x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გვარამია ქეთა თოფურიას: „ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მოვუ@ყან დედა“
image
.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამჯერად რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს ქეთა თოფურიას უპირისპირდება და მას სამშობლოს მტერს უწოდებს. ის ამბობს, რომ მისი ტელეკომპანიის ეთერში ეს მომღერალი დაიბლოკება.
.
„პირდაპირ ვთქვათ - ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მოვუ@ყან დედა.“
.
გვარამიას გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეებს აპრილში დაგეგმილ საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
.
ამ ფაქტის შემდეგ ქეთა თოფურიას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი keti_one_official აღარ იძებნება. თუმცა წაშლამდე გავრცელდა კიდევ ერთი სქრინი, სადაც ქეთა თოფურია საყოველთაო აღშფოთებას კიდევ ერთი კომენტარით პასუხობს.
.
„ხალხნო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ, დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუტ@ნა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რო არ იცით დეტალები გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ რო ვიყო პოლიტიკისგან შორს. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა იმას რო წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის. ეხლავე გაგაგებინებთ რო ჩემი აზრით დღესვე სხვა რო აირჩიონ რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ გაერკვიეთ მაინც, ბლიად!“ -- წერს ქეთა თოფურიას ფბ გვერდი, რომელიც ამჯერად მიუწვდომელი არ არის, ამიტომ ეს ტექსტი რამდენად ეკუთვნის თავად მომღერალს, უცნობია. თუმცა ეს კომენტარი ინსტაგრამზეც გავრცელდა.
.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნიკა გვარამია და მარინა ბერიძე მომღერალ ნინო ჩხეიძესაც დაუპირისპირდნენ და მისი ნიჭი ეჭვქვეშ დააყენეს. ნინო ჩხეიძემ აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოხატა, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავი2-ს ქართული სიმღერის კონკურსი თავად შესთავაზა და გვარამიასგა უარი მიიღო, ახლა კი ამ პროექტს მისი ჩართულობის გარეშე ამზადებენ.
.
image
image
0
414
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0