x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
BMW

imageBayerische Motoren Werke, ინგლისურად Bavarian Motor Company – BMW გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოებადი მდიდრული ბრენდი. მან სიცოცხლე 1913 წელს დაიწყო და მისი ძირითადი დანიშნულება საავიაციო ძრავების წარმოება გახლდათ. კომპანიის ლოგოც სწორედ მის უძველეს წარსულზეა დაფუძნებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც ლოგოს შინაარსის რამოდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მრგვალ ლოგოში მოთავსებული თეთრი ფერი საჰაერო ხრახნს (იგივე პროპელერს), ხოლო ლურჯი ფერი ცას წარმოადგენს, ეს კი რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება კომპანიის პირველყოფილ საქმიანობას, საავიაციო ძრავების მშენებლობას. მეორე ვერსიის თანახმად, კომპანიის ლოგო წარმოადგენს ბავარიის დროშის ფერებს, რომელიც კომპანიამ თავისი სამშობლოს საპატივცემოდ დაახატა ლოგოს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნებისმიერი ვერსიის გჯეროდეთ, თუმცა პირველი მათგანი უფრო ლოგიკურია.

1
176
4-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
176
  
0 1 1