x
ხუთი ფილმი სკოლაზე, რომელიც შთაგაგონებთ
ჩემი პირველი ბლოგი ეხებოდა სასკოლო თემატიკას და მინდა მეორეც იქიდან დავიწყო, სადაც პირველი დავამთავრე, რადგან რეალურად ყველაფერი ამ სამყაროში, მედიანასავით, ერთ წერტილში იკვეთება, ჩემს ბლოგსაც სამ ნაწილად შემოგთავაზებთ.

მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი მინდოდა გამოვსულიყავი და მებრძოლა იმ დიადი მიზნებისთვის, რისთვისაც ილია იბრძოდა, ამისთვის კალამი, მიკროფონი, სიმართლის თქმის პრინციპი მეგონა უმთავრესი.



image




როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველ სემესტრში საგნები თავად ამირჩიეს და მკითხეს დამატებით საგნად რას აირჩევო. ზოგადად, არსებობს ორი ტიპის საგნები, პირველი, ეს არის სავალდებულო საგნები, რაც აუცილებლად უნდა გაიარო, პროფესიულები და საფაკულტეტო სავალდებულო საგნები ერთად, მეორე, სავალდებულოდ არჩევითი საგნები, რომლის არჩევის შესაძლებლობა თეორიულად გაქვს, მაგრამ, პრაქტიკულად, მაინც განსაზღვრულია. ლიტერატურის სიყვარულის გამო, სავალდებულო, არჩევით-შესავალ საგნად ავირჩიე - ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი. პირველივე სემინარზე განვიხილეთ ზოგადად განათლების მნიშვნელობა და ის, თუ რას ველოდებოდით უნივერსიტეტიდან. რა იყო ჩვენთვის ლიტერატურა, წერის ხელოვნება, პუბლიცისტიკა და ჟურნალისტიკა. რით შეგვეძლიო რეალურად საკუთარი წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარებაში და ამ მსჯელობა-მსჯელობაში მივედით დასკვნამდე, რომლის შემდგომში დამადასტურებელი გახდა ჩემთვის პოლონელი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის, “სოლოდანროსტის"ერთ-ერთი დამაარსებლის ადამ მიხნიკის სიტყვები, რომლის მიხედვითად, ჟურნალისტი არ უნდა ეცადოს შეცვალოს მსოფლიო, თუ გინდა სამყაროს შეცვლა, გახდი დედა, პოლიტიკოსი ან მასწავლებელიო. ჟურნალისტის მთავარი მიზანია სიმართლის თქმა. ჩემთვის კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა, გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყნად ისიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ინტერპრეტირებადია და სუბიექტური, ამიტომ სხვა გზა უნდა გამომენახა...


ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ რომ აღზრდიდან იწყება. აღზრდა განვითარების პროცესია, რომელშიც ოჯახთან ერთად საზოგადოება იღებს მონაწილეობას. სკოლა მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, მე თუ მკითხავთ, საფუძველიც კია და “ვეფხისტყაოსნის" პროლოგივით, ყველა შემდგომში განვითარებად, საკვანძო ეტაპს მოიცავს. სამყაროს შემეცნება, თვითდამკვიდრება, განვითარება, თავდაცვა, საკუთარი აზრის ფორმირება, გამოთქმა .. ყველაფერი, რასაც შემდგომ ვუბრუნდებით და ვანვითარებთ.

მასწავლებელს ნამდვილად შეაქვს წვლილი სამყაროს შეცვლაში, რადგან მას შეუძლია იყოს სტიმული, მოტივატორი ახალგაზრდისთვის.


მინდა შემოგთავაზოთ ხუთი ფილმი,

რომელიც სკოლის ცხოვრებას ასახავს და პირადად ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა:

ჩანაცვლება - Detachment,

სახიფათო ფიქრები - Dangerous Minds;

თავისუფლების მწერლები- Freedom writers

დამეყრდენი - Lean on me

მკვდარი პოეტების საზოგადოება - Dead Poets Sosiety




1
634
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიაკო პეტრიაშვილი
ლიაკო პეტრიაშვილი
634
  
2018, 10 თებერვალი, 21:43
კიდევ ორს დავამატებდი თუ არ მიწყენთ– "გრძნობების აღზრდა" და "კლასი"
0 1 1