უნიკალური მასალით შექმნილი ქანდაკება - ქართველი სტუდენტი გოგონას გასაოცარი გამოგონება
როგორ მოვიქცეთ, თუ ქანდაკების გაკეთება გვსურს, მაგრამ შესაფერისი მასალა არ გვაქვს? ამ კითხვას პასუხი 19 წლის სტუდენტმა გოგონამ გასცა, რომელმაც ყველასთვის ხელმისაწვდომი 2 რამ გამოიყენა ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად.
1. სანთელი;
2. ფითხი (ე.წ. შპაკლი).
მან დანაწევრებული სანთელი ალუმინის ჯამში მოათავსა და სუსტ ცეცხლზე გაალღო, თხევადი მასის მიღების შემდეგ ფითხი შეურია და განუწყვეტლივ ურევდა ალუმინის კოვზით. შემდეგ მიღებული მასა გააგრილა, ხელისთვის გასაძლები ტემპერატურის მიღწევის შემდეგ მასიური ბურთი გააკეთა, წინასწარ მომზადებულ მუყაოს ოთხკუთხედ ნაჭერზე დაამაგრა და მასალის გაციებასა და გამკვრივებას დაელოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი: სპეციალური სათლელის არქონის გამო, გოგონამ ფრჩხილების მაკრატელი ორ ნაწილად გაყო და გამოთლას შეუდგა. მასალა საშუალებას იძლეოდა ყველაზე მცირე დეტალებიც კი ძალისხმევის გარეშე გამოკვეთილიყო. ამასთან, მუშაობა დანაკარგების გარეშე მიმდინარეობდა, რადგან ნამსხვრევების გალღობის შემდეგ თავიდან იყო შესაძლებელი სამუშაო მასალის მიღება. ფორმის მიცემის შემდეგ, გოგონამ დაიწყო მისი გუაშის საღებავებით დაფარვა. ღია ნაცრისფერი მასალა ადვილად იწოვდა საღებავებს და თითქმის იგივე ფერს იღებდა, რაც პალიტრაზე იყო აღებული.
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, კლდეებმა გასაოცარი შეფერილობა მიიღეს. შემდეგ გაჩნდა ჩანჩქერის არსებობის იდეაც. წებო “პევეა''-მ ადვილად შეძლო ჩანჩქერად ქცევა თავისი სითეთრის წყალობით. შედეგი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა.15 კვ.სმ-ზე განლაგებულმა ბუნების ნაწილმა ჩემს ოთახში, საყვარელ ნივთებს შორის დაიდო ბინა.