x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
წვიმა, თოვლი, მზე და საქანელები...

image






მოკლედ მიდიხარ ქუჩაში შენთვის წყნარად, სეირნობ წვიმაში, ან თოვლში, ან მზეში, მაგრამ ქუჩაში. ქუჩაში ხალხი, თავში ფიქრები, თვალე

ბში ის და მიდიხარ. მიდიხარ და ხედავ რომ მოდის, ან დგას, ან ვინმესთან ერთად დგას, შორს დგას მაგრამ ცნობ, ღიმილზე, თვალებზე, დგომაზე, თითებზე. მიდიხარ და უახლოვდები, ან ისიც მოდის, ან დგას და გელოდება, ან მიდის და ისაა რომ უნდა დაეწიო, გულიც თავსას აკეთებს. ბაგა-ბუგი, დაგა-დუგი მარტო გულის ხმა ისმის უკვე... თვალი-თვალში, ღიმილი-გულში, მონატრება-სულში, უკვე ტკივილი-თავში და თურმე ქალია-ქალში..

ჩაუვლი გვერდით და ხვდები რომ ისევ ვიღაცას მიამსგავსე. გაგიელვა ფიქრებმა ის რომ ყოფილიყო რას იზავდი, რას გააკეთებდი, როგორ მიესალმებოდი, მოიკითხავდი, გაცვეთილი ფრაზებით მისი ყოფით დაინტერესდებოდი. თვალები... თვალებში არ შეხედავდი, რომ ლაპარაკის უნარი არ წაგრთმეოდა.. აქეთ იქით დაიწყებდი ყურებას, მარჯვნივ, მარცხნივ, დაბლა და აქამდე რომ არ აგიხედავს მაღლაც აწევდი თავს.. ბევრ ისეთ რამეს ნახავდი რაც აქამდე არ გინახავს, ან გინახავს და არ მიგიქცევია ყურადღება.. ათასჯერ მაინც რომ ჩაგივლია ამ ქუჩაზე ზუსტად ამ ადგილზე მაგრამ...საიდან გაჩნდა ამდენი რამ, ამდენი დეტალი რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდი“ თან საუბრობ, არც იცი რას. უსმენ მაგრამ არ გესმის, უყურებ მაგრამ ვერ ხედავ.. თვალებში არც ის გიყურებს, მაგრამ არამგონია იგივე მიზეზი ქონდეს..

ამ დროს გინდება რომ უთხრა შენთა ერთად წამოვიდეს სასეირნოდ წვიმაში, თოვლში, მზეში ოღონდ ქუჩაში, ან ზღვაზე, მთაში, ტყეში უღრანში.. მერე თითები, პატარა თითები.. ნაზი, თბილები, რომ გინდა ჩაგკიდოს და ისე იაროთ, რომ არ შეგცივდეს ქუჩაში წვიმაში, ან თოვლში, ან მზეში“ გულში რომ არ შეგცივდეს, რომ გათბე მისი თითებით.. და ჩახუთება“ წამით ჩახუტება, ცოტა რომაა და მეორედ ეხუტები, და წამით არა წამებით ეხუტები რომ ცოტა არ იყოს.. და რომ იგრძნობა ყველაფერი ჩახუტებაში. და მონატრება, სხვა რა უნდა იგრძნობოდეს ჩახუტებაში..... მისი არ იცი მაგრამ შენს გულისცემას რომ გრძნობს, პირველზე თუ არა მეორე ჩახუტებაზე მაინც და...

შეკრული სული, უთქმელი სიტყვები“ და როგორ ხარ? რას შვები? და ისევ გამცვდარი ფრაზები, და ამ ფრაზებს მიღმა ისევ უთქმელი სიტყვები.. ჩუმი მონატრება ჩახუტებით ნათქვამი, რომ ვერ გაიგებს ისეთი იმიტომ, რომ ჩახუტებაზე ეტყობა შენ როგორ ენატრებოდი.. და ისევ არეული დიალოგი, აქეთ იქით ყურება, დაულაგებელი აზრები, სიტყვები, არასწორი წერტილ-მძიმე, ხშირი სუნთქვა და იშვიათად თვალებში, ყურება თვალებში..

მერე ნახვამდის, დროებით, შემეხმიანე, გამიხარდა რომ გნახე“, მერე ტყუილი - მისგანაც იგივე, შემეხმიანე, მეც გამიხარდა, არ დამეკარგო... და მოდიხარ...

ან მიდიხარ..

ისევ მიდიხარ ქუჩაზე, სეირნობ წვიმაში, თოვლში, მზეში, მაგრამ ქუჩაში... მუსიკა, ფიქრები - არეულები, ზოგი მასზე, ზოგი შენზე, ზოგი ორივეზე ერთად, ზოგი ცალ-ცალკე“ და მიდიხარ და ამ ყველაფერს წამებში იაზრებ, ეს ფიქრები ჩაგირბენენ თვალწინ, ზოგი ზურგსუკან, ზოგი მაღლიდან გადაგიფრენს, ზოგი დაბლა გაივლის ისე რომ ფეხის აქცევა დაგჭირდება და.. და შენ იაზრებ რომ ის ის არ იყო, ისევ სხვაში აგერია და ეს ყველაფერი წარმოიდგინე იმ შემთხვევისთვის თუ რა იქნებოდა ის რომ ყოფილიყო...

და ისევ მიდიხარ...

და აი ისიც“ დგას, ან მოდის, ან ვინმესთან ერთად მოდის, ან მიდის, მაგრამ ჯერ შორსაა, მოგიახლოვდება მალე ან შენ დაეწევი.. თუმცა შორიდანვე ცნობ, ათასშიც კი ჩანს მისი ღიმილი, თვალები, თითები“თუმცა არ უნდა ჩანდეს ის ხომ ერთი ციდაა მაგრამ მაინც ჩანს და მოდის ან მიდის, და მალე მოგიახლოვდება ან შენ დაეწევი და...


ეხლა უკვე მომზადებული ხარ. იცი უკვე რაც უნდა უთხრა. წეღან რომ გაიაზრე სულ რაღაც 23 წამში და რომ გეგონა 23 წუთი მაინც გრძელდებოდა თქვენი ერთად ყოფნა“ ეხლა შეძლებ რომ თვალებში შეხედო და არ დადუმდე, აქეთ იქით ყურებასაც არ აქვს აზრი მასზე უკეთესი სანახავი არავინ და არაფერია გარშემო, გაცვეთილ ფრაზებსაც არ აქვს აზრი და იცი რომ პირდაპირ უნდა უთხრა თუ როგორ მოგენატრა სანამ ჩაეხუტები, თორემ შეიძლება ჩახუტებით ვერ მიახვედრო და.. და აი ორი წამიც, ორი ნაბიჯიც და შეხვდები.. ისევ თვალი-თვალში, ღიმილი-გულში, მონატრება-სულში, უკვე ისევ ტკივილი-თავში და თურმე ისევ ქალია-ქალში.....

ჩაუვლი..

და ისევ ფიქრობ..

ყველა მას გავს, თუ ის გავს ყველას... და..

ისევ ქუჩა, ისევ მუსიკა, წვიმა, თოვლი, მზე და საქანელები...

0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0