x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ემინემი - მითი თუ რეალობა
მისი ისტორია ზედმეტად დიდია ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში ჩასაწერად . ის რეპის ელვის პრესლია . მაიკლ ჯექსონისთვის კი მისი ისტორია სამაგალითო იქნებოდა ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყო . ჯექსონი მთელი ცხოვრება თეთრკანიანობაზე ოცნებობდა, ოცნება აისრულა, თუმცა როგორ დაამთავრა ყველამ ვიცით .

ის კი პირიქით ფიქრობდა, რომ კანის მუქი ფერი ყველა მის პრობლემას გადაჭრიდა, თუმცა მოგვიანებით ყველას დაუმტკიცა, რომ თეთრ ბიჭებსაც შეუძლიათ იყვნენ მაგრები .

image

1972 წლის 17 ოქტომბერი, მისურის შტატი ... ქვეყანას კიდევ ერთი გენიოსი მოევლინა . თუმცა მის დაბადებას არავინ აღუფრთოვანებია . თვითონ განსაჯეთ, მამამ ოჯახი მალევე მიატოვა, დედა კი, ნარკოტიკსა და ალკოჰოლს მიეძალა . მშობლებს შვილი ნაკლებად ადარდებდათ, მეტიც, მამისთვის მიწერილი წერილები პატარას გაუხსნელად უბრუნდებოდა უკან . მაშინ რა იცოდნენ, რომ ბიჭი, რომელიც სამჯერ ჩაიჭრა მეცხრე კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე, შემდეგში მსოფლიოში ახალ სიტყვას იტყოდა .


ამაზე არც უფროს მარშალ მეზერსს უფიქრია თავის დროზე შვილს რომ წერილებს უკან უბრუნებდა და არც დებრას, როცა პატარა მარშალ ბრიუს მაზერსს III-ს აქტივობის დამთრგუნველი აბებით ჭყიპავდა . . .
და მაინც, გავიდა დრო, გადაიარა გაჭირვებამ და ყველას თავისი "მიეზღო", როცა მარშალი სცენაზე ავიდა ჯერ Slim Shade-ის და შემდეგში უკვე სკანდალური Eminem-ის სახელით .

თავიდან ყველა შოკში ჩააგდო მისმა გამოჩენამ, სიმღერის ტექსტები გაჯერებული იყო ძალადობითა და ბილწი სიტყვებით, ემინემი საჯაროდ ყვებოდა ტაბუდადებულ თემებზე, მისგან საოცარი აგრესია მოდიოდა . ის თავის ტექსტებში მიწასთან ასწორებდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ოდესმე რაიმე სახის ზიანი მიუყენებია მარშალისთვის . სიმღერები "Kim", "Brain Damage", "Cleaning Out My Closet", ემმა, შესაბამისად, თავის ცოლს, ყოფილ თანაკლასელს და დედამისს მიუძღვნა "დიდი სიყვარულით " . მისი ტექსტები, გაჯერებული ცინიზმითა და ქილიკით, ყველას და ყველაფერს მოედო, გეებს, ლესბოებს, სხვა სელებრითებს და ა.შ.
- " იმაზე ვმღერი, რაც მაწუხებს . " - აცხადებდა მომღერალი . - " მუსიკა ჩემი საუკეთესო ფსიქოანალიტიკოსია . "

image

და მართლაც, მისი სიმღერის ტექსტები დღიურს წააგავს . როცა ზიხარ და საკუთარ მოგონებებს ფურცელზე აშიშვლებ . თუმცა მარტო ცუდი მოგონებები როდი ჰქონია ემს . მისი შვილი, ჰეილი ჯეიდი, არაერთხელ გამხდარა მამის მუზა და არაერთი სიმღერა მიუძღვნა ემმა მისთვის ყველაზე ძვირფას არსებას მსოფლიოში .
image

მერე იყო საოცარი დეპრესია, წარუმატებელი ეტაპები, ვიკოდინი, ვალიუმი და ბოლოს გზა ხანგრძლივი რეაბილიტაციისკენ, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ემინემი, ფანებისთვის ეს ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი, ფენიქსივით აღსდგა საკუთარი ფერფლიდან.
ის დაბრუნდა, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მეგობრებს, ფანებს და მსოფლიოს ახალი შედევრები შესთავაზა : "Beautiful", " Not Afraid", " Space Bound ", " Love The Way U Lie " და არა მარტო . . .
თუ ადრე ემის ტექსტები სატირითა და აგრესიით იყო გაჯერებული დღეს მათში აღიარებულ წარსულ შეცდომებს ვხვდებით .

ემი ერთადერთია, ვინც შეძლო "ბოროტის" დამარცხება (My Darling), ვინც შეძლო და წუმპეს თავი დააღწია . დღეს კი, დახმარების ხელს სხვებსაც უწვდის : " ჩამკიდეთ ხელი, ერთად გადავლახოთ ქარტეხილები . ნუ დაივიწყებთ, რომ გასაჭირში მარტო არა ხართ ! " (Not Afraid)

image

14
1156
12-ს მოსწონს
ავტორი:ჰიჰუ
ჰიჰუ
1156
  
2013, 21 იანვარი, 12:01
უგენიალურესია ეს ადამიანი.... მიუხედავად იმ პრიზებისა, რაც მას მიუღია კიდევ ბოლომდე არ არის დაფასებული ....
2012, 4 ივლისი, 20:48
ძაან მაგარი ადამიანი, უდიდესი შინაგანი ენერგია გჭირდება რომ ის გააკეთო რასაც ემინემი აკეთებს, ჯერ საკუთარ თავში უნდა გადალახო უამრავი დაბრკოლება და მერე ეს რეალურად აქციო. მაგარი ადამიანია!
2012, 2 ივლისი, 18:17
+1
2012, 2 ივლისი, 15:40
აუ ეხლა ავტვირთე ბიგრაფიული არაა მაგრამ მაგარი კლიპია რაhttp://intermedia.ge/vid/66536-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/
2012, 2 ივლისი, 15:11
8 მილი მაქვს ნანახი და კომპშIც მაქვს,, ხო ბიოგრაფიულები პატარა თუ გაქვს გაასწორებდა
2012, 2 ივლისი, 15:09
ისე გამახსენდა კონო მაქვს 8 მილი აქ რაც წერია ტიტქმის იგივეა ქართულად მაგრამ მაგარი ბანძი ინტერნეტი მაქვს და არა მგონია დღეს მორჩეს ატვირთვას
2012, 2 ივლისი, 15:08
ბიგრაფიულო არა კონცერტებზე ნაღერი და რაღაცა ეგეთები მაქვს
2012, 2 ივლისი, 14:57
ბიოგრაფიული თუ გაქვს დადევი ვნახავ
2012, 2 ივლისი, 14:51
ემინემზე მაგარი ვიდეოები მაქ თუ გინდა დავდეფ
2012, 2 ივლისი, 14:25
რა მითი რას ამბობთ ჩემი კაცი ლეგენდაა იმენნა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10