x
რა არის ბედნიერება? - ქართველი ბავშვების ყველაზე გულწრფელი პასუხები
კითხვაზე „-რა არის ბედნიერება?“ ბავშვებმა ასეთი პასუხები გასცეს:

  • 2 წლის ბექა :
- როცა სამეცადინო არ მაქვს და მეგობრებთან ერთად ვარ.

  • 14 წლის შოთა :
- ჩემი ბედნიერება არის, როცა მთელი ოჯახი არის კარგად და ბედნიერად.

  • image11 წლის გიორგი :
-როცა ბულდოგი მეყოლება.

  • 7 წლის მარიამი:

- როცა მეგობარი მყავს.

  • 13 წლის გიორგი:
-ჩემი ოჯახის ბედნიერება არის ჩემი ბედნიერება.

  • 8 წლის თეკლა:
-დედიკო საჩუქრებს რომ მჩუქნის.

  • 12 წლის მათე:
- მე ბედნიერი ვარ როცა ტა

ძარს ვხატავ.

  • 6 წლის დავითი:
-დედიკო და სიყვარული.

  • 11 წლის ვაჩე:
-დედიკო და მამიკო.

  • 10 წლის ნია:
-პიკნიკი, ძაღლები და კიდე კატები.

  • 7 წლის მარიამი:
- ფერია რო ვიყო.

  • 14 წლის დემეტრე:
-გაკვეთილი რომ მიცდება უბედნიერესი ვარ.

  • 10 წლის ლუკა:
- დედა და მამა.

  • 9 წლის გიორგი:
მამასთან ერთად ფეხბურთის ყურება, დედა რო არაა სახლში.

  • 5 წლის ავთო:
- ჩემი ბაღის კლასელი სესილი.

16. გიორგი, ბოლო ბავშვი, რომლის პასუხმაც სული მატკინა, მისი პასუხის მოსმენის მერე გამოკითხვა შევწყვიტე და დავიწყე ფიქრი, რა გვევალება ჩვენ, მე, შენ, მას, ადამიანთა მოდგმას, „სახელმწიფოს“ როცა პატარა ბავშვები ქუჩაში იზრდებიან და თბილი ოთახი ენატრებათ, ოთახი და არა სახლი.

გიორგის პასუხი: „მე არ ვიცი, რა არის ბედნიერება..“ მერე თავი დახარა, დაფიქრდა და თქვა „-ალბათ თბილი ოთახი“..

საქართველოში ამგვარი ბავშვები უცნობი თემა არაა! ბავშვები, რომლებიც თავის გატანაზე ფიქრობენ და არა ბედნიერებაზე, რადგან მათ არც იციან რას ნიშნავს სიტყვა „ბედნიერება“.

ადამიანებს გვევალება ვიზრუნოთ ერთმანეთზე!

image

ვიზრუნოთ ბავშვებზე!

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:ხელო ვანი
ხელო ვანი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0