x
სივრცე და პიროვნებათშორისი ურთიერთობები
image

სივრცე წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს პიროვნებათშორის ურთიერთობებში. თედვარდ ჰოლმა არავერბალური კომუნიკაციის ამ მახასიათებელს პროქსემიკა უწოდა.

პროქსიმალური დისტანცია

ოთხი პროქსიმალური დისტანცია, რომელსაც ინტერაქციის დროს ვინარჩუნებთ, მნიშვნელოვნად შეესაბამება ურთიერთობის ძირითად ტიპებს. დისტანცია შეიძლება იყოს ინტიმური, პერსონალური, სოციალური და საჯარო ცხრილი ინტიმური დისტანცია მოიცავს ყველაზე ახლო ფაზიდან დაწყებული - ფაქტობრივად, შეხებიდან - შედარებით შორ ფაზას 15 – 45 სანტიმეტრს. თქვენ გრძნობთ ხმას, სუნს და სხვა ადამიანის სუნთქვას. ახლო ფაზა გამოიყენება სიყვარულის ან ბრძოლის დროს, ნუგეშისთვის და დაცვისთვის. ახლო ფაზის დროს, კუნთები და კანი ურთიერთობენ, მაშინ როდესაც სიტყვები მცირე როლს თამაშობს. შედარებით შორი ფაზა აძლევს საშუალებას ადამიანებს ხელის გაწვდენით შეეხონ ერთმანეთს. ინდივიდები იმდენად ახლოს არიან, რომ ეს დისტანცია საჯარო სივრცეში უცნობებისთვის არ ითვლება შესაფერისად. არაადეკვატურობის და დისკომფორტის გრძნობის გამო (ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ამერიკელისთვის მაინც), თუ უცნობები ასე ახლო დისტანციით არიან დაშორებული ერთმანეთს (მაგალითად, გადაჭედილ ავტობუსში), მათი თვალები იშვიათად ხვდება ერთმანეთს და რჩება დაფიქსირებული სხვა შორეულ ობიექტებზე.


პერსონალური დისტანცია. თქვენ ატარებთ ერთგვარ დამცავ ბუშტს, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პერსონალურ დისტანციას და გაძლევთ საშუალებას დარჩეთ დაცული და სხვებისგან შეუხებელი. პერსონალური დისტანცია მერყეობს 45 სანტიმეტრიდან - 1მეტრამდე. ახლო ფაზაზე ადამიანებს კვლავ შეუძლიათ ერთამენთის შეხება, ერთმანეთამდე მიწვდენა ხელის გაწვდენის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ თქვენს დამცავ ბუშტში შემდეგ შეუშვათ გარკვეული ინდივიდები - მაგალითად, საყვარელი ადამაინები. შორ ფაზაზე თქვენ შეიძლება შეეხოთ ერთმანეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე გაიწვდენთ ხელს. ეს არის ფაზა, რომელშიც თქვენ ფიზიკურად შეგიძლიათ ხელით შეეხოთ საგნებს. შესაბამისად, ის გარკვეულწილად განსაზღვრავს თქვენს ფიზიკურ კონტროლს საგნებზე.

სოციალური დისტანცია. სოციალური დისტანციისას, მოიცავს 4 –დან 12 ფუტამდე მანძილს (1.2 – 3.7 მეტრი). ახლო ფაზა არის ის დისტანცია, რომელზეც აწარმოებთ არაპიროვნულ საქმეებს ან ურთიერთქმედებთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. შორი ფაზა არის დისტანცია, რომელზეც დგახართ, როდესაც ვინმე ამბობს, მაგალითად: „დადექით ისე, რომ გხედავდეთ“. ამ დისტანციაზე, ბიზნეს ოპერაციები უფრო ფორმალური ხასიათისაა, ვიდრე ახლო ფაზის შემთხვევაში. მაღალი თანამდებობის პირების ოფისებში, მაგიდები ხშირად განლაგებულია ისე, რომ კლიენტთან, სულ მცირე, ეს მანძილი მაინც იყოს დაცული. უნტიმური დისტანციისგან განსხვავებით, სადაც თვალებით კონტაქტი უხერხულია, სოციალური დისტანციის შორი ფაზა თვალებით კონტაქტს აუცილებელს ხდის, სხვა შემთხვევაში, კომუნიკაცია დაკარგულია. ამ ეტაპზე ხმა, როგორც წესი, ჩვეულებრივზე უფრო მაღალია.ეს მანძილი საშუალებას გაძლევთ, აირიდოთ მუდმივი ინტერაქცია მათთან, ვისთან ერთადაც მუშაობთ, ისე რომ უზრდელად არ გამოჩნდეთ.

საჯარო დისტანცია. საჯარო დისტანცია მერყეობს 12–დან 25–ზე მეტ ფუტამდე (3.7 – 7.6 და მეტი მეტრი). ახლო ფაზაში, პიროვნებას, თითქოს, მანძილი იცავსო. ამ დისტანციაზე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ თავდაცვითი ზომები, თუ საფრთხეს გრძნობთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგალითად, ავტობუსში ან მატარებელში თქვენ, სულ მცირე, ამ მანძილს მაინც დაიჭერთ ნასვამი ადამიანისგან. თუმცა, თქვენ ვეღარ ხედავთ სახისა და თვალის წვრილ დეტალებს, თქვენ მაინც საკმარისად ახლოს ხართ, რომ დაინახოთ, რა ხდება.

შორი ფაზის დროს, თქვენ ხედავთ სხვა ადამიანებს არა როგორც ცალკეულ ინდივიდებს, არამედ როგორც ერთი მთლიანის ნაწილს. ადამიანები ავტომატურად ქმნიან 30 ფუტის (9.1 მეტრი) სიდიდის გარემოცვას მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეების ირგვლივ, და ისინი ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ დაცვა, რომელიც მათ შეაჩერებს. შორი ფაზა არის ის დისტანცია, რომლითან გამოყოფილნი არიან სცენაზე მდგომი მსახიობები და მაყურებლები; შესაბამისად, მათი ქმედებები და ხმა უნდა იყოს ცოტათი გაძლიერებული.

სპეციფიკური დისტანცია, რომელსაც ინარჩუნებთ თქვენსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს შორის, დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: გენდერი (ქალები ერთმანეთთან უფრო ახლოს სხედან და დგანან, ვიდრე მამაკაცები და ზოგადად, ადამიანები ქალებთან უფრო ახლოს მიდიან, ვიდრე მამაკაცებთან); ასაკი (ადამიანები უფრო ახლო დისტანციებს იცავენ მსგავსი ასაკის მქონე ინდივიდებთან, ვიდრე შედარებით უფროსებთან ან უმცროსებთან); პიროვნულობა (ინტროვერტები და შფოთვის მაღალი დონის მქონე ადამიანები უფრო დიდ მანძილებს ინარჩუნებენ, ვიდრე ექსტროვერტები); და ნაცნობობა (თქვენ შეინარჩუნებთ მცირე დისტანციას ნაცნობებთან უფრო, ვიდრე უცნობებთან, და მათთან უფრო ვინც მოგწონთ, ვიდრე მათთან ვინც არ მოგწონთ).


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0