x
დასწავლის ფსიქოლოგიური სახეობები
image


დასწავლა განიმარტება, როგორც ქცევის მუდმივი ცვლილება გამოწვეული გამოცდილებით.

ადრეული მკვლევრები როგორიცაა, პავლოვი თორნადაიკი, უოტსონიდა სკინერი დასწავლას განმარტავდნენ, როგორც გარეგან სტიმულსა და მასზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას შორის ურთიერთკავშირს.მოგვიანებით, ფსიქოლოგიაში კოგნიტურმა რევოლუციამ დასაბამი მისცა დასვწავლის განსაზღვრას, როგორც ცოდნის მუდმივ ცვლილებას გამოწვეული გამოცდილებით.კლასიკური განპირობების დროს ორგანიზმი მოლოდინებს აყალიბებს ამა თუ იმ მოვლენის სავარაუდო შედეგების შესახებ, ხოლო ინსტრუმენტული განპირობების დროს ორგანიზმი მოლოდინებს აყალიბებს საკუთარი ქცევის სავარაუდო შედეგების შესახებ.

კიდევ ერთი დასწავლის ტიპი არჭერა ბანდურამ-სოციალური დასწავლა ცნობილი როგორც კომპენსატორული და სამეთვალყურეო დასწავლა, რომლის დროსაც ინდივიდი ცოდნას იძენს სხვების ქცევაზე დაკვირვებით, როსიალური დასწავლისორი სახე არსებობეს: მაგალითის მეშვეობით და მოდელირებით ადასწავლა.


დასწავლის ეს ტიპები აქცეენტს აკეთებენ ადამიანის აქტიურ და არა პასიურ ჩართულობაზე დასწავლის პროცესში, ამ დროს ჩართულია ცნობიერებაც. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ცნობიერების გარეშე ხდება დასწავლა, მაგალითად ზღვის მოლუსკ აპლიუსიას შეუძლია დასწავლა მიუხედავად იმისა რომ მას ალბათ არ ქაცს საკმარისი ნეირონები ცნობიერებისთვის, გარდა ამისა ადამიანებშიც არსებობს არაცნობიერი დასწავლის მტკიცებულებები.

იმპლიციტური დასწავლა

იმპლიციტური დასწავლის ცნება ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში უფრო ადრე გამოჩნდა ვიდრე იმპლიციტური მეხსიერება.1967 წელს გამოქვეყნებულ თავდაპირველ ექსპერიმენტში, რებერი ცდისპირებს თხოვდა დაემახსოვრებინთ ასო-ბგერების მწკრივებუ, რომლებიც შექმნილი იყო მარკოვის ხელოვნური გრამატიკით, წესების მითითებით თუ რომელი ასობგერა რის შემდეგ შეიძლება მოდიოდეს მწკრივში, ტესტირების დროს ცდისპირები უფრო ადვილად იმახსოვრებდნენ გრამატიკულ მწკრივებს ვიდრე სხვა შემთხვევით მწკრივებს, რაც მიუთითებს იმაზე რომ დასწავლაზე დიდი გავლენა მოახდინა გრამატიკამ, გარდა ამისა, როცა მათ ახალი მწკრივები წარუდგინეს მათ შეეძლოთ გამოერჩიათ გრამატიკული მწკრივები არაგრამატიკულისგან, ცდისპირებმა დაისწავლეს გრამატიკა თუმცა არ შეეძლოთ ამ წესების აღწერა.

იგივე შედეგები მიიღეს ამნეზიით დაავადებულ ცდისპირებში, ჯანმრთელი ადამიანების მსგავსად მათაც გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ხელოვნური გრამატიკის დასწავლით.

ხანდახან, იმპლიციტური დასწავლის მტკიცებულებები მიიჩნევა, როგორც იმპლიციტური მეხსიერების მტკიცებულებები, მაგრამ იმპლიციტური მეხსიერება ვიწროდაა შეზღუდული უშუალოდ დასწავლის ეპიზოდით, მაშინ როცა იმპლიციტური დასწავლა მოიცავს ამ ეპიზოდისას მიღებულ ცოდნას.1911 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში აღწერილ იყო ამნეზიის მქონე პაციენტი, რომელსაც დაავიწყდა თუ როგორ უჩხვლიტეს მას ქინძისთავი ხელის ჩამორთმევის დროს.მაგრამ მას ცნობიერად ახსოვდა რომ ხანდახან ადამიანები ხელში ქინძისთავს მალავენ.ამ პაციენტს გაცნობიერებული ქონდა რა ისწავლა, მაგრამ არ იცის სად და როგორ მიიღო ეს ცოდნა.

იმპლიციტური დასწავლის სახეები:

ცნებები-როცა ცდისპირები სწავლობენ ამოიცნობ ახალი ცნების ნიმუშები, მაგრამ არშეუძლიათ თითონ ცნებისთვის დამახასიათებელი ნიშნების ცნობიერად განსაზღვრა.

კოოპერაციის გამოვლენა-როცა ცდისპირები ამყარებენ ასოციაციურ კავშირებს ორ ცვლადს შორის მაგრამ ვერ აცნობიერებენ რატომ აქვთ ასეთი ასოციაციები.

თანმიმდევრობითი დასწავლა-როცა ცდისპირები სწავლობენ სტიმულის გამოჩენის თანმიმდევრობას, მაგრამ არ შეუძლიათ ამ თანმიმდევრობის დასახელება.

რა ისწავლება იმპლიციტური დასწავლისას?

ლედ კოჰენმა და სქუაიერმა წამოაყენეს წინადადება, რომ ამნეზია არღვევს დეკლარაციულ მეხსიერებას (ვიცი, რომ) მაგრამ არ ეხება პროცედურულ მეხსიერებას (ვიცი, როგორ).მართლაც, ზოგიერთი მოტორული უნარი ემყარება თუ მაშინ პრინციპს თუმცა საერთოდაც არაა ნათელი, რომ იმპლიციტური დასწავლის ყველა ფორმა პროცედურული ხასიათისაა.მაგალითად ცხადია რომ ამნეზიის მქონე პაციენტებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი კონცეპტუალური ცოდნა ამნეზიის დროს, ცოდნა რომელიც ჩვეულებრივ წარმოდგენილი იქნებოდა დეკლარაციული მეხსიერებისთვის დამახასიათებელ ფორმატში.

ამ მხრივ, ხელოვნური გრამატიკის სწავლა საინტერესო შემთხვევაა, მარკოვის პროცესის გრამატიკის განსაზღვრულ მდგომარეობას შეუძლი იქცეს შედეგების სისტემად.თუ პირველი ასო არის P შემდეგი ასოები უნდა იყოს თ ან V, თუ პირველი ასოა თ, მაშინ შემდეგი ასო შეიძლება იყოს ს ან X და ა.შ.

მეორეს მხრივ სუბიექტები იმახსოვრებენ გრამატიკულ მწკრივებს პროტოტიპების ფორმით და როცა ამოცანის გადაჭრა უხდებათ, ისინი ტესტის ნიმუშებს ადარებენ სწორედ ამ შენახულ პროტოტიპებს.

იმპლიციტური დასწავლით მიღებული არაცნობიერი ცოდნა უფრო მეტად ჰგავს დეკლარაციულ ცოდნას ვიდრე პროცედურულს.

არის თუ არა იმპლიციტური დასწავლა ნამდვილად არაცნობიერი?

იმპლიციტური დასწავლა განსხვავებულია შემთხვევითი დასწავლისგან, სადაც ცოდნა შეძენილია ინსტრუქციის ან სწავლის განზრახვის გარეშე, მაგრამ პიროვნება ცნობიერად იგებს თუ რა ისწავლა მან.

რთული საქმეა იმპლიციტური დასწავლის არაცნობიერისთვის მიწერა.მხოლოდ ის რომ ხელოვნურ გრამატიკულ ტესტში ცდისპირებს ვთხოვთ ახსნან გრამატიკული წესები და თუ ამას ვერ შეძლებენ ეს არაცნობიერ პროცესებს მივაწეროთ, არასაკმარისია იმპლიციტური დასწავლის კვლევებში.

არგუმენტი იმის შესახებ, რომ იმპლიციტური დასწავლა არაცნობიერია მხარდაჭერილია იმ ფაქტით რომ ამენზიის მქონე პაციენტები აჩენებენ შენანხულ იმპლიციტურ მეხსიერებას.

არსებობს მოსაზრრება, რომ ცნობასა და ცნების დასწავლას შორის დისოციაციები შესაძლოა მოდელირებული იყოს ეგზემპლიარული მეხსიერების მოდელით, რომელსაც მეხსიერების შესანახად, მხოლოდ ერთი სისტემა აქვს, თუმცა სხვადასხვა ზღურბლი აქვს ცნობისა და კლასიპიკაციისთვის .

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:კაპატაძე ანა
კაპატაძე ანა
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0