x
იყო და არა იყო რა..
მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო-მე გახლავართ ჩვენი ტურფა და თვალხატულა საქართველოს შვილი.დავიბადე იმერეთის ერთ-ერთ ლამაზ საკვანძო ქალაქში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში(თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არააქვს).ამ საიტით ვფიქრობ მომეცემა საშუალება მოგითხროთ ბევრი საინტერესო (ჩემს თავს გადახდენილი, გაგონილი თუ მონაგონი)ამბავი. მაშ ასე დავიწყოთ

თავს არ შეგაწყენთ ბუნების პეიზაჟებისა და ნატურმორტების აღწერით 9 საათი იქნებოდა ძილბურანში მყოფი მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, მექანიკური ხელის მოძრაობით მივწვდი მობილურს რომელიც იქვე საწოლთან ფანჯრის რაფაზე იდო.ვიცანი მეგობრის ნომერი იყო.ვუპასუხე ამ დილაადრიან რახდებათქო.შეხვედრას მთხოვდა (ქალაქ ბ.-ში ვცხოვრობ-კერძო დასახლებაში, მეტროსადგურიდან საკმაოდ მოშორებით)თავის მეგობარზე მთხოვა ადრე დავხმარებოდი ბანკი ბინას ართმევს და იქნებ რამე დავეხმაროთ გავაყიდინოთო (მეც შეპირებული ვიყავი, ასეთუ ისე მეხება უძრავი ქონების სფერო, სარეკლამო სააგენტო ოფისი გვქონდა ომამდე და შემოსავალიც ცოტა-ცოტა იყო)10წუთში გამოგივლით მანქანით და ავიდეთ გასაყიდ ბინას გაჩვენებთ და მერე სამსახურში უნდა წავიდეო.გადავიცვი, სამუშაო ხელჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი

მართლაც ორ სამ წუთში ჩავჯექით ავტომობილში და ქალაქ ბ-ს ერთ ბოლოდან მეორისაკენ გავემართეთ(ყველაზე საინტერესო წინ გელოდებათ ძვირფასო მკითხველნო)თუ რა ვნახე იქ იმ ბინაში და რა მომითხრეს თუ როგორ წარმოიშვა ვალი რომლის გამოც ზემოთ აღნიშნულ ბინას ყიდიდნენ ამაზე არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.თუმც ჩემს მომდევნო სტადიებში ამ თემებსაც შევეხები.მინდა მოგითხროთ თუ რა მოხდა უკან დაბრუნების დროს.

როდესაც უკვე სადარბაზოდან გამოვედით და ავტომობილში ვსხდებოდით მეგობარს ვუთხარი რომ სამსახურში არ დაგაგვიანდესშქო იქვე ავტობუსის გაჩერება შევნიშნე.10 საათი სრულდებოდა ვიცოდი რომ მკაცრი უფგროსი ყავდა და უკან რომ წავეყვანე სამსახურში დააგვიანდებოდა.


ასე და ამგვარად აღმოვჩნდი ქალაქ ბ-ს უცხო ბოლოში ყვითელი ავტობუსის გაჩერებაზე დილის ათ საათზე(მაშინ არაფერი ვიცოდი ამ საიტის შესახებ თორემ კამერა სულ თანამაქვს ნეტა გადამეღო ის კადრები რომელიც ეხლათვალწინ მიტრიალებს)

ავტობუსში ავედი რომელსაც ცენტრში უნდა მოვეყვანე.სულ ორი თუ სამი მგზავრი იჯდა, ერთი გაჩერების შემდეგ ამოვიდა ყვითელ მაისურიანი ახალგაზრდა რომელმაც ბილეთის წარმოდგენა მთხოვა.

მე ჩანთა გავხსენი და ბარათი სალაროაპარატზე დავადე, ხმოვანი სიგნალი იუწყებოდა რომ თანხა საკმარისი აღარ დამრჩენოდა

კონტროლიორის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე ჯებიდან ორლარიანი ამოვიღე და ვთხოვე ხურდა ხომარაგაქვთ მეთქი, თან თვალი მგზავრებსაც მოვავლე-კონტროლიორმა უკმეხად დამცინავად მიპასუხა შენუი გულისთვის ეხლა ჯიბით ხურდებს ვატარებოო

მე ზრდილობისკენ მოვუწოდე ვუთხარი რომ ყოველთვის ვიღებ ბილეთს და უბრალოდ დღეს ვერ მოვასწარი მეტროში ჩასვლა რომ შემევსო ბარათითქო

მან მიპასუხა .აგდებულად . დამიწყო ეხლა ზღაპრების მოყოლაო.

მე ისევ წესრიგისკენ მოვუწოდე.რატო კადრულობ ესეთი ახალგაზრდა და ასეთ სიტყვებს მეთქი.ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმით დამთავრდა რომ 20-22 წლის ახალგაზრდამ უბრძანა40- 45 მძღოლს არ დაეძრა ავტობუსი სანამ ძირს არ ჩამსვამდა.

მეც ნელ-ნელა აზარტში შევედი მაინტერესებდა კატეგორიული დააგრესიული კონტროლიორის ზიზღი და დაუნდობლობის ხარისხი-ვუმეორებდი კარგი რა რა მოხდა სჰეკიცო დავასრულებდი მგზავრობას და მგზავრები მოემატებოდა და ვიღაც ბოლო-ბოლო მასესხებდა 50 თეთრს მეთქი

პირგამეხებული კონტროლიორი დაჟინებით მოითხოვდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.და იმუქრებოდა სპეც რაზმს გამოვიძახებო

მე უკვე მივხვდი რომ ბოლო-ბოლო 5ლარიანი ჯარიმა არ ამცდებოდა და ხუმრობაზე გადავედი-ას სპეც რაზმებით და ოპერაციებით რომ სიმართლის და სიკეთის დასაცავად ვიდგეთ ქართველები ერთმანეთის გვერდიგვერდ-ყარტა-ყურტა ნაციები კი ვერ მოიკიდებდა ჩვენს ლამაზ სამშობლოში ასე ძლიერად მეთქი ფეხს.რაღა ბევრი გავაგრძელო ძვირფასო მკითხველო ხუთლარიანი ჯარიმის ფურცელი საზეიმო ვითარებაში გადმომცა ახალგაზრდამ და სახეზე გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა

მეც მეღიმებოდა მაგრამ ჩემი ღიმილი უფრო სევდიანი დაგულისტკივილის ღიმილი იყო.

როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ?რა მენტალიტეტს ვუყალიბებთ მომავალ თაობას?-აქეთ თვალთვალიო-იქეთ მოსმენაო-ჩაშვება და ორპირობა, მიუტეველობა და სისასტიკე ირგვლივ-მიიყვანს ეს ჩვენს ერს ღირსეულ გაბრწყინებამდე?

11
21
2-ს მოსწონს
ავტორი:სერგი.2
სერგი.2
21
  
2012, 2 ივლისი, 12:07
ქალი და მამაკაცი-ნახე ეგ ყუთი
2012, 1 ივლისი, 21:14
აბა სადაა შენი ახალი სტატია?
2012, 1 ივლისი, 18:24
ერთი კიდე რა ვერ გამიგია იცით ხალხნო? რო ითხოვენ გრამატიკული შეცდომა არ დაუშვათო და თვითონვე რას წერენ და კითხულობენ ვერ გაუგიათ-წითელი ასოებით წარწერასმ მიაქციოს ვინმემ ყურადღება არ ჯობია-შეტყობინება გაიზავნა წარმატებით-ო უნდა იყოს გაიგზავნა და არა გაიზავნა
2012, 1 ივლისი, 17:56
გეთანხმები დიახაც ასეა,აბა ახალი სტატიაც შემიფასე ხათო-ჩვენ რაც შეგვიძლია ეკლებით,ეკლიანი სიტყვით,წაქეზებით შეშინებით,მოფერებით,დაყვავებით,მოსვენება არუნდა მივცეთ ამ ერთიმუჭა არაკაცებს,მოკალათებული რომარიან ჩვენი თვალხატულა სამშობლოს კისერზე და წურბელებივით გვწოვენ სისხლს-ის პოზიციაც და ოპოზიციაც ტყვილის თქმა არავის ეპოატიება და სხვისი გაჭირვებით ხელის მოთბობა,მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს და რა გამოდის?ხალხი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ
2012, 30 ივნისი, 22:09
ყველა ყველაფერს კარგად ხვდება,მაგრამ ელოდება რომ სხვა გააკეთებს მის მაგივრად და თვითონ მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციას დაჯერდება...იცი ჩვენი სიტუაცია რას მაგონებს? დათა თუთაშხიაში რომაა, იყვიროს ყველამ და ვიყვირებ მეცო ხომ გახსოვს?
2012, 30 ივნისი, 21:44
გაიხარე გენაცვალე მადლობა შეფასებისთვის-დროის სიმცირის გამო თუ მოვახერხე გპირდები რომ ბევრ საინტერესო სტატიას დავდებ-ისეთს რომ თვალის მოუცილებლად რომ გაგიჩნდება წაკითხვის სურვილი
2012, 30 ივნისი, 21:41
მადლობა შეფასებისთვის ჩემო კარგო-დაბლოკავენ და დაბლოკონ -ვნახოთ ჩემზე უკეთესებს ვინ დაუწერთ-ძაან მაგრობას არ ვიჩემებ მაგრამ ცხოვრების დიდი ინსტიტუი მაქვს გავლილი და დადგება დრო როცა მემუარებად გამოვცემ ბევრ საინტერესო ამბავს-ისეთი რამეები მიკეთებია რომ ზოგს არცკი დაესიზმროს შეიძლება
2012, 30 ივნისი, 21:36
ყველაფერსაც ძალიან კარგად ხვდებიან მაგრამ გასდით ჯერ-ჯერობით-გაიხარეთ კარგო ხალხნო ყველამ,მიხარია რომ გამომეხმაურეთ-ჩვენ უნდა შევიკრათ ერი და ბერი და უნდა გავხდეთ მისაბაძი ყველასთვის და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრით და ერთად დგომით უნდა ვაიძულოთ ოპოზიციაც და პოზიციაც რომ ვეღარ გაგვიბედონ ასე თავის ჭკუაზე ტარება-ამ სამი დღის წინ სასომხეთიდან მყავდა სტუმარი და რომ ვაჩვენე დენი წყალი და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთზეა მიმბულითქო სიცილით კინაღამ მოკვდა-ნეტა ჩვენმა პარლამენტმა ესეთი რამე გაბედოს და მერე ნახავენ რასაც უზამს ხალხიო-ეჰ ჩვენ ჯერ-ჯერობით კი გვაბოლებენ და
2012, 29 ივნისი, 20:24
ძალიან კარგი სტატიაა...რეალური
2012, 22 ივნისი, 23:34
სტატია მშვენიერია, მაგრაამ დაგიბლოკავენ ტექსტში მრავალი გრამატიკული შეცდომის გამო. დაბლოკვას ჯობია თავად წაშალო, შეცდომები შეასწორო და შემდეგ ატვირთო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10