x
მეტი
  • 19.09.2018
  • სტატია:80685
  • ვიდეო:333028
  • სურათი:438244
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2018 წლის მონაცემებით

ფორბსის მიხედვით მსოფლიოში 2208 მილიარდერი არსებობს, რომლებიც ჯამში 9, 1 ტრილიონ დოლარს ფლობენ. მათ შორის 259 -მა ახლახან მიიღო მილიარდერის სტატუსი. ამ ადამიანებმა ქონება თითქმის ყველანაირი სახის ბიზნესში დააგროვეს, დაწყებული საქორწინო კაბებიდან, დამთავრებული საბავშვო სათამაშოებით და ელექტრონული ავტომობილებით.

ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველი ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა :

10 - ლარი ელისონი -58, 5 მლრდ დოლარი-

image
ელისონი 1977 წელს პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე ფირმის Oracle-ს თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების მზარდ მოთხოვნაზე იყო გათვლილი. 2014 წელს მან დათმო Oracle-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი, თუმცა ჯერ ისევ რჩება საბჭოს თავმჯდომარედ და მთავარ ტექნოლოგიურ ექსპერტად. 2016 წელს ელისონმა 200 მილიონი დოლარი გასცა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტზე კიბოს სამკურნალო ცენტრის დასაფინანსებლად.

8-დეივიდ კოუქი -60 მლრდ image

კოუქის ინდუსტრიის ძირითადი კონტროლი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეორე ყველაზე დიდი კერძო ფირმაა, დეივიდ კოხის ხელშია ძმასთან ჩარლზთან ერთად. წარმოშობით კანზასის შტატიდან დღეს ნიუ იორკში ცხოვრობს და კოხის ინდუსტრიის ქიმიურ -ტექნოლოგიურ ჯგუფს მეთვალყურეობს. კოუქის ინდუსტრია, რომლის შემოსავლები 100 მილიარდს უტოლდება, ძირითადად მილსადენებზე, სასუქებზე, მუყაოს ჭიქებსა და ტუალეტის ქაღალდის წარმოებაზეა ორიენტირებული. დეივიდი ყველასთვის ცნობილი ფილანტროპია, ის აქტიურად აფინანსებს ნიუ იორკის ლინკოლნის და სლოუნის სახელობის კიბოს სამკურნალო ცენტრებს.

8- ჩარლზ კოუქი -60 მლრდimage

ძმის მსგავსად კოუქის ინდუსტრიის მფლობელი და ამავდროულად აღმასრულებელი დირექტორია 1967 წლიდან. ბიზნესს საფუძველი მამამისმა 1940 წელს ჩაუყარა, როდესაც დაუმუშავებელი ნავთობის ბენზინად გადაქცევის მეთოდი გააუმჯობესა.

დეივიდის ანალოგიურად ჩარლზი ფირმის აქციების 42 პროცენტს ფლობს. მათ 1983 წელს დანარჩენი ორი ძმისგან შეისყიდეს აქციები.

7- კარლოს სლიმი-67, 1 მლრდimage

მექსიკის უმდიდრესი ადამიანი ოჯახთან ერთად მართავს America Movil-ს, ლათინური ამერიკის უდიდეს ფიჭური კომუნიკაციების ფირმას.

სლიმმა უცხოელ პატრნიორებთან ერთად 1990 წელს Telmex-ის აქციები შეიძინა, მექსიკის მაშინდელი ერთადერთი სატელეფონო კომპანიის, რომელიც დღეს America Movil-ის ნაწილია. ის ასევე ფლობს წილებს მექსიკის სამთო მრეწველობაში, სამშენებლო და სამომხმარებლო საქონლის ბიზნესში და ეკუთვნის The New York Times-ის აქციების 17 პროცენტი.


6-ამანსიო ორტეგა -70 მლრდimage

ორტეგა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და მსოფლიოს უმდიდრესი საცალო მოვაჭრეა. მან ყოფილ მეუღლესთან როზალია მერასთან ერთად დაარსა Inditex, რომელიც ცნობილია თავისი Zara-ს მოდის ხაზით. ამით ის ერთგვარად პიონერი გახდა მზა ტანსაცმლის ინდუსტრიაში. ორტეგას კომპანიის დაახლოებით 60 პროცენტი ეკუთვნის. Inditex 8 ბრენდს მოიცავს, მათ შორის, Massimo Dutti-ს და Pull & Bear-ს, რაც რიცხობრივად მთელი მსოფლიო მასშტაბით 7500 მაღაზიას გულისხმობს. ორტეგა წლიურად ჩვეულებისამებრ 400 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს დივიდენდების სახით. მას ინვესტიციები უძრავი ქონების სახით ბარსელონაში, მადრიდში, ლონდონში, ჩიკაგოში, მაიამსა და ნიუ იორკში აქვს დაბანდებული .

5- მარკ ცუკერბერგი - 71 მლრდimage

ფეისბუქის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ცუკერბერგის ქონება მას შემდეგ გახდა თვალშისაცემი, რაც მისი სოციალური ქსელის აქციების ფასი საფონდო ბაზარზე ელვისისწრაფით გაიზარდა. მან 2004 წელს 19 წლის ასაკში შექმნა ფეისბუქი, მას შემდეგ რაც ჰარვარდი დატოვა. პროექტი დასაწყისში მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მათი სახელები მათსავე სახეებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ფეისბუქის აქციები ბაზარზე 2012 წლის მაისში გავიდა და თითქმის 17 პროცენტი მარკის საკუთრებაშია.

4-ბერნარდ ერნოლთი -72 მლრდimage

მსოფლიო მოდის ერთ-ერთი გამორჩეული კანონმდებელი, ბერნარდ არნოლტი 70 ბრენდისგან შემდგარ იმპერიას ზედამხედველობს, მათ შორის Louis Vuitton-ს და Sephora-ს. LVMH-ში მიღწეულმა სარეკორდო შედეგებმა და თითქმის მთლიანი Christian Dior-ის შესყიდვამ არნოლტის შემოსავალი სულ რაღაც ერთ წელიწადში 30, 5 მლრდ დოლარით გაზარდა.

3- უორენ ბაფეტი -84 მლრდimage

ცნობილი მეტსახელით “ომაჰას წინასწარმეტყველი’’, უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია. ის მართავს Berkshire Hathaway-ს, რომელიც 60 კომპანიაზე მეტს ფლობს, მათ შორის სადაზღვევო კომპანია Geico-ს, ელემენტების მწარმოებელ Duracell-ს და რესტორნების ქსელს Dairy Queen-ს. ამერიკის კონგრესმენის შვილმა უორენ ბაფეტმა სულ რაღაც 11 წლის ასაკში იყიდა პირველი აქცია და და 13 წლისამ პირველი გადასახადიც გადაიხადა. ქონების 99 პროცენტზე მეტს ქველმოქმედებას ახმარდა . დღეისთვის 32 მილიარდ დოლარამდე ამ გზით აქვს გაცემული. მეგობარ ბილ გეიტსთან ერთად 2010 წელს ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომელიც მილიარდერებს შემოწირულობებს საქველმოქმედო მიზნებისთვის სთხოვდა.

2-ბილ გეითსი - 90 მლრდimage

მეუღლესთან მელინდასთან ერთად ბილ გეითსი ხელმძღვანელობს მსოფლიოში უდიდეს კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციას. ეს უკანასკნელი სიცოცხლეების გადარჩენას და გლობალურად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება. გეითსმა მაიკროსოფტის თავისი აქციების უდიდესი ნაწილი გაყიდა ან უსასყიდლოდ გასცა. ამაჟამად ის აქციების მხოლოდ 1 პროცენტს ფლობს. თანხები ძირითადად შერეულ აქციებში და სხვა ტიპის აქტივებში აქვს დაბანდებული. ის ჯერ ისევ რჩება მაიკროსოფტის საბჭოს წევრად, რომელიც პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დააარსა. 2016 წელს გეითსმა 20 ადამიანთან ერთად 1 მილიარდის ღირებულების ინოვაციური ენერგიის საინვესტიციო ფონდის პროექტი დააანონსა.

1.ჯეფ ბეზოსი - 112 მლრდimage

ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი პირველი ადამიანია, რომელიც ფორბსის მსოფლიო მილიარდერების სიის სათავეში 100 მილიარდზე მეტი თანხით მოექცა.

ბეზოსი ამაზონის აქციების 16 პროცენტს ფლობს, რომელიც 1994 წელს სიეტლში, გარაჟში დააფუძნა. სწავლობდა პრინსტონში და მუშაობდა ფასიან ქაღალდების ფონდში მანამ, სანამ ყველაფერს მიატოვებდა და ელექტრონულად წიგნების გაყიდვას დაიწყებდა. მისი ერთ-ერთი გატაცება კოსმოსური მოგზაურობაა : ის ფლობს კოსმოსურ კომპანიას Blue Origin-ს, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებზე მუშაობს. ბეზოსის თქმით, მათ მომავალში მგზავრების გადაყვანა შეეძლებათ. ასევე მის საკუთრებაშია ვაშინგტონ პოსტი, რომელიც 2013 წელს 250 მილიონ დოლარად შეიძინა.

.

3
610
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
610
  
თვით ქართველმა მამა მარჩენალმა დაგიკომენტარა. ხოლოთ ნაწყენმა თავისი თავი რო ვერ ნახა სიაში :–)
პრეტენზიებით ფორბსთან გადაგამისამართებთ :დდ
10 მარტი, 0:16
ჩემი სახელი და გვარი ვერ ვნახე სიაში სამწუხაროდ :D
0 1 3