x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80873
  • ვიდეო:333173
  • სურათი:438265
არასტანდარტული გარეგნობის მოდელები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. რატომ უნდა გრცხვენოდეთ არასტანდარტული გარეგნობის, როცა შეგიძლიათ, ის თქვენს მთავარ იარაღად აქციოთ? ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელთა გარეგნობაც მსოფლიოში აღიარებული სილამაზის სტანდარტებისგან შორსაა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ სილამაზე სტანდარტულ გარეგნობაში სულაც არაა და სტატიაში სწორედ ამას დაგიმტკიცებთ.


სტატიაში გთავაზობთ 13 ცნობილი მოდელის ისტორიასა და ფოტოებს, რომლებიც უჩვეულო, უნიკალური გარეგნობით გამოირჩევიან და მაინც ძალიან ლამაზები არიან.









1. Thando Hopa


თანდო ჰოპა ალბინოსია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ბევრ კომპანიას, ის მოითხოვოს მოდელად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Vichy-ის სახე გახდა და წინ კიდევ ბევრი შემოთავაზებაა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თანდო თავის მთელ დროს მოდელობას არ უთმობს, ის წარმატებული ადვოკატია და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობს აფრიკის ქვეყნებში.

image

image

image








2. Winnie Harlow


კანადელი მოდელი შანტელ ბრაუნ-იანგი, რომელიც ვინი ჰარლოვის სახელითაა ცნობილი, ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო. მას სამი წლის ასაკში ვიტილიგო აღმოაჩნდა. ვიტილიგო არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოვლინდება კანზე დეპიგმენტური კერების არსებობით. თუმცა, დაავადებამ ხელი არ შეუშალა შანტელს, გამხდარიყო წარმატებული მოდელი. მისი განსხვავებული კანის ფერი ხშირად ერევათ მაკიაჟში. ვინი ჩანს Desigual და Diesel-ის რეკლამებში, მონაწილეობს ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში და ემინემისა და სიას მუსიკალური კლიპების ვარსვკლავიცაა.

image

image

image








3. Nikia Phoenix


ამერიკელი მოდელი ნიკია ფოენიქსი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ფერადკანიანია და მთელი სხეული ჭორფლებით აქვს დაფარული. მისი უჩვეულო გარეგნოა პირველად ტანსაცმლის კომპანია Alternative Apparel-ში მომუშავე ადამიანმა შეამჩნია, როცა ფინჯან ყავას ყიდულობდა. შემდეგ კი ნიკია Coca-Cola-ისა და Target-ის სახე გახდა.

image

image

image








4. Harnaam Kaur


ამ ინდური წარმოშობის ბრიტანელ გოგონას 11 წლის ასაკში საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი დაუდგინეს. ეს დაავადება იწვევდა თმების ინტენსიურ ზრდას მთელ სხეულზე და სახეზე, ისე, როგორც მამაკაცებს აქვთ. რაც უფრო ცდილობდა ღარიბი გოგონა თმისგან გათავისუფლებას, ის უფრო და უფრო ხშირდებოდა და სქელდებოდა. 16 წლის ასაკში ის სიხებს შეუერთდა. ეს რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც თმის მოცილებას კრძალავს. მოულოდნელად, ჰარნაამის ისტორიამ ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი მოდის ინდუსტრიების ყურადღებაც მიიქცია. კაური ამჟამად წარმატებული მოდელი და სილამაზის ბრენდ Illamasqua Cosmetics-ის სახეა.

image

image

image










5. Viktoria Modesta


ვიქტორია მოდესტა ლატვიელი მომღერალი და მოდელია, რომელსაც მარცხენა ფეხი ამპუტირებული აქვს. დაბადებისას ექიმების დაუდევრობის გამო, ფეხზე 15 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, მაგრამ არც ერთმა უშველა და ბოლო ოპერაციისას ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტა. ვიქტორია ამბობს, რომ ამ ტრაგედიამ თავდაჯერებულობა აუმაღლა. ამჟამად ის ლონდონში ცხოვრობს და მუშაობს; ის ამხნევებს ყველას, რომ ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად მიჰყვნენ ოცნებებს.

image

image

image








6. Madeline Stuart


ამ ბრისბანელმა გოგონამ მედიის ყურადღება პირველად მაშინ მიიპყრო, როცა ინტერნეტის საშუალებით საზოგადოებას გაუზიარა თავისი შედეგი წონის დაკლებაში. დაუნის სინდრომის გამო, ზედმეტ წონას მადელინი ბავშვობიდან ებრძოდა, რადგან ამ სინდრომით დაავადებულ ყველა ადამიანს აწუხებს ჭარბი წონის პრობლემა. ადელინმა საუკეთესო შედეგი მიიღო დაუღალავი შრომით - ცურვით, ველოსიპედის ტარებით, ცეკვით და ვარჯიშით.

მისი ისტორია ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და რამდენიმე თვეში მადელინმა შემოთავაზებებიც მიიღო ცნობილი მოდის კომპანიებისგან. გოგონა Manifesta-ს და everMaya brands-ის სახე გახდა და თავის პოპულარობას იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას შეუცვალოს წარმოდგენა დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე.

image

image

image








7. Alex Minsky


ალექს მინსკი პროთეზის ფეხის მქონე მამაკაცი მოდელია. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გამოაგდეს და გიჟური ცხოვრება დაიწყო, 18 წლის ასაკში კი მოულოდნელად შეუერთდა სამხედრო ფლოტს. ავღანეთში ყოფნისას, ალექსის სატვირთო მანქანა ნაღმზე აფეთქდა და ის ავტომანქანიდან გადავარდა. მან დაკარგა ფეხი, გადაიტანა 13 რთული ოპერაცია და 47 დღე გაატარა კომაში.

რამდენიმე წლის შემდეგ ტომ კაილისმა, ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა, ალექსი სპორტ-დარბაზში შეამჩნია და მისი ყურადღება მიიპყრო. ფოტოგრაფს დაებადა იდეა, ალექსისთვის სურათები გადაეღო, მანაც სიამოვნებით მიიღო შეთავაზება. ამის შემდეგ კი ალექსი უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ამჟამად ის ძალიან მოთხოვნადი მოდელია და ძირითადად მამაკაცის საცვლების რეკლამებში იღებენ.

image

image

image








8. Andreja Pejic


ანდრეია ყველაზე ცნობილი ანდროგინოუსი (ქალურ ცრუ ჰერმაფროდიტიზმთან დაკავშირებული) მოდელია. ეს სერბიელი ბავშვობიდან მხოლოდ თავბრუდამხვევ სამოდელო კარიერას კი არ უმკლავდებოდა, კიდევ ორ რთულ ფენომენთან უწევდა გამკლავება - ყოფილიყო ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში და ყოფილიყო ყველაზე სექსუალური კაცი მსოფლიოში.

იმის გარდა, რომ ანდრეია მსახიობი, მოდელი და ისეთი ცნობილი ბრენდების სახეა, როგორიც Chanel და Pradaა, მას ასევე საკუთარი სამკაულების ხაზიც აქვს.

მან ყველაზე დიდი ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ენდრიუ-დან ანრეია-დ გადაიქცა, სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ცნობილი მოდელი მამაკაცი ცნობილი მოდელი ქალი გახდა.

image

image

image








9. Carmen Dell’Orefice


კარმენი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე გრძელი კარიერის მქონე მოდელი. როგორც წესი, ქალები ცდილობენ, დამალონ ასაკობრივი შესახედაობა, მაგრამ კარმენის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ის არის წიგნის ავტორი: "დარჩე ლამაზი: სილამაზის საიდუმლოებები ჩემი ორმოცწლიანი სამოდელო გამოცდილებიდან". კარმენს უპოზიორია სალვადორ დალისთვისაც და უმუშავია ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან, როგორებიც Cecil Beaton, Norman Parkinson და Richard Avedon არიან. კარმენი ამბობს, რომ არ ეშინია ასაკის, რადგან რაც უფრო ემატება წლები, უფრო მართალი ხდება საკუთარ თავთან.

image

image

image








10. Slick Woods


სლიკ ვუდსი ცნობილი თავისი "არაჰოლივუდური" ღიმილით გახდა. არასწორმა კბილებმა და ფართო დაშორებამ მათ შორის ცნობილი მოდის ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია.

ნუ შეგეშინდებათ, რომ ვინმეს თქვენი კბილები არ მოეწონება! გაიღიმეთ უფრო ფართოდ!

image

image

image








11. Hanne Gaby Odiele


ამ ბელგიელ მოდელს ძალიან მაღალი შუბლი და ღრმა ყვრიმალები აქვს და სწორედ ეს ქმნის მის უნიკალურ გარეგნობას. მან უკვე გაუწია რეკლამა Valentino-ს კოლექციას, მონაწილეობა მიიღო Mulberry-ის, Balenciaga-სა და Vera Wang-ის ჩვენებებში.

USA Today-სთან ინტერვიუში მოდელმა განაცხადა, რომ მას ქალებიც და კაცებიც იზიდავს. ის დაიბადა სინდრომით, რომლის თანახმადაც ქალის ორგანიზმში მამაკაცისთვის დამახასიათებელი ქრომოსომები ჩნდება. ჰანა ამაყობს იმით, რომ ბისექსუალია.

image

image

image








12. Jamie Bochert


ის უკვე 30 წლისაა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ იყოს Givenchy-ის სახე, მონაწილეობდეს Versace-ს ჩვენებებში და დაქორწინებული იყოს მსახიობ მაიკლ პიტზე.

ჯეიმის აქვს ძალიან თხელი, გრძელი სახე, გრძელი ცხვირი და დიდი, ყავისფერი თვალები. პოდიუმის ფოტოებში ის ძალიან მიმზიდველი ჩანს.

იფიქრეთ ამაზე - იქნებ რაც თქვენი ნაკლი გგონიათ, სინამდვილეში ძლიერი მხარეა?

image

image

image








13. Khoudia Diop და Lola Chuil


სენეგალელი ხოუდია დიოპი მსოფლიოში ყველაზე "მუქი ფერის" მოდელადაა მიჩნეული. თავისი კანის ფერის გამო, მას ზედმეტსახელად "მელანინის ქალღმერთი" შეარქვეს.

image



2017 წელს კი მეორე გოგონაც გახდა მოდელი ძალიან მუქი კანის ფერით. ლოლას უნიკალური სილამაზე აქვს, რომელსაც მისი კანის ფერიც უსმევს ხაზს. ის აშშ-ში ცხოვრობს და ამჟამად სტუდენტია. შავი ბრილიანტი!

image





რომელი მოდელი და ისტორია მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤








–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image


2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3. რა შეუძლია მაკიაჟს - 20 მაგალითი

image



0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0