x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის მილიტარიზაციას ახდენს

image

ჩინეთი ხელოვნურ ინტელექტს საბრძოლო რობოტების შექმნისთვის გამოიყენებს, რაშიც უზარმაზარ ინვესტიციებს დებს, იმისთვის, რომ დაეწიოს და გაუსწროს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

სტრატეგიული საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორმა William Carter'მა (CSIS) შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტში მოსმენაზე წარმოადგინა დოკუმენტი სადაც ვკითხულობთ -

“ჩინეთი კიბერ ტექნოლოგიებს, ანტი-სატელიტურ იარაღებს, ელექტრონულ საბრძოლო მოწყობილობებს, ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებს მიიჩნევს ომების მოგების საშუალებად, რისთვისაც საჭიროდ თვლიან ტექნოლოგიური დონის განვითარებას.იმისთვის, რომ დაბალანსდეს შტატების უპირატესობა, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ყველა მიმართულებით.

ისინი უკვე მზად არიან, მნიშვნელოვნად დააზიანონ, დააქვეითონ და გაანადგურონ ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა რაზეც შეერთებული შტატების თავდაცვაა დაფუძნებული" კარტერმა კანონმდებლებს მოუწოდა, რომ ბეიჯინგის ასეთმა მოქმედებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააქვეითოს ამერიკის შეიარაღებული ძალები. "მართალია შტატებს აქვს უკეთესი თვითმრფინავები, ტანკები, რაკეტები და ზოგადად საბრძოლო ტექნიკა, თუმცა ქსელზე კავშირის და ზოგადად სისტემებს შორის კავშირის წყვეტა გამოიწვევს აღნიშნული ტექნიკის უფუნქციობას" განაცხადა CSIS-ის ექსპერტმა და დასძინა, რომ ჩინეთისთვის სატელიტები არის მთავარი წერტილი - "აქილევსის ქუსლი" შტატებზე ზიანის მისაყენებლად.

image
"ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაატარა ტესტირება ანტი-სატელიტური იარაღების (მათ შორის სახმელეთო კინეტიკური ე.წ "მკვლელი მანქანები" )ტესტირება, მათი მიზანია რადიო-გადაცემათა სისტემების ჩახშობა, იმისათვის, რომ განახორციელონ სასიკვდილო შეტევა შტატების სატელიტებზე.ასევე მიმდინარეობს ელექტრონული ტექნიკის განვითარება, იმისათვის რომ მოხდეს რადარების ჩახშობა, საკომუნიკაციო სისტემებისა და GPS სისტემის მოტყუება.ჩინეთი მნიშვნელოვნად აქვეითებს და შეიძლება აღემატებოდეს კიდეც შეერთებული შტატების სამხედრო ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.ბეიჯინგის ახალი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით ირკვევა, რომ მათი მიზანია დომინანტობა, რისთვისაც ყურადღება გამახვილებულია ახალ ტექონგოლიგებზე, ინოვაციებიზე, განლაგებაზე და მილიტარიზაციაზე."

"ახალ ტექნოლოგიებში" ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაცია, მინიატურიზაცია, უბიქვიატარული კავშირები და კვანტური კომპიუტერიზაცია იგულისხმება.
image

ჩინეთის მიზანი არა შტატების სამხედრო ტექნოლოგიური სისუსტეების ექსპლოატაცია არამედ საკუთარი ინოვაციების განვითარებაა.მათ სურთ განავითარონ მაღალ ტექნოლოგიური სექტორი და აიღონ დომინანტის როლი შემდეგ თაობებსა და სამხედრო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩინეთი ცდილობს ხელთ იგდოს ბერკეტი კომერციული და სამხედრო ინოვაციების მიმართულებით, რომლებიც შეავსებს ერთმანეთს და შექმნის ძლიერ მილიტარისტულ ეკომიკურ ძალას. „ჩინეთი უზარმაზარ ინვესტიციებს ანთავსებს ტექნოლოგიის განვითარებისთვის, რადგან დომინაცია აიღონ მომავლის სისტემებზე“ - ნათქვამია კარტერის მოხსენებაში.
image

ჩინეთს უკვე აქვს პერსპექტივა, რომ შტატებიდან არათუ გადმოიღოს, არამედ შექმნას პერსპექტივა ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, ხოლო კვანტურ დარგში, ჩინეთი ბევრად აღემატება შესაძლებლობებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. შეიძლება შეფასდეს ამ უკანასკნელის პოტენციალი აღნიშნული მიმართულებით როგორც "უკუნი" დაბალი დონე.

სტრატეგიული საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს რომ შეცვალონ სტრატეგია განვითარებისკენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთის ტექნოლოგიურ პროგრესს და დააბანდონ ფული სტრატეგული უპირატესობის შენარჩუნებისთვის.
"ჩინეთის მოკლევადიანი სტრატეგიის მიზანი შტატების შეიარაღებული ძალების სისუსტეების ექსპლოიტაცია და მუდმივი ზეწოლაა, რაც ძირს გაუთხრის ამერიკის შეერთებულ შტატებს" - განაცხადა მან.

image
ექსპერტი ასევე ამბობს, რომ პენტაგონმა ინვესტიციები უნდა ჩადოს შემდეგი თაობის საბრძოლო სისტემების პროგრესში, რომლის საშუალებითაც გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი...
რუსეთში, ირანში, ჩრდ.კორეასა და მთელი რიგ სახელმწიფოებში ჩნდება დაუცველობის განცდა, მიიჩნევენ, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა გადაიდგას სათანადო ნაბიჯები.
ულიამ კარტერმა დასასრულს განაცხადა, რომ კონცენტრაცია არა ჩინეთის განადგურებაზე არამედ აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარებაზე უნდა მოხდეს.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ემიკო გოგელაშვილი
ემიკო გოგელაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0