x
მეტი
  • 16.08.2018
  • სტატია:79482
  • ვიდეო:332236
  • სურათი:436680
თუ ხშირად გიწევთ პლასტიკური ბარათით გადახდა, თქვენი ანგარიში საფრთხეშია! - აუცილებლად დააკვირდით ამას!

image

ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ფინანსური თაღლითობების მსხვერპლი. დამნაშავეები სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ხსნიან თანხას მსხვერპლთა საბაკო ანგარიშებიდან მსხვერპლისავე პლასტიკური ბარათებით (სკიმინგი). თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რიგითი ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიაში ანგარიშსწორებას პლასტიკური ბარათით ახდენს.


საბარათე ტერმინალების მწარმოებელმა, კომპანია Ingenico-მ გამოუშვა სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სკიმინგის ამოცნობა სტანდარტულ საბარათე ტერმინალებში (Ingenico iSC250). კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნობა ყველა, ვინც ბარათით სარგებლობს, რათა დაზღვეული იყოს აღნიშნული თაღლითობისგან.


ტერმინალი სკიმერით შესამჩნევად დიდი ზომისაა.


imageimage

იმისათვის, რომ სკიმერის მოწყობილობა შეესაბამებოდეს ტერმინალს, იგი გაცილებით უფრო განიერი და გრძელი უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ტერმინალი. ამიტომ სკიმერის მქონე ტერმინალი ჩვეულებრივთან შედარებით შესამჩნევად დიდია. ეს არის ძირითადი მახასიათებელი, რომლითაც შეიძლება თაღლითური აპარატის ამოცნობა.


არ აქვს განათება კლავიატურის ველზე


image


სკიმერი, რომელიც თაღლითებს შეუძლიათ ძალიან სწრაფად მიამაგრონ საბარათე ტერმინალზე, ახდენს PIN კოდის შესაყვანი კლავატურის განათების ბლოკირებას.


იბლოკება მწვანე ინდიკატორი


image

სკიმერის მოწყობილობა ასევე ბლოკავს მწვანე ინდიკარტორს, რომელიც ინთება უკონტაქტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრისას.


ხშირია მუშაობისას შეფერხებები


არის შემთხვევები, როცა სკიმერის კონსტრუქცია ხელს უშლის მაგნიტურ ზოლს მონაცემთა მიღებაში. ეს იწვევს ბარათის წაკითხვაში შეფერხებებს და შესამჩნევად ანელებს მოწყობილობის ჩვეული მუშაობის რეჟიმს. ამიტომ, სკიმერის მქონე ტერმინალი შეიძლება, ჩვეულებრივთან შედარებით ნელა მუშაობდეს.


არ ემაგრება სტილუსი


image

ყველა სალარო ტერმინალს აქვს მიმაგრებული სტილუსი, რომელსაც კლიენტები იყენებენ ხელის მოსაწერად. სკიმერის დადების შემდეგ, აღნიშნული სტილუსი ნორმალურად ვეღარ მაგრდება.

როგორ დავიცვათ ჩვენი ფული


1. თაღლითებისგან თავდაცვის ყველაზე სანდო ხერხია ცალკე სადებეტო ბარათის გახსნა. ეს ანგარიში შეგიძლიათ შეავსოთ ხოლმე მხოლოდ მოცემულ მომენტში აუცილებელი თანხით.

2. ჩართეთ სმს-ბანკინგი, რათა სწრაფად მოახდინოთ რეაგირება თანხის თაღლითური მოხსნის შემთხვევაში.

3. დაადგინეთ ზღვარი. შეზრუდეთ ინტერნეტ-ბანკში ნაღდი ფულის გაცემა. ამგვარად, თაღლითები ვერ შეძლებენ მთელი თანხის ერთბაშად მოხსნას.

4. თუ დაკარგეთ ბარათი ან თუ გაქვთ ეჭვი, რომ არასასურველმა პირებმა გაიგეს მისი რეკვიზიტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბანკს და დაბლოკეთ ბარათი.

5. ასევე კარგი იქნება, თუ ბანკში დააზღვევთ თქვენს ბარათს. ბევრ ბანკს დღეს გააჩნია თაღლითებისგან კლიენტთა დაცვის სპეციალური პროგრამები და დაზღვევის შემთხვევაში თაღლითების მიერ მოპარულ თანხას ბანკი გინაზღაურებთ.

6. მაღაზიაში ბარათით გადახდისას თვალყური ადევნეთ, რომ მაღაზიის თანამშრომელმა ბარათი სადმე არ გაიტანოს. თუ გადახდა კაფეში გიწევთ, არ მისცეთ ნება ოფიციანტს გაიტანოს თქვენი ბარათი, რადგან შესაძლოა სკიმერის საშუალებით მოიპაროს საბარათე ინფორმაცია. მოითხოვეთ, რომ ანგარიშსწორება მოხდეს თქვენს თვალწინ.

7. ბარათით გადახდის შემდეგ ყურადღებით შეამოწმეთ ჩეკი - ველი, რომელშიც საბოლოო გადახდილი თანხა უნდა ეწეროს, არ უნდა იყოს ცარიელი.


თუმცა თაღლითებისგან არც უსაფრთხო ტერმინალის შემთხვევაში ვართ დაზღვეული, რადგან არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ უცხო პირმა ჩვენი პინ-კოდი გაიგოს.


image

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყველგან, სადაც ტერმინალში ჩვენი ბარათის პინი შეგვყავს, რადგან უკვე არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სმარტფონს უერთდება და საშუალებას იძლევა ამოიცნოს ადამიანის სხეულისგან მომავალი სითბური ტალღები. კოდის აკრეფის შემდეგ ტერმინალის კლავიშებზე რჩება ჩვენი თითების სითბო, რაც საშუალებას აძლევს სმარტფონისა და ახალი მოწყობილობის მფლობელს, განსაზღვროს აკრეფილი კომბინაცია.

დაწვრილებით ამ პროცესს შეგიძლიათ ვიდეოში გაეცნოთ.




რაც შეეხება თავდაცვას, ეს ძალიან მარტივია: პინ-კოდის აკრეფისას მეორე ხელის თითები დაადეთ მეზობელ კლავიშებს. ეს შეცდომაში შეიყვანს პოტენციურ ბოროტმოქმედს და თქვენც უფრო უსაფრთხოდ იქნებით.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


2. როგორია მინიმალური ხელფასი სხვადასხვა ქვეყნებში - ბევრი მართლა გაგაკვირვებთ!image


3. გაიგეთ, როგორ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას დაბადების თარიღის მიხედვითimage


4. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


5. როგორ მივიღოთ უფასო მობილური ინტერნეტი - მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდაimage


6. იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!image


7. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!image

0
377
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0