x
image
კატო ემხვარი
ვინ არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მამაკაცს მეტროში. ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს.

image

სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება ფეისბუკ მომხმარებელი გიორგი მუხიგულაშვილი და აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს ამ ვიდეოში მონაწილე ერთ-ერთი პატრულის თანამშრომლის შესახებ.


მუხიგულაშვილი წერს:


"გაიცანით ეს ბიჭი . ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ის თანამშრომელია რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა თავისუფლების მეტროში ხულიგანის დაკავების გამო. სოსო ახალგაზრდა და მეტად პატიოსანია. მის მადლში უამრავი ისეთი სიკეთეებია თავმოყრილი რაზეც არავინ საუბრობს მაგალითად. 2015 წელს მან თვისი სიცოცხლის ხარჯზე ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ასევე როგორც ნებისმიერი პატრულ ინსპექტორი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის გამო ისე დააყენებს თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ არც დაფიქრდება. მაგრამ ეს ხალხს არ აწყობს და ამიტომ ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ იმას რაც აწყობთ.
სოსომ 13 ივნისის სტიქიის დროს რამოდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება. ძალიან ბევრ ასაკოვანს აქვს კონტაკტი და იმედი ამ ბიჭის და ეს ყველაფერი დასაფასებელია რადგან ის ჯერ პროფესიას აყენებს წინ და მერე სხვა დანარჩენს.
სოსო გმირია და ეს უნდა დაინახოს ხალხმა!"

image

0
490
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0