x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
იცით ვისი ძეგლია ფოტოზე? დარწმუნებული ხართ? - გამოსცადეთ საკუთარი თავი (ტესტი)
image








ძეგლი ფართო გაგებით წარმოადგენს კონკრეტულ ობიექტს, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად არის მიჩნეული. ვიწრო გაგებით კი ეს არის სკულპტურული ქანდაკება, რომელიც შექმნილია კონკრეტული პიროვნების, იდეისა თუ მოვლენის ხსოვნის უკვდავსაყოფად.


თბილისში, და ამავე დროს მთელ საქართველოში, პირველი ქანდაკება 1867 წელს დაიდგა, ახლანდელ საარბრიუკენის მოედანზე. ეს იყო კავკასიაში პირველი მეფისნაცვლის, თავადი ვორონცოვის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ორმეტრიანი ძეგლი, რომელიც ალგეთის ქვისგან აგებულ კვარცხლბეკზე იდგა. ამ უკანასკნელზე იკითხებოდა წარწერა: „Князю Михаилу Семёновичу Воронцову 1845-1854“


imageმეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ძეგლი თბილისში, 1867 წელი.




ძეგლი პეტერბურგში ჩამოისხა. მისი მაკეტი შექმნა პიმენოვმა, თუმცა ქანდაკების დადგმას ვერ მოესწრო. ნამუშევარი დაასრულა მისმა კოლეგამ, მხატვარმა კრეიგანმა. როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ვორონცოვს ძალიან აფასებდნენ იმდროინდელ საქართველოში. ძეგლის დადგმა თავად ადგილობრივმა საზოგადოებამ მოითხოვა და ამისთვის შეწირულობაც კი გაიღო. მართალია, ქანდაკება 1922 წელს აიღეს, მაგრამ მას ქალაქის არქიტექტურულ ცხოვრებაში მაინც ისტორიული ადგილი უჭირავს.


გასაკვირია, მაგრამ თბილისში დადგმული არც მეორე და არც მესამე ძეგლი არ აღმოჩდა ქართველის: მეორე ძეგლი 1892 წელს, ალექსანდრე პუშკინს დაუდგეს, მესამე კი 1903 წელს - ნიკოლაი გოგოლს.


პირველი ქართველი კი, რომელსაც ძეგლის დადგმის "ღირსი" გახდა, აკაკი წერეთელი აღმოჩნდა, რომლის ბიუსტი (ავტ. იაკობ ნიკოლაძე) 1922 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში დაიდგა.


დღეს კი ჩვენს ქალაქში თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი გამზირი თუ სკვერი არ არსებობს ქანდაკების გარეშე. ამ ქანდაკებებს საზოგადოების დიდი ნაწილი იმდენად არის შესისხლხორცებული, რომ ვეღარც კი ამჩნევს მათ არსებობას და ბევრს უბრალოდ დავიწყებულიც კი აქვს, ვის საპატივცემულოდ არის დადგმული. არადა ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და დედაქალაქში მცხოვრებლისთვის აუცილებელიც კი არის მათი ცოდნა. გთავაზობთ მცირე ზომის ტესტს, რომლითაც მარტივად გაარკვევთ, რამდენად კარგად იცნობთ ჩვენს ქალაქში აღმართულ ძეგლებს.


მაშ ასე, დავიწყეთ!



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს ლექსი ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ავტორი? - გამოსცადეთ საკუთარი თავი (ტესტი)image


2. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას - შეამოწმეთ საკუთარი თავი!image


3. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ "ვეფხისტყაოსანს" - შეამოწმეთ საკუთარი თავიimage


4. ტესტი: რომელი ქალაქია ფოტოზე - შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოსimage


5. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორიაimage


6. ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სინამდვილეში ყალბიაimage


7. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?image



0
9352
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0