სხვა საქართველოში პოლიციის მუზეუმი გაიხსნა 2018, 9 თებერვალი, 13:41 დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციის მუზეუმი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მისი მოადგილე - ნინო ჯავახაძე და აკადემიის რექტორი - გივი მიქანაძე. მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა ფორმები და აღჭურვილობა, ასევე, სამინისტოსათვის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გადაცებული სუვენირები. "გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატებიც მოინახულა და ორენოვან მონოგრაფიებს გაეცნო. მან აკადემიის განახლებული ინფრასტრუქტურა - სპორტული სავარჯიშო ბარიერები, სარბენი ბილიკი, საცოცი კედელი და ტირი, ასევე, ელექტრონული სწავლების ოთახი დაათვალიერა და ადამიანის უფლებების თემაზე, რამდენიმე რეგიონში მიმდინარე ელექტრონული ლექცია პირადად მოისმინა." - ნათქვამია სამინისტოს განცახდებაში. 92 1-ს მოსწონს
|