x
მეტი
  • 19.02.2018
  • სტატია:74250
  • ვიდეო:327115
  • სურათი:430486
თანამედროვეობის 10 ყველაზე ცნობილი გენიალური ბიზნესმენი

Forbes-მა 100 წლის იუბილესთვის თანამედროვეობის 100 ყველაზე გენიალური ბიზნესმენის სია შეადგინა. ყოველმა მათგანმა პატარა ესსე დაწერა, სადაც ახალგაზრდებს რჩევები მისცა თუ როგორ მიაღწიონ საწადელს!

100 ადგილიდან 10 მანდილოსნებს ერგოთ, 22 ადგილი 80 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, გენიალური ბიზნესმენების საშუალო ასაკი კი 68, 3 წელი აღოჩნდა. მხოლოდ 10 ადამიანია 50 წელზე ახალგაზრდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელ მსოფლიოში ბიზნეს პროცესებზე ახდენენ გავლენას. მაშ ასე, 50 წელზე ახალგაზრდა გენიოსები:

image

მარკ ცუკერბერგი, 33 წელი. Facebook-ის დამაარსებელი. მისი ქონება შეადგენს 71.5 მილიარდ დოლარს. თავის ესსეში მარკი წერს: „არასოდეს მიოცნებია კომპანიის შექმნაზე. მე მამოძრავებდა აუცილებლობის გრძნობა რომ შემეკავშირებინა ადამიანები“.

image

ბრაიან ჩესკი, 36 წელი. მან დაარსა სერვისი Airbnb-ი. „ბავშვური ცნობისმოყვარეობა და გაკვირვების უნარი, აი, ეს არის სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როდესაც თქვენ მეწარმე ხართ. მე მართალია ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ დავინახო, რას აკეთებენ ჩემზე ახალგაზდები. რა იქნება შემდეგი?“

image

შონ პარკერი, 37 წლის, Napster-ის თანადამაარსებელი, Facebook-ის პირველი პრეზიდენტი. მისი ქონება შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს. „მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი იდეებს, რომლებიც მე მაინტერესებდა და იგნორირებას ვუკეთებდი ტრადიციულ სიბრძნეებს. მომავლის შექმნა იწყება ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას დამატებული სკეპტიციზმი“, - წერს შონი თავის ესსეში.

image

ჯეკ დორსი, 40 წლის, კომპანიების Twitter და Square-ის თანადამაარსებელი. მისი ქონება შეადგენს 2.2 მილიარდ დოლარს. „ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც მე ვფიქრობდი რომ ჩემი შეცდომები არ უნდა მეჩვენებინა“. imageჰამდი ულუკაია, 44 წლის. წარმოშობით ქურთმა აშშ-ში იოგურტების იმპერია შექმნა. ქონება - 1.75 მილიარდი დოლარი. „როდესაც კომპანია შევქმენი, არც გეგმა მქონდა და არც გამოცდილება, ფაბრიკის კედლები შეუღებავი იყო, ჰოდა მე ვიყიდე საღებავები, დავიქირავე მუშები. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც მე ოდესმე მიმიღია. ნუ ზიხარ, იმოქმედე“.

image

სარა ბლეიკლი, 46 წლის, ქალის თეთრეულის კომპანიის Spanx-ის დამაარსებელი. მისი ქონება განისაზღვრება 1.3 მილიარდი დოლარით. „ჩემი კომპანიის არსებობის დასაწყისში, ჩემი დამამზადებელი, რომელიც გვეხმარებოდა ჩვენი პირველი კოლგოტკების შექმნაში, ბიზნესიდან გავიდა და ამან კინაღამ არ დაანგრია ჩვენი საქმე. დამწყებმა ბიზნესმენმა არ უნდა დაივიწყოს due diligence».

image

ილონ მასკი, 46 წლის, PayPal, Tesla-სა და SpaceX-ის ანადამაარსებელი. მისი ქონება შეადგენს 21.6 მილიარდ დოლარს. „ხელოვნურ ინტელექტს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგრამ მისი საშუალებით შეიძლება გამოვიძახოთ ეშმაკი და კაცობრიობა საშიშროების ქვეშ დავაყენოთ. ჩვენ პირველი არსებები ვართ, რომლებსაც თვითგანადგურება შეგვიძლია“.

image

შონ კომბსი, 47 წლის, მუსიკალური პროდიუსერი. „მე 12 წლსი ასაკში დავიწყე მუშაობა, გაზეთებს დავატარებდი. მაშინ მივხვდი რომ თუკი კლენტს საუკეთესოს აძლევ, იქნება ეს მუსიკა, ტანსაცმელი თუ არაყი, შემოსავალიც კარგი იქნება.“

image

შონდა რაიმსი, 47 წლის, სცენარისტი და პროდიუსერი. „კარგი ისტორიის რეცეპტი არ იცვლება: ეს ცეცხლია, ეს ადამიანური კავშირებია, რომელიც გეუბნება რომ შენ მარტო არ ხარ.“ image შერილ სენდბერგი, 48 წლის. Facebook-ის ერთ-ერთი დირექტორი. „ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში მიმავალი გზაზე სულ ვტიროდი. მე მინდოდა მუშაობა, მაგრამ ჩემი ვაჟის დატოვებაც მიმძიმდა. მე ვეძებდი საშუალებას რომ სამსახურში გვიან მივსულიყავი და ადრე წამოვსულიყავი. და მივხვდი, რომ ჩვენ უკეთ ვმუშაობთ, როდესაც არ ვცდილობთ ვიყოთ ორი ადამიანი“.


0
149
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0