x
image
გოგა წურწუმია -
დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია, მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
image


დღეს დილით დიღმის მასივში საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს.


გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია დოდო გუგეშაშვილი.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა...



"დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.


გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.


ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“-წერია განცხადებაში.


ბოლო ინფორმაციით დოდო გუგეშაშვილი საოპერაციოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0