ფეხბურთი ტორპედო მომდევნო მატჩს მოსკოვის ტორპედოსთან გამართავს- მოკლე ინფორმაცია 2018, 12 თებერვალი, 13:49 საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" თურქული შეკრების მომდევნო მატჩს ხვალ, 13 თებერვალს მოსკოვის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. მოსკოვის "ტორპედო" რუსეთის მეორე დევიზიონში გამოდის და 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 29 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მისი ფასი transfermarket-ის მონაცემებით 2, 5 მილიონ ევროს შეადგენს. თითო ფეხბურთელის ფასი 250 ათასს არ აღემატება. მწვრთნელი კი 49 წლის რუსი სპეციალისტი, იგორ კოლივანოვი გახლავთ. მოსკოვის "ტორპედოს" მხოლოდ ერთხელ აქვს რუსეთის თასი მოპოვებული. 28 შეფასება არ არის
|