სხვა გაიგეთ რა მოსდის ორგანიზმს ექსტრემალურად მაღალი და დაბალი ტემპერატურის დროს 2018, 27 თებერვალი, 16:00
ყველამ იცის, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურაა 36, 6 °C, ხოლო 39 °C კი ცუდია. თუ დაფიქრებულხართ, რა ხდება ორგანიზმში მაშინ, თუ თერმომეტრი უფრო დაბალ ან მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებს?
ნორმალური ტემპერატურა -35, 5–37 °C დღის განმავლობაში ჩვენი სხეულის ტემპერატურა 35, 5 °C-დან (დილით) 37, 0 °C-მდე (საღამოს) მერყეობს. ასეთი მერყეობა მზის დღე-ღამური ციკლით აიხსნება. ამ პროცესზე უშუალო ზემოქმედება თქვენ არ შეგიძლიათ. ქალის სხეული ტემპერატურა მამაკაცისაზე 0, 5°C-ით მეტია. ხანგრძლივი 37, 1–38, 0 °C მომატებული ტემპერატურა 37, 1–38, 0 °C-ის ფარგლებში, რომელიც ხანგრძლივად გიფიქსირდებათ, თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს. ამიტომ, მსგავსი შემთხვევის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ასეთი ტემპერატურა მხოლოდ მოკლე დროით დაფიქსირდა, სანერვიულო არაფერი გაქვთ. მაღალი-38—41°C ტემპერატურის ასეთი მატება ბევრისთვის საშინელ დაავადებასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, ასეთი ტემპერატურის დროს მიკრობების დიდი უმრავლესობა იღუპება. ამ დროს იმუნური სისტემა სწრაფად მუშაობს, სისხლში ანტისხეულები გამომუშავდებიან, რომლებიც ვირუსს ებრძვიან. ამავე დროს ირთვება კუნთების მსუბუქი კანკალი, რაც სითბოს ორგანიზმის შიგნით ინარჩუნებს. თუ ასეთ მდგომარეობაში დაგცხათ, ეს უკვე მეორე ფაზაზე მიუთითებს-ტემპერატურა კლებას იწყებს. ასე რომ, მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის ბრძოლაა გადასარჩენად. ეს, რათქმაუნდა ცუდი არაა, მაგრამ უმოქმედობაც არ შეიძლება. ექსტრემალური-42–43 °C 42 °C-ზე ცილების დაშლის შეუქცევადი პროცესი იწყება.43 °C-ზე კი ცილების და თავის ტვინის ნეირონების დენატურაცია ხდება, რაც გარანტირებულ ლეტალურ შედეგს იწვევს. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ტემპერატურამ ამ დონემდე არ მიაღწიოს. სახიფათო 30–35 °C 30-დან 35 °C-მდე ტემპერატურა ან ძლიერ გადაღლაზე მიუთითებს, ან სერიოზულ დაავადებაზე. სხეულის ნორმალური ტემპერატურის მცირედით დაწევაც კი, ადამიანში ციებას, კანკალს იწვევს, სისხლძარღვები ვიწროვდება.33 °C-ზე ორგანიზმში მიმდინარე გაცვლითი პროცესები ნელდება. კატასტროფული 29, 5 °C ამ ტემპერატურაზე, ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება ეცემა. ნელდება სისხლის მიმოქცევა. ადამიანები გონებას კარგავენ. და უკანასკნელი 26, 5 °C ამ ტემპერატურის ქვემოთ სისხლი თრომბების წარმოქმნას იწყებს, რაც ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ორგანოებისთვის და შედეგად ადამიანი იღუპება. 267 1-ს მოსწონს 1-ს არა
|