ი, შინაური ცხოველების ზრუნვაზე სპეციალიზებული კომპანია.

3-სიუზან კლატენი, გერმანია-25 მლრდimage

სიუზანი, რომელიც გერმანიის ყველაზე მდიდარი ქალია, BMW-ს აქციების 19, 2 პროცენტს ფლობს. 23, 7 პროცენტის მფლობელია მისი ძმა შტეფან ქუანდტი. სიუზანის და შტეფანის დედა ლეგენდარული ინდუსტრიალის ჰერბერტ ქუანდტის მესამე ცოლი გახლდათ. სწორედ ჰერბერტმა მოახერხა BMW-ს დომინირება ფუფუნების საგნების ბაზარზე. სიუზანმა, რომელსაც მაგისტრის ხარისხი აქვს ეკონომიკაში, ხელი შეუწყო ბაბუამისის Altana AG-ის ტრანსფორმირებას მსოფლიო კლასის ფარმაცევტულ-ქიმიურ კორპორაციად. ის Altana-ს ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელია. კომპანიის წლიური გაყიდვები 2, 5 მილიარდ დოლარს აღემატება. კლატენი ფლობს Nordex AG -ის აქციებს, რომელიც ქარის ენერგიის საკითხებზე მუშაობს, Geohumus-ის, რომელიც მიწის განაყოფიერებაზეა ორიენტირებული და ნახშირის და გრაფიტის მწარმოებელ SGL-ის ჯგუფის აქციებს.


2-ფრანსუა ბეტენკურტ მეიერი, საფრანგეთი -42, 2 მლრდimage

ფრანსუა ოჯახთან ერთად L'Oreal-ის აქციების 33 პროცენტს ფლობს და ამავდროულად კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს. მან საფრანგეთის ბაზარზე ლიდერი L'Oreal-ი 2017 წელს მას შემდეგ ჩაიბარა, რაც იმ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი, დედამისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. L'Oreal-ის დამფუძნებლის, ბეტენკურტ მეიერსის შვილიშვილი ევროპის ყველაზე მდიდარი ქალბატონია. ფრანსუა 3 წიგნის ავტორია, მათ შორის ერთ-ერთი ბერძენ ღმერთებზეა.

1-ელის უოლტონი, ამერიკა -46 მლრდimage

ელისი ფორბსის მილიარდერების სიაში 16-ე ადგილს იკავებს, მაშინ როცა ქალებს შორის ერთპიროვნული ლიდერია. ის Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. Walmart-ში მუშაობას ელისმა მუზეუმის კურატორობა არჩია. 2011 წელს თავის მშობლიურ ქალაქში ბენტონვილში ამერიკული ხელოვნების მუზეუმი Crystal Bridges-ი გახსნა. ეს მუზეუმი ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს ინახავს, როგორებიცაა ენდი უორჰოლი, ნორმან როკველი და მარკ როტკო. ელისის პერსონალური კოლექციონერული სია ასობით მილიონ დოლარადაა შეფასებული.


2
292
4-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
292
  
დიდი მადლობა ^-^
8 მარტი, 20:16
კარგი და საინტერესო იყო. ყოჩაღ
0 1 2