x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83670
  • ვიდეო:334467
  • სურათი:441719
საბჭოთა სპორტული ავტომობილები

image

ყველა ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ავტოინდუტრია გააჩნდა, პარალელურად ქმნიდა სპორტულ-სარბოლო ავტომობილებს. არც საბჭოთა კავშირი იყო გამონაკლისი.

1) სარბოლო -ГАЗ-ი-პირველი ავტორბოლა გაიმართა 1937 წელს კიევის მახლობლად, სადაც ავტომოყვარულების მიერГАЗ-А ბაზაზე აწყობილი ავტომობილები მონაწილობდა.

image

2)ЗИС-101А-Спорт-1938 წელს მოსკოვის სტალინის სახელობის ქარხანაში აწყობილი ავტომობილი საკმაოდ მძიმე გამოდგა, სიჩქარეც გათვალისწინებული იყო 180 კმ/სთ-ში, თუმცა 162-ზე მეტი ვერ "გაქაჩა", სამაგიეროდ მისი ფუტურისტული დიზაინი ძალიან მოეწონა საბჭოთა ელიტას.დღესდღეობით ამ ავტომობილის ეგზეპლარი არაა შემორჩენილი, სავარაუდოდ ომის დაწყების შემდეგ გაანადგურდა ქარხნის ევაკუაციის დროს.

image

3)ГАЗ Торпедо-(1951წ)სრულიად ორიგინალური ავტომობილი, წვეთის ფორმის, რომელიც მთლიანად საავიაციო მასალებისგან დამზადდა გორკის სახელობის ავტოქარხანში.იწონიდა 1, 1 ტონას.ტრეკზე მაქსიმალური სიჩქარე 201 კმ/სთ. განავითარა.

image

4) ГАЗ-ТР -მსოფლიოში პირველი ტურბორეაქტიული ავტომობილი, რომელიც 1954 წელს დამზადდა ავიაგამანადგურებელის МиГ-17-ის ბაზაზე.სიმძლავრე 1000ც/ძ.მაქსიმალური სიჩქარე 700 კმ.სთ-ში, ეს ავტომობილი გათვალისიწნებული იყო მსოფლიო რეკორდისთვის და დაამყარა კიდეც, თუმცა FIA(ავტომობილების საერთაშორისო ფედერაცია)მხოლოდ 1964 წლიდან დაიწყო მსგავსი ტიპის ავტომობილების რეკორდების დაფიქსირება.

image

5) ЗИС-112 -ლიხაჩოვის სახელობის ქარხნის პირველი სპორტული ავტომობილი, რომელიც 1951 წელს დამზადდა და რომელსაც დიზაინის გამო მეტსახელი "ცალთვალა" და "ციკლოპი" შეარქვეს, ავტომობილი საკმაოდ მძიმე გამოდგა 2, 5-ტონა, თუმცა მაინც 210 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებდა.მოგვიანებით, 1957 წელს გამოვიდა მოდიფიცირებული ЗИЛ-112/4 და 112/5, სადაც სიჩქარე 250 კმ/სთ-მდე იყო გაზრდილი და რომელმაც მრავალგზის გაიმარჯვა ქვეყნის ჩემპიონატზე.

image

imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები

image

0
224
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0