x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ორი ჩაშლილი ლიტერატურული კონკურსი - მწერალი ლუკა კუხიანიძე კონკურსებზე ისევ არ ცხადდება
ლუკა კუხიანიძე

ახალი წლის პირზე, დედაქალაქში ორი ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა.


პირველი კონკურსი გახლდათ "ნიაგარა, დიდი", რომელიც უკონკურსოდ ეძებდა ახალგაზრდებს და მათი ერთთავი დაფასების მიზნით გარკვეულ (ჩვენთვის უცნობ) პრემიას გადასცემდა მათ.

კონკურსის ორგანიზატორებმა ლაურეტად ქართველი თანამედროვე მწერალი ლუკა კუხიანიძე კონკურსამდე 2 დღით ადრე დაასახელეს, მწერალი დაჯილდოვებაზე არ მისულა, რის გამოც იქ თავმოყრილი საზოგადოება დაიშალა, — კონკურსი კი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა.


"— დაკავშირება ცოტა გაგვიძნელდა. როცა ეს მოხდა, მას არაფერი უთქვამს. მხოლოდ თქვა, რომ, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ცა ცის ფერი არ არის და რომ ბედნიერია, იცინის, თუმცა კონკურსზე არ გამოცხადდება. მიუხედავად ჩვენი ერთგვარად კომპლექსური, ერთგვარად კი სამართლიანი გადაწყვეტილებისა, ყოფილიყო ლაურეტი ლუკა კუხიანიძე, შემდეგ წელს ეს ასე აღარ მოხდება. კონკურსი განზრახ არ გაითვალისწინებს თაობის ამ მწერალს. თუმცა, მას შეუძლია პრიზი ახლაც წაიღოს. ჩვენ არ ვართ პრეტენზიულები ამ მხრივ." — ნინო ტუღუში, კონკურსის ორგანიზატორი.


რაც დედქალაქში ჩატარებულ მეორე კონკურსს შეეხება, სახელწოდებით, "წითელი მარჯვენა", ეძებდა წლის საუკეთესო ფრაზის ავტორს, ორგანიზატორებმა გამარჯვებულად ლუკა კუხიანიძე დაასახელეს ფრაზით: "ზოგი ზუსტად იმის გამოა მარტო, რომ სიყვარული იცის"; მწერალი არც ამ დაჯილდოვებაზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა ეს იცოდნენ, გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ:

"— ეს იმდენად არაგასაკვირია, რომ მე გამიხარდა კიდეც. ეს მოსალოდნელი იყო მისგან. რაც გადაწყვეტილების არშეცვლას შეეხება, წლის ფრაზა - წლის ფრაზაა. მახსენდება: "დღეს პოეტები და მწერლები წერენ, და არ წვავენ ნაწერებს, არ სძინავთ ქუჩებში, უსასმლობით არ უშრებათ ხახა.", არის ამ ამბავში დიდი სიხარული, ინტერესისთვის მადლობას მოგახსენებთ თქვენც, საზოგადოებასაც. ", — ჩოგვაძე გივი, კონკურსის "წითელი მარჯვენა" იდეის ავტორი.


კონკურსზე თავმოყრილმა საზოგადოებამ, ახალგაზრდათა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ვიდეო გადაიღეს და კონკურსის გვერდზე განათავსეს, სადაც ისინი მწერლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ და მის პოპულარულ ფრაზებს სასაცილო კონტექსტში მოიხსენიებენ;


მწერალი სალიტერატურო საზოგადოებაში მისგანვე გამოწვეულ ხმაურს არ გამოხმაურებია.



სტატიის ავტორი: ირმა კანდაშვილი

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:გბერიძე
გბერიძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0