x
image
გემი დალანდი
10 მარტივი პროცედურა თქვენი სილამაზისთვის
როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად?ეს კითხვა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ყველაზე აქტუალურია. იმისთვის, რომ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია რეგულარულად მოუაროთ თავს, მაგრამ ეს ხრიკები მნიშვნელოვნად გაგიმარტივებენ ამ საკითხს, მით უმეტეს, რომ დიდ ძალისხმევასა და ფინანსებს არ მოითხოვენ.


1.სახეზე შეშუპების მოსახსნელად მარილის ხსნარი დაგეხმარებათ. ყოველ 100 გრ. წყალზე აიღეთ 3 ჩაის კოვზი მარილი და მოამზადეთ ხსნარი. დაასველეთ მასში სუფთა პირსახოცი და მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე 10 წთ-ის განმავლობაში. ამ დროის შემდეგ შეშუპება გაქრება და სახეც ქორფა იერს დაიბრუნებს.

image


2.ტუჩების გადიდებაში ჩვეულებრივი ბალზამი დაგეხმარებათ. წაისვით ბალზამი ტუჩებზე და ერთი წუთის განმავლობაში სუფთა კბილის ჯაგრისით კარგად დაიმასაჟეთ ტუჩები.


image


3.კანის გაწმენდასა და დატენიანებაში ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ. მსუბუქად დაიორთქლეთ სახე და შემდეგ 7 წუთის განმავლობაში თითების მსუბუქი დარტყმებით შეიზილეთ შემთბარი ზეითუნის ზეთი. გაიწმინდეთ ბამბით.

image


4.ანთების ჩასაცხრობად თაფლი დაგეხმარებათ. თუ კანზე “პრიშიკი" გამოგივიდათ ან მცირე შეწითლებაა, წაისვით ამ ადგილას წვეთი ნატურალური თაფლი და დაახლოებით 15 წთ. გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაწითლებული ადგილი მნიშვნელოვნად შემცირდება და მაკიაჟის საშუალებების დახმარებით შეუმჩნეველი გახდება.

image


5.თვალის წვეთები კანის ანთების ჩასაცხრობად უებარი საშუალებაა.ბამბის დისკზე დაასხით თვალის წვეთები და შედეთ ბამბა საყინულეში 5წთ-ით. შემდეგ კი გამოიღეთ და გაწითლებულ ადგილას დაიდეთ.

image


6.მაკიაჟის მოსახსნელი სითხე თავად შეგიძლიათ დაამზადოთ. აურიეთ ზეითუნის ზეთი და წყალი 1:3-ზე პროპორციებით. ჩაასხით შესაფერის ჭურჭელში და გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

image


7.სოდა საუკეთესო საშუალებაა ჩაბრუნებული თმებისთვის. მოამზადეთ სოდისა და წყლისგან სქელი მასა. შხაპის მიღების შემდეგ ამ მასით წრიული მოძრაობით დაიზილეთ ის ადგილები სადაც ჩაბრუნებული თმებია. პროცედურიდან 2 დღის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ეპილაცია გაიკეთოთ, მაგრამ უფრო ადრე არა.

image


8.სოდა ასევე საუკეთესო საშუალებაა თვალის ქვეშ მუქი წრეების მოსაშორებლად. 1 ჭიქ ცხელ წყალში ან ჩაიში გახსენით 1 ჩ.კ. სოდა, დაასველეთ მიღებულ ხსნარში ბამბის ტამპონები და დაილაგეთ თვალების ქვეშ.გაიჩერეთ 10-15 წთ. და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს კი დამატენიანებელი კრემი წაისვით.

image


9.ბანანის ნიღაბი თმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ. შეურიეთ ერთმანეთს ბანანი, კვერცხი, 1 ს.კ. თაფლი და 100გრ. ლუდი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი სუფთა, ნოტიო თმებზე და გაიჩერეთ 30 წთ-ით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამ პროცედურას ერთი თვის მანძილზე, ყოველ კვირას გაიკეთებთ, თვის ბოლოს აბრეშუმისებრი და ჯანსაღი თმა გექნებათ.

image


10.ლავანდისა და ქოქოსის ზეთი წამწამების გახშირებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია, თუ ამ პროცეურას საღამოს ჩაატარებთ. 1ჩ.კ. ქოქოსის ზეთს შეურიეთ 2-3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. წაისვით ბამბის დახმარებით წამწამების ძირში და დაიტოვეთ მთელი ღამით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

image

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0