x
დღე-ღამეში 7-8 საათი ძილი - არის თუ არა ეს ნორმა?
რა ზემოქმედებას ახდენს ძილის ხანგრძლივობა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი ძილის არის აუცილებელი ადამიანისთვის?

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნებში ზდრასრული მოსახლეობის უმრავლესობა განიცდის ქრონიკულ უძილობას. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროში სამუშაო დღის ხანგრძლივობა იკლებს, ადამიანებს მაინც უფრო ნაკლები ხანი ძინავთ, ვიდრე საჭიროა. ზოგი ამას აბრალებს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებიც უშლიან ადამიანებს დამშვიდებაში, ზოგი აბრალებს სტრესს, რომელიც გვხვდება სამსახურში ან სასწავლებელში. ამიტომაც არის მიღებული, სამუშაო დღეებში დაკლებული ძილის შაბათ-კვირას "ანაზღაურება", თუმცა იდეალური იქნებოდა შეგეძლოთ იმდენი ხანი ძილი რამდენიც გჭირდებათ.

<<შეუძლებელია "ზედმეტი" ძილი, თუ საკმარისად დაისვენეთ, უნებურად გაგეღვიძებათ>>

წყარო



image

რატომ არის ეს არასწორი:

ძილის ხანგრძლივობა არის მკაცრად ინდივიდუალური, ხოლო ზედმეტი ძილი მიანიშნებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებზე ან გადაღლილობაზე.

ადამიანისთვის უფრო ბუნებრივია არა 7-8 საათი ძილი ერთბაშად, არამედ 2-ჯერ 3-4 საათი 1-2 საათიანი შესვენებით. 1990-იან წლებში ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკელი ფსიქიატრი თომას ვერი, რომელმაც ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც მონაწილები გადაიყვანა ისეთ პირობებ-ში სადაც არ იყო ხელოვნური განათება. მოგვიანებით ვერის აღმოჩენა დაამტკიცა მისმა თანამემამულემ როჯერ ეკირხმა. მან აღმოაჩინა შუა საუკუნეების და ახალი დროის დოკუმენტებში ძილის 2-ად დაყოფის შესახებ ჩანაწერები, რასაც მოიხსენიებდნენ როგორც თავისთავად მოვლენას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძილის ასეთი რითმი ეხმარებოდა ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში. გრძელი ძილის "მოდა" შემოიტანეს მდიდარმა ევროპელებმა მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, მათ მიბაძეს სხვებმაც, საბოლოოდ ეს ტრადიცია გაქრა XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში, როცა მასშტაბურად შეიყვანეს ელექტროენერგია ქალაქებში.

თუ თქვენ რეგულარულად გძინავთ 8 საათზე მეტი, ეს შეიძლება იყო მიზეზი მიმართოთ ექიმს.

ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკო კაპუჩიომ, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შეისწავლის, ჩაატარა 16 გამოკვლევა, რომელშიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მონაწილეობა მიიღო 1, 1 მილიონმა ადამიანმა.კაპუჩიომ აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი ძილის ხანგრძლივობასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის: ისინი ვისაც 6 დან 8 საათამდე ეძინა, თავს სხვებზე უკეთ გრძნობდნენ. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: სიკვდილიანობა მათ შორის ვისაც 8 საათზე მეტ ხანს ეძინა იყო უფრო მაღალი, ვიდრე მათში ვინც ვერ ახერხებდა გამოძინებას. როგორც დაასკვნა კაპუჩიომ ზედმეტი ძილი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ან ძლიერ იღლება.

მთავარია გავიგოთ, რომ ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. სპორტსმენებს სჭირდებათ უფრო მეტი დრო დასასვენებლად, ვიდრე ოფისის მუშაკს, რომელიც მთელი დღე მაგიდასთან ზის, ხოლო ჩვილ ბავშვებს სჭირდებათ უფრო მეტი ხანი ძილი, ვიდრე ზრდასრულებს.

საეჭვოა დღეს ვინმემ მოახერხოს გადასხვლა 2 ფაზიან ძილზე 1-2 საათიანი შესვენებით, ისე როგორც ეს იყო "შუქამდე", თუმცა თუ თქვენ გძინავთ 8 საათზე მეტი რეგულარულად, ეს მართლაც შეიძლება იყოს მიზეზი ექიმთან ვიზიტისთვის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ 6-7 საათი ძილი საჭიროა ყოველდღე, არამხოლოდ დასვენების დღეებში.


0
74
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჩხვირკია
დავით ჩხვირკია
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0