x
image
სალო-მე
ცხიმიანია კანის მოვლა

imageესეც ახალი სტატია ცხიმიანი კანის მოვლისათვის.თუ უკვე დავადგინეთ, რომ ცხიმიანი კანი გვაქვს მივხედოთ მას, რაღათქმაუნდა სახლის პირობებში ისეთი პროდუქტებით რომლების ჩვენს სამზარეულოში ხშირად გვხვდება ;))წარმატებებს გისურვებთ იმედია გამოგადგებათ რჩევები და მოგეწონებათ სტატია.
April Armstrong–ი ასისტენტ პროფესორო დერმატოლოგი გვირჩევს „ყოველთვის გამოიყენეთ რბილი საპონი, რადგან უხეშმა საპონმა შეიძლება პირიქით ხელი შეუწყოს ცხიმის გამოყოფას კანზე „ ასევე ნაზად დაიბანეთ ხელებით კანი უხეშმა ხელის მოზრაობამ შეიძლება გაგიღიაზიანოთ და უფრო გაგიცხიამიანოთ სახე.სახის დასაბანად არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, რადგან ქლორმა შეიძლება გაგიღიზიანოთ კანი.

აბაზანის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი კოვზი ცაცხვისა და იგივე რაოდენობის კიტრის წვენი ავურიოთ ერთმანეთში და წავისვათ სახეზე

image

რაც შეეხება კვებას ცილები საკმაოდ კარგია ცხიმიანი კანისთვის ხოლო უნდა ერიდოთ მარილს, შაქარს და ცხიმს .მიირთვით ახალი ხილი და დიდი რაოდენობით ბოსტნეული. დალიეთ მინერალური წყალი და ნატურალური წვენები, ისინი ხელს შეუწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან.მოერიდეთ შემწვარ ღორის ქონს .ერიდეთ გამაგრილებელ სასმელებს, ალკოჰოლს შოკოლადს.არ მოწიოთ მოწევა ხელს უწყობს ფორების გაფართოვებას.ტანის რეგულარულად გახეხვა ბანაობის დროს და მასაჟი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ეს დადებითად მოქმედებს სახის კანზეც კანს წმენდს შიგნიდან..კარგად გამოიძინეთ ხოლმე:*

image1)გააკეთეთ პომიდვრისგან პიურის მსგავსი მასა და წაისვით სახეზე 15–20 წუის შემდეგ ჩმოიბანეთ თბილი წყლით

2)აურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ერთი კვერცის ცილაში ამას დაუმატეთ ერთი პატარა პომიდვრისა და ვაშლის პიურე.წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3)დღეში 8–9 ჭიქა წყალი დალიეთ ეს ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკებს კარგია სახის კანისთვის, ჯანმრთელობისთვის და ასევე დიეტაცაა |:*

image4)ვაშლის ნიღაბი ½ ვაშლი დაილაგეთ სახეზე (ან მოამზადეთ ფაფა და ის დაიდეთ) 15 წუთის განმავლობაში გაიცერეთ და შემდეგ რათქმაუნდა თბილი წყლით ცამოიბანეთ კარგად


5)1/4 ჭიქა ვაშლის ძმარი აურიეთ3/4 ჭიქა გამოხდილი წყალს.სითხეში დაასველეთ ბამბა და წაისვიტ სახეზე წრიული მოძრაბით

6)რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მწვანილი ძალიან კარგი საშუალებაა სახის კანისთვის.მისი დიდრაოდენობით მიღება შიგნიდან წმენდს
კანს.თან ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასრგებლოა
image7)შვრიის სახის ნიღაბიც ძალიან სასრგებლოა კანისთვის.სცადეთ სახის გაწენდა შვრიით

8)მარწყვი ყველაზე სასრგებლოა ცხიმიანი კანისათვის.კვირაში ერთხელ მაინც თუ გაიკეთებთ მარწყვის ნიღაბს, აქტიურად შეამცირებს შავ წერტილებს თვენ სახის კანზე


9)იოგურტი შეიცავს ბუნებრივი
lactic მჟავას.ის კანს უბრუნებს ბუნებრივ, ნათელ ფერს.მარტივად იოგურტი წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ 10–15 წუთში

image10)გ ვ ი რ ი ლ ა 1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში


11)ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.

12)ა ლ ო ე ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.

13)ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი. ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს.


14)მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.


15)კ ო მ ბ ო ს ტ ო კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით..

image16)ბ ა ვ შ ვ ი ს პ უ დ რ ა 1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!


17)ს ვ ი ა იღებენ 2 სუფრის კოვზ სვიის გირჩებს, ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 2 სთ. წურავენ და ამ ნაყენში ასველებენ ხაოიან პირსახოცს. იდებენ სახეზე 10-15 წთ. შეიძლება თბილი და ცივი საფენების მონაცვლეობა. (საფენის გაკეთებამდე საჭიროა კანის გაწმენდა ტუალეტის წყლით).

18)კ ი ტ რ ი 2 კიტრს ხეხავენ, უმატებენ 100 მლ არაყს. ურევენ და აჩერებენ მინის ჭურჭელში 7 დღის განმავლობაში. წურავენ. ასველებენ მარლას და იფენენ სახეზე 15 წუთით.ეს საშუალება ავიწროვებს ფორებს და აშორებს სახეს ცხიმს.

19)მ ა რ ი ლ ი 1 ლ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს, ასველებენ საფენს და იდებენ სახეზე 10-15 წუთით.

20)და ბოლოს პუდრა ცხიმიანი კანისათვის ფქვავენ კიტრის თესლს, ურევენ ბრინჯის ფქვილსა და ყენებენ სახეზე პუდრის სახით.

4
3994
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
3994
  
2012, 25 ივნისი, 21:36
შედეგი აუცილებლად გამიწერე კაი :*
ხოო ყველაფერს გავაკეთებ :)) არ ვეწევი :D მადლოობ :*
2012, 25 ივნისი, 13:15
არ მგონია.პრინციპში ყველაფერი ნატურალურია აქ და არ მგონია რაიმ პრობლემა გამოიწვიოს :* ბავშვის პუდრმა ,კიტრმა და პამიდორმა რა უნდა გამოიწვიოს.მე უფრო გირჩევ კვებას მიხედო,კარგად იძინო და არ მოწიო :*
სალოო ზაან მომეწონა ზუსტად ჩემთვისაა მაგრამ 16 წლის ბავშვისთვის რაიმე პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს? :D
0 1 4