x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ციხეში ბიჭს ორივე ხელი მოაჭრეს, კარტში წააგო... ორივე მივაკერეთ“ - ივა კუზანოვი

image


ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ივა კუზანოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება. ინტერნეტში გავრცელდა ამონარიდი ფილმიდან, სადაც კუზანოვი აქამდე გაუხმაურებელ ამბავს ჰყვება… ვიდეოს თავად კუზანოვის კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ივა კუზანოვი: „მაშინ არ შეიძლებოდა ამის თქმა, ახლა შეგვიძლია. ციხეში ბიჭს მოაჭრეს ორი ხელი, რადგან კარტში წააგო. გილიოტინაში ჩააყოფინეს ხელები და მოაჭრეს. როცა ჩვენთან მოიყვანეს, მივაკერეთ ორივე ხელი. აი, ეს ბიჭი მეთხუთმეტე დღეს არის გადაღებული, როცა უკან, ციხეში წიაყვანეს. ძალიან საშიშ დამნაშავედ მიიჩნეოდა. იმავე დღეს მოსკოვში რამაზ დათიაშვილმა მიაკერა ორი ფეხი ადამიანს. ისიც ჩვენი თანამშრომელი იყო. მთელი მსოფლიო განიხილავდა. ამ შემთხვევაში კი ჩვენ ქართულ გაზეთშიც ვერ დავწერეთ. ვიყავით გამოძახებული ედუარდ შევარდნაძესთან და მან თქვა, იცით რა, ციხეში ხელებს არ აჭრიანო. ამით დამთავრდა ეს ყველაფერი“…
ფილმის სრული ვერსია უახლოეს მომავალში გამოვა.
3
473
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
473
  
2018, 27 იანვარი, 21:19
მაგდენი არ ვიცი... არ ამბობს.
2018, 27 იანვარი, 19:58
თითებს ამოძრავებს თუ არა, საინტერესოა
2018, 27 იანვარი, 18:43
საინტერესოა...
0 1 3