ირანში, ქალაქ თავრიზში, თავისუფალ ჭიდაობაში "ტახტის თასის" რიგით 38-ე საერთაშორისო გათამაშება 8-9 თებერვალს გაიმართება."ტახტის თასზე" მსოფლიოს 23 ქვეყნიდან 200-მდე ათლეტი იასპარეზებს, საქართველოდან კი 8 წონითი კატეგორიის 11 მოჭიდავე.
8 თებერვალს გაიმართება წინასწარი შეხვედრები ყველა წონით კატეგორიაში.9 თებერვალს-ფინალური შეხვედრები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
61 კგ - ლევან მურცხავალაძე, გიორგი რევაზიშვილი,
65 კგ - შოთა ფარტენაძე.
70 კგ - გიორგი სულავა.
74 კგ - გიორგი ლობჟანიძე
86 კგ - თორნიკე ალადაშვილი, დავით ფირუზაშვილი, დავით ხუციშვილი.
92 კგ - იუზა ცერცვაძე
97 კგ - ზვიად მეტრეველი
125 კგ - როლანდ ანდრიაძე.