x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
აირჩიეთ ალქიმიური ნიშანი და გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს სულს
ალქიმიური სიმბოლოები დიდ საიდუმლოებებს მალავენ. ხშირად, როცა სიმბოლოს ვირჩევთ, ამას გაუცნობიერებლად როდი ვაკეთებთ.ჩვენი ქვეცნობიერი იმ დაფარულ აზრს კითხულობს, რაც სიმბოლოშია ჩადებული.

მაშ ასე, იმისთვის, რომ საიდუმლო ამოვხსნათ, აუცილებელია სურათზე ერთი სიმბოლო ამოირჩიოთ, ბევრი ფიქრის გარეშე, ის, რომელსაც გული გიკარნახებთ.

imageახლა კი გაეცანით სიმბოლოს მნიშვნელობას და გაიგეთ უფრო მეტი თქვენი შინაგანი სამყაროს შესახებ:

1. ლომი


მზის ეს სიმბოლო-შინაგანი ძალის მთავარი წყაროა. ის აღზევებისა და დომინირების სურვილზე მიანიშნებს. უფრო ხშირად ეს ნიშნავს, რომ ბედის გაკონტროლება გსურთ. ფრთხილად, ბედს ეს არ უყვარს.

თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, დიდი ალბათობით იმის მიტოვება მოგიხდებათ, რაზეც დიდხანს მუშაობდით. თქვენ მასზე დიდი დრო და ენერგია დახარჯეთ და ახლა თავს ხაფანგში გრძნობთ. სადღაც, სულის სიღრმეში რაღაცის შეცვლა და ახალი გზით წასვლა გწყურიათ.

კარგად დაფიქრდით, რამდენად გაღიზიანებთ ახლანდელი მდგომარეობა და რამდენად ძლიერად გინდათ მისი შეცვლა? ნუ იღელვებთ, წარმატების მიღწევას და ბედთან მოლაპარაკებას შეძლებთ.

image

2.ქვიშის საათი

ეს სიმბოლო გარდაუვალს და დროის ცირკულაციას განასახიერებს. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ დროის ხაფანგში მოხვდით. ყველაზე სარწმუნოა, რომ წარსულში მტკივნეული მოვლენა მოხდა, რომელმაც თქვენთვის დრო გააჩერა.თქვენ წარსულში იძირებით.

რჩევა მხოლოდ ასეთი შეგვიძლია მოგცეთ-გაუშვით წარსული, სხვაგვარად გზის გაგრძელებას ვერ შეძლებთ. გაყევით დროის დინებას. იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, კარმა გაიწმინდეთ. შეეცადეთ იცხოვროთ დღევანდელი დღით, ირწმუნეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ, რომ დრო თქვენი მეგობარია. როცა თქვენ თავზე გაიმარჯვებთ-ყველაფერი მოგვარდება.

image

3.მთვარე

ეს სიმბოლო ემოციების ძალას და დაფარულ ჭეშმარიტებებს ფარავს. თუ ის აირჩიეთ-თქვენს გულში ბრძოლაა, რაღაც გაწუხებთ და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ.ამის გამო ძილი და მოსვენება გაქვთ დაკარგული. რა გაწუხებთ?

ნებისმიერ შემთხვევაში ამის მიზეზს ლაგამი უნდა ამოსდოთ.თქვენს სულს მოსვენება სურს, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ დაფარულ ემოციებს გარეთ გამოიტანთ. ისწავლეთ გრძნობების გამოხატვა და თქვენი გულიც დამშვიდდება.

image

4.გასაღები

ეს სიმბოლო თქვენი შეხედულებაა საკუთარ ცხოვრებაზე. თქვენს სულს კითხვებზე პასუხები სწყურია. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ აქამდე უდავო დოგმებს. სასოწარკვეთილი ეძებთ პასუხებს და შესაძლოა ძალები უკვე გელევათ.

ის, რომ გასაღები აირჩიეთ-ზეგარდმო ნიშანია. ის თქვენს სურვილს ასახავს: აღმოაჩინოთ ახალი ჰორიზონტები და გააფართოვოთ საზღვრები. ასე იმოქმედეთ! გამონახეთ დრო მოგზაურობისთვის, ეს თქვენს ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებს და ნაცნობობას შემოიტანს. იპოვეთ პასუხები იმაზე, რაც გაღელვებთ.

image

5.ფატიმას ხელი

ეს სიმბოლო თქვენი ქვეცნობიერი სურვილია თავი დაიცვათ ბოროტი ძალების გავლენისგან. შესაძლოა თქვენ თვალი გაქვთ აღებული. ეს საფრთხეს გიქადით.

ფატიმას ხელი მიანიშნებს, რომ თავის დაღწევა ნებისმიერი ხაფანგიდანაა შესაძლებელი და ხსნა ჩვენს ხელთაა. შესაძლოა, თავად მოიმწყვდიეთ საკუთარი თავი შინაგან ხაფანგში და მხოლოდ მიტევება გაგათავისუფლებთ. მიუტევეთ საკუთარ თავს ყველაფერი, სისუსტეც, და მაშინ ყველაფერი დალაგდება.

გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, დასვენებისთვის და დახარჯული ენერგიის აღსადგენად. შეეცადეთ დაიცვათ თავი არაკეთილისმსურველთა გავლენისგან.

image

0
461
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0