x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ნაღვარევიდან კრწანისამდე
ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია

ლარშქრობებში სიარული მიყვარს..

ეგრედწოდებული“კამპინგი". ხშირად ავტოსტოპის დახმარებით ვმგზავრობ. ამ თემაზე, ავტოსტოპზე, ბუნებაზე, კარავზე და ამ სიყვარულზე ბევრის თქმა შემიძლია, თუმცა ამაზე სხვა დროს მოვყვები. ეხლა მინდა იმ ლამაზი ადგილის შესახებ მოვყვე სადაც ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მოვხვდი.
ალბათ ამ ადგილის, ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ ინტერნეტში ბევრი რამის მოძიებაა შესაძლებელი მაგრამ მაინც მინდა მოვყვე.
სოფელი ნაღვარევი ხევში მდებარეობს. არაგვზეა გაშენებული. ძალიან ლამაზი ადგილია ფასანაურამდე არ მისული. მე და ჩემი მეგობარი ყაზბეგში მივდიოდით და არც ვაპირებდით ამ ადგილის მონახულებას, მისი არსებობის შესახებაც არ ვიცოდით, მაგრამ ალბათ ღვთის ნება იყო რომ ამ ადგილზე ზუსტად 24 სექტემბერს მოვხვდით.
ერთ-ერთი მცდელობის დროს რომ მანქანა გაგვეჩერებინა, გაგვიჩერა ახალგაზრდა წყვილმა და შემოგვთავაზა რომ წაგვიყვანდნენ, თუმცა არ იცოდნენ ზუსტად სადამდე მიდიოდნენ, რადგან თვითონაც ეძებდნენ ადგილს რომელსაც ნაღვარევი ერქვა. ჩვენ რა თქმა უნდა გავყევით და ამ სოფლის ძიებაში ისტორიაც მოვისმინეთ.

ფასანაურის მხრიდან მომავალი ამ სოფლის აღმნიშვნელ ნიშანთან არის ეკლესია

სოფლე ნაღვარევში, რომლის სახელიც ამ სოფლისათვის დამახასიათებელი ნიაღვრებისა და მეწყერების გამო დაერქვა, არის მეთორმეტე საუკუნის ტაძარი, პატარა და ლამაზი. ამ პატარა და ლამაზი სოფლისთვის შესაფერისი. მისი განსაკუთრებულობა იმაშია რომ ეს სწორედ ის ტაძარია სადაც 300-მა არაგველა კრწანისის ბრძოლაში წასვლის წინ ფიცი დადო, რომ იბრძოლებდნენდა, ან გაიმარჯვებდნენ და დაბრუნდებოდნენ, ან ბრძოლის ველზე დაიხოცებოდნენ.

როგორც წესი მთიეულები ბრძოლის წინ ფიცს ლომისის სალოცავზე დებდნენ მაგრამ მაშინ დრო აღარ ყოფილა იქ ასვლის და ამ ეკლესიაში დაუდიათ ფიცი. 300 ვაჟკაცი აქ მოგროვდა, ოქროს ბარძიმი შეუწირავთ და ისევ სიჩქარისა და დროის უქონლობის გამო მიწით ეზიარნენ. ფიცი დადეს ბოლოდმდე ბრძოლის და ვინც ამ ფიცს გატეხდა “დედამც შაირთოს ცოლადა"-ო, და ასე დაუყვნენ არაგვს კრწანისისკენ.

რაც შეეხება ეკლესიის მდებარეობას, უცნაურია. ეკლესია წყლის პირზე დგას ხეობაში და აქ მტრისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნებოდა. თუმცა როგორც ჩემმა თანამგზავრმა წყვილმა მომიყვა ეს ეკლესია მთის წვერზე ააშენეს და იქ იყო დიდი ხმის განმავლობაში, მაგრამ ერთ დილას გაიღვიძა სოფლის მოსახლეობამ და ტაძარი ჩამობრძანებული დახვდათ იქ სადაც დღეს დგას. რა თქმა უნდა ეს ბევრმა სასწაულად ჩათვალა თუმცა არსებობს მოსაზრება და მტკიცებულებებიც რომ ნიაღვრის შედეგად მოწყდა მთიდან ნაგებობა და წყლის პირზე გაჩერდა.

24 სექტემბერი. ეს თარიღი მაღლაც ვახსენე, ისიც ვთქვი რომ ყაზბეგში მივდიოდით ამ დღეს მე და ჩემი მეგობარი. ამ მიმართულებით წასვლა მანამდეც რამდენჯერმე ვცადეთ მაგრამ არ გამოგვივიდა და 24 სექტემბერს შევძელით. მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდით ეს დღე რომ სამასი არაგველის ხსენების დღე იყო. ალბათ ასე იყო საჭირო და მაგიტომაც მოვხვდით ზუსტად ამ დღეს ზუსტად ამ ადგილზე.


როგორც კი ამ ტაძრის ეზოში ფეხს დადგავ, თან ისეთ დღეს როგორიც 24 სქტემბერია, განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება და მათზე იწებ ფიქრს. ჩემთვის ისედაც უპირობოდ გაღმერთებული 300 არაგველი უფრო მეტად შემიყვარდნენ. ასეთ დროს ძალაუნებურად ფიქრობ და ცდილობ წარმოიდგინო რა ხდებოდა საუკუნეების წინ იმ ადგილზე სადაც ეხლა დგახარ. როგორ დებდნენ ფიცს, როგორ ეზიარნენ მიწით, რას ფიქრობდა თითოეული მათგანი. რას უნდა ფიქრობდეს კაცი როცა სახლიდან გადის და იცის რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს. ან რას ფიქრობდნენ ის დედები, მამები, შვილები, დები, ძმები და ცოლები რომლებიც სახლში რჩებოდნენ და იცოდნენ რომ ამ გმირებს ალბათ ვეღარ ნახავდნენ. როგორი გამბედაობა, რწმენა და სამშობლოს სიყვარული უნდა ქონოდათ რომ ომში, სადაც მტერი ათჯერ მეტი იყო, დაუფიქრებლად წასულიყვნენ. ფიქრობ ამ ყველაფერზე და გინდა რომ წუთით მაინც დაბრუნდე იმ დროში და მათ გვერდით წუთი მაინც გაატარო...

ყველამ კარგად ვიცით რომ სამწუხაროდ ბევრჯერ უომია საქართვეოს ასეთ უთანასწორო ომში და საბედნიეროდ ყოველთვის იყვნენ ისეთი გმირები, როგორებიც 300 არაგველი. ისინი არ იყვნენ პირველები რომლებმაც თავი შეწირეს და არც უკანასკნელები. ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს, რომ შევწიროთ თავი და გავიაროთ ჩვენი გზა - “ნაღვარევდან კრწანისამდე"...

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0