საზოგადოება ორი ბოთლი შამპანიური - 720 ლარად, ინდოელი ტურისტებისთვის 2018, 19 თებერვალი, 16:45 სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი არ ცხრება ტურისტებისთვის არარეალურად დიდი თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ასეთი ფაქტები თბილისში ზედმეტად ხშირად ფიქსირდება. ამჯერად ფეისბუქ მომხმარებელი ქრისტინე კანდელაკი კონკრეტულ ბარზე საუბრობს და მტკიცებულებად გადახდის ჩეკს აქვეყნებს, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ ორი ბოთლი შამპანიური 720 ლარი დაჯდა. „მოკლედ, ბევრი ძიების და გამოკითხვის მერე ჩვენმა სტუმრებმა გვითხრეს, რომ იყვნენ რომელიღაც სტრიპტიზ ბარში, sky girl ჰქვია. ხოდა ესეც ჩვენი სქაი. ალბათ მსგავს ადგილებში ხშირად ხდება ესე. რაც ასევე მიუღებელია. ავლაბრის Sky Bar აქ არაფერ შუაშია. სქაის ხსენებაზე მეც და ძალიან ბევრს ავლაბრის სქაი გაგვახსენდა, მაგრამ ტყუილა ნუ დავადანაშაულებთ. ერთს აღვნიშნავ სქაი ბარზე. მისი წარმომადგენელი BeQa Khujadze მესაუბრა, ჩვეულებრივ, ადამიანურად, რასაც ვერ ვიტყვი მის სხვა თანამშრომლებზე. მათმა ტონმა როგორც მომხმარებელი ძალიან გამაბრაზა. მასე მერე რაც გავარკვიეთ რომ ავლაბრის სქაი არაფერ შუაშია ვწერ ამ პოსტს. ჩეკს მაინც დავდებ მათთვის ვინც Sky Girls ში აპირებთ გასეირნებას, “ - წერს კანდელაკი. 450 შეფასება არ არის
|