x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა არის ინტელექტი

ინტელექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ საკითხებს შორის, რომლებიც ფსიქოლოგიის შესწავლის აქტუალურ საგანს წარმოადგენს. ინტელექტის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს. ინტელექტის პირველი ტესტის ავტორების მიხედვით ეს არის ადამიანის უნარი ადეკვატურად შეაფასოს და მოერგოს გარემოს მოთხოვნებს, ასევე თვითკრიტიკის უნარი.
თუ შევაჯამებთ არსებულ დეფინაციებს ინტელექტი- ეს არის ადამიანის გონებრივი უნარი, რომელიც მოიცავს:

. ლოგიკურ მსჯელობებს და დასკვნების გამოტანის უნარს;

. დაგეგმვის უნარს;

.პრობლემის გადაჭრის უნარი;

.აბსტრაქტულ აზროვნების უნარს;

. კომპლექსური იდეების გაგების უნარს;

. სწრაფად დასწავლისა და გამოცდილებით სწავლის უნარს

image


მე-20 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში ინტელექტის სტანდარტიზირებული გაზომვისთვის ტესტის შექმნა ალბერტ ბინემ დაიწყო, მას მიაჩნდა რომ ინტელექტი რაოდენობრივად უნდა გაიზომოს და შეფასდეს ერთი ქულით. ფსიქოლოგთა ნაწილი, რომელიც თვლიდა რომ ინტელექტი არის არ ერთი, არამედ რამოდენიმე უნარის ერთობლიობა, მის შესაფასებლად იყენებდნენ ფაქტორულ ანალიზს. ეს არის სტატისტიკური პროცედურა, რომელიც ცვლადთა დიდი ერთობლიობის შიგნით ახდენს ფაქტორთა უფრო ნაკლები რაოდენობის იდენტიფიკაციას.

ინტელექტის რამოდენიმე მოდელი არსებობს. ერთ-ერთია სპირმენის მოდელი image
სპირმენმა გამოყო ინტელექტის ზოგადი ფაქტორი და სპეციფიკური უნარების მაჩვენებელი ფაქტორი. სპირმენის აზრით ნებისმიერი ადამაინი ხასიათდება ინტელექტის გარკვეული დონით, რაზეც დამოკიდებულია ის თუ როგორ ადაპტირდება ადამაინი გარემოსთან, ამას გარდა ყველა ადამაინს აქვს სხვდასხვა სახით განვითარებული სპეციფიკური უნარები, რომლებიც კონკრეტული ამოვანების გადაწყვეტისას ვლინდება.

გარდენმა შემოგვათავაზა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, იგი თვლის რომ ადამიანს აქვს სულ მცირე რვა სახის ინტელექტი: ლოგიკურ-მათემატიკური, ლინგვისტური, ნატურალისტური, მუსიკალური, სივრცული, კინესთეტიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური. მაგალითად: ზოგი ადამიანი განსაკუთრებით დახელოვნებულია ერთ რომელიმე დარგში (მუსიკაში) მაგრამ სხვა დარგებში საშუალო უნარს ამჟღავნებს.


ამგვარადა ინტელექტის მრავალი მოდელი არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ ინტელექტი პიროვნების თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს წარმოადგენს.


2
1072
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
1072
  
2018, 4 თებერვალი, 19:56
ანუ ინტელექტუალი ვყოფილვარ ,არ ვიცოდი.
2018, 4 თებერვალი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2