x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80958
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438346
საუკუნის ქურდობა: კრიპტოვალუტის ბირჟიდან 537 მილიონი დოლარი მოიპარეს

image

კრიპტოვალუტის არსებობის მანძილზე ყველაზე მასშტაბური ქურდობა მოხდა იაპონიაში. იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck-დან კიბერქურდებმა 537 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ბირჟის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ მფლობელებს ნაწილობრივ აუნაზღაურებენ დანაკარგს, გადახდები მოხდება ბირჟის პირადი მარაგებიდან.

სამწუხაროდ, ჰაკერული შეტევის შესახებ მხოლოდ ქურდობიდან 8 საათის შემდეგ შეიტყვეს. მიმდინარეობს გამოძიება.

რუსეთში კი, კერძოდ ირკუტსკში ქურდებმა გაძარცვეს კომპანია რომელიც კრიპტოვალუტის გამომუშავებით იყო დაკავებული. მათ სპეციალური აპარატურა გაიტაცეს. ქურდები ცხელ კვალზე დააკავეს. დაკითხვის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცებმა განაცხადებს, რომ რეალურად არ იცოდნენ მოპარული ნივთების ფასი.

ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში გახშირდა ბიტკოინების გამოსამუშავებლად დამონტაჟებული აპარატურის ქურდობა, ვინაიდან შავ ბაზარზე მათი ფასი ძალიან მაღალია.


1
480
2-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
480
  
30 იანვარი, 19:55
გენაცვალეთ მარჯვენაში
0 1 1