x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77926
  • ვიდეო:330671
  • სურათი:433820
დაბადების საათი მომავალს განსაზღვრავს. თქვენ რომელ საათზე დაიბადეთ?

image

პლანეტა, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტში დომინირებს, მის მომავალზე გავლენას ახდენს. განსაზღვრავს მის ხასიათს, ჩვევებს და ბედსაც კი.

image

ნუმეროლოგიაში დღე-ღამის მონაკვეთი თავის მხრივ პერიოდებად იყოფა. ერთი პერიოდი 2 საათს უდრის. სწორედ ამ მონაკვეთებში ახდენენ პლანეტები ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას. თუ ზუსტად იცით რომელ საათზე დაიბადეთ, შეგიძლიათ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ და დაბადების დროის მიხედვით თქვენს ჰოროსკოპი გაეცნოთ. მაშ ასე, დავიწყეთ:

1. 00:00 - 1:59 მერკურის დრო

image

რომაული მითოლოგიის მიხედვით, მერკური ვაჭრობისა და ქურდების მფარველად იყო მიჩნეული. ასტროლოგიაში მერკური გონებრივი მუშაობის, ურთიერთობების და ინტელექტუალური ენერგიის პლანეტადაა მიჩნეული. ადამიანები, მერკურის გამოხატული მფარველობით, თავისუფლად გამოდიან პუბლიკის წინ, ცეკვავენ, მღერიან. მერკურის ადამიანები ადვილად სწავლობენ და ამ პროცესისგან სიამოვნებას იღებენ. სწრაფად აზროვნებენ, ბუნებით მოძრავნი არიან და ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, იციან როგორ მიუდგნენ ადამიანებს და მოლაპარაკებაში წარმატებას იოლად აღწევენ.


2. 2:00- 3:59 ვენერას დრო

image

ვენერა-სილამაზის ქალღმერთი. ასტროლოგიაში პლანეტა ვენერა ესთეტიური გემოვნების განმსაზღვრელადაა მიჩნეული. ადამიანში მშვენიერების აღქმას და სილამაზით ტკბობის უნარს განსაზღვრავს.

ვენერას დროის ადამიანები ძალიან შრომისმოყვარენი არიან, რისი მეშვეობითაც თავის ყველაზე თამამ მიზნებსაც კი ადვილად აღწევენ და მზად არიან ამ მიზნის მისაღწევად მსხვერპლიც გაიღონ, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობაც კი.

მათ ნაკლად- შეიძლება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვლენილი სიხისტე ჩაითვალოს. ისინი არ ცნობენ ოპონენტის პოზიციებს, მიდრეკილნი არიან ცხოვრებასა და სამუშაოზე დომინანტობისკენ. ეს ადამიანები ერთგულნი არიან, ამ სიტყვის სრული გაგებით.


3.4:00 - 5:59 მარსის დრო

imageმარსი-იუპიტერისა და იუნონას ძე, ომის ღმერთი. ასტროლოგიაში მარსი კაცური აქტიურობის საწყისად ითვლება. განსაზღვრავს ადამიანის ნებისყოფას, სურვილს-იბრძოლოს და მისწრაფებას გამარჯვებისკენ.

მარსის მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს მტკიცე ხასიათი აქვთ. ლიდერობისკენ ისწრაფვიან და არ ცნობენ თავისუფლების არანაირ შეზღუდვას.

ამ აქტიურ ადამიანებს ყოველთვის აქვთ რაღაც მიზანი, რომლისკენაც მიდიან, დაბრკოლების მიუხედავად. სწორხაზოვნება ხშირად უშლით ხელს პირად ურთიერთობებში, რადგან მარსის ადამიანებს სიმართლის პირში თქმა უყვართ.


4.6:00 -7:59 ნეპტუნის დრო

image

ძველბერძნულ მითოლოგიაში ნეპტუნი ზღვების ღმერთად იყო მიჩნეული. ასტროლოგიაში კი მისტიკის, ფანტაზიის, ილუზიების, გრძნობების და თანაგრძნობის პლანეტად ითვლება. ამ მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს ფაქიზი ფსიქიკა და აღქმის უნარი აქვთ.

გულის კარნახით ცხოვრება-ამ ადამიანების დევიზია. მათ ქმედებებში ლოგიკის ძებნა უსარგებლოა. შინაგანად, ეს ადამიანები, ამოუცნობნი და საიდუმლოებით მოცულნი არიან და მათთვის უცხოა ამქვეყნიურ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.


5.8:00 -9:59 ურანის დრო

image

ურანი-ზეცის მპყრობელი და ძველბერძნული ღმერთების მშობელი. ასტროლოგიაში თანამედროვე მეცნიერებასთან დაკავშირებული მომავლის, გამომგონებლობის და ელექტრობის პლანეტად ითვლება. უეცარი მოსახვევების და მოულოდნელი შემთხვევების პლანეტაა. მისი გავლენის სფეროა ყველაფერი ახალი, ორიგინალური და უჩვეულო.

ურანის ადამიანები ბუნებით კომუნიკაბელურნი არიან.ვერ იტანენ მარტოობას, ბევრი მეგობარი ყავთ, რომლებთანაც სიამოვნებით ატარებენ დროს.ურთიერთობაში პირდაპირობის გამოჩენა უყვართ, სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათ კარგად არ იცნობენ.


6.10:00 -11:59 სატურნის დრო

image

რომაულ მითოლოგიაში სატურნი მიწათმოქმედების ღმერთად იყო მიჩნეული. ასტროლოგიაში ეს პლანეტა ადამიანის ღირებულებების ფორმირებაზე ახდენს გავლენას და გარესამყაროს შეფასების უნარს ავითარებს.

სატურნის მონაკვეთში დაბადებული ადამიანები კარიერისტები არიან. ლიდერობა მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. მათ აზრს აფასებენ და უსმენენ, მათი რისხვის კი-ეშინიათ. პირადი ცხოვრება შესაძლოა ვერ ააწყონ, რადგან მთელ დროს კარიერას უთმობენ.


7.12:00-13:59 იუპიტერის დრო

image

იუპიტერი-სინათლის, ჭექა-ქუხილის და ღმერთების მამაა. ასტროლოგიაში ეს პლანეტა სოციალურ კავშირებს და ადამიანის თავდაჯერებულობას განსაზღვრავს. ადამიანს ყოფიერების სისავსის შეგრძნებას, ექსპანსიურობისადმი სწრაფვას და შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას ანიჭებს.

იუპიტერის მონაკვეთში დაბადებულ ადამიანთა ბავშვობა და ახალგაზრდობა უზრუნველად გადის. სკოლაში საშუალო მოსწავლეები არიან.ლიდერობას არ ამჟღავნებენ. ახალი საქმიანობისადმი მიდრეკილება საკმაოდ გვიან ჩნდება და თავს ძლიერ ამჟღავნებს. ამ ადამიანებს ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლიათ. მოგზაურობა და სამყაროს შეცნობა-აი, რა მოსწონთ მათ.


8. 14:00 -15:59 პლუტონის დრო

image

პლუტონი რომაულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთად და მიწისქვეშეთის მბრძანებლად იყო მიჩნეული. ასტროლოგიაში კი ურთიერთგამომრიცხავი ფიგურაა. ერთის მხრივ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა ახალი, ხარისხიანი ცხოვრების დასაწყებად, მეორეს მხრივ კი-მტკივნეული ცვლილებები, ნგრევა და განადგურება მოაქვს.

ამ მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს დარწმუნების თანდაყოლილი უნარი აქვთ. მიზნისკენ გამოზომილად და დაგეგმილად მიიწევენ. თანდაყოლილი ქარიზმა აქვთ. პლუტონი “თავის" ადამიანებს ისეთი გარეგნობითაც აჯილდოებს, რომლის მიმართაც საწინააღმდეგო სქესი გულგრილი ვერ რჩება.


9. 16:00 -17:59 ვენერას დრო

image საღამოს ვენერა თავისი დროის მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს მგრძნობიარობით, სირბილით და ტაქტის გრძნობით ასაჩუქრებს. ამ ადამიანებს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა შეუძლიათ, რომანტიულები არინ და ყველაფერში იდეალიზმისკენ იხრებიან. მათი ცხოვრების მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნაა, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად იმედგაცრუება და მწარე რეალობით დამსხვრეული იდეალები ხვდებათ.


10.18:00 - 19:59 მერკურის დრო

imageსაღამოს მერკური თავისი დროის მონაკვეთში დაბადებულ ადამიანებს სიმტკიცით ასაჩუქრებს. ისინი მზად არიან ბოლომდე გაიტანონ ყველაფერი, დაბრკოლებების მიუხედავად. თუმცა, ის უკიდურესობები, რომელსაც მერკურის ადამიანები იჩენენ, ხშირად უშლით ხელს ცხოვრებით ტკბობაში. ისინი ხშირად ცდილობენ საკუთარი ნაცნობების პრობლემების მოგვარებას და ამ დროს საკუთარი პრიორიტეტები და პირადი ცხოვრება ავიწყდებათ.


11.20:00- 21:59 მზის დრო

image

ასტროლოგიაში მზე ჰოროსკოპის ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ის ადამიანის პიროვნულობის, ინდივიდუალობის სიმბოლოა. მზე თავის გავლენას ყველაზე მეტად ლომის ნიშანზე ახდენს, რომლის მფარველადაც ითვლება.

მწველი მზე ადამიანებს ვნებიანობას და მომხიბვლელობას ანიჭებს. ამ ადამიანებს ვარსკვლავური სენი სჭირთ, ცდილობენ ყველასგან გამორჩეულნი იყონ და ყურადღების მაქსიმუმი მიიპყრონ. მზის ადამიანები ბუნებით ლიდერები და მსახიობები არიან. ასეთი ადამიანები სიამოვნებას იღებენ როცა მათ აქებენ და მაშინაც კი, როცა დაუფარავად ეპირფერებიან.


12. 22:00 - 23:59 მთვარის დრო

imageმთვარე ქალურ საწყისს განასახიერებს, ადამიანის სულთან ასოცირდება, ინდივიდის ქვეცნობიერ სურვილებსა და მისწრაფებებს განასახიერებს.

მთვარის გავლენა მეტნაკლებად ქალებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს პლანეტა განსაზღვრავს მისწრაფებას ოჯახის შესაქმნელად, დიასახლისობისადმი და დედობრივ ინსტინქტსაც აღვივებს.

მთვარის ადამიანები გამოუცნობნი არიან, რომელთაც ძლიერ განვითარებული ინტუიცია აქვთ. როცა ადამიანებს ეხმარებიან, მადლიერებას და საპასუხო ქმედებასაც ელიან. ეს ადამიანთა იშვიათი კატეგორიაა, რომელთაც ზუსტად იციან რაც უნდათ.


0
444
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0