x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაირეცხოს და პროდუქტები, რომლებიც არ უნდა გარეცხოთ
image

ბავშვობიდან ყველამ ვიცით, რომ რასაც მივირთმევთ ყველაფერი უნდა გაირეცხოს. გაურეცხავმა პროდუქტმა შესაძლოა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. გაურეცხავ პროდუქტზე ბაქტერიების გავრცელება და მათი ჩვენს ორგანიზმში მოხვედრა ძალზედ ადვილია.image


პროდუქტების დამუშავება.


ნებისმიერი კერძის მომზადებას წინ მისი გასუფთავება და დამუშავება უძღვის. დასუფთავებაში შედის, მისი ზედაპირის მოსუფთავება, ზედმეტი ნაწილაკების მოცილება, კანის, ქერქის და სხვა სახის ნარჩენებისგან გაწმენდა. ეს ადვილია, მაგრამ რატომ ვუშვებთ შეცდომებს ყოველდღე?



პროდუქტები, რომლების გარეცხვაც არ შეიძლება.


კვერცხიimage

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ გვირჩევს კვერცხის გარეცხვას მის შენახვამდე, ამის მიზეზად ისინი კვერცხის ნაჭუჭს დამცავად მოიხსენიებენ და ამატებენ, რომ იგი კვერცხის შიდა ნაწილს ბაქტერიებისა და მიკრობებისაგან იცავს.

ალბათ ეს სწორია, მაგრამ აუცილებელია კვერცხი გაირეცხოს მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე.image

ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს წყლის ტემპერატურას. არ შეიძლება ცივი წყლის გამოყენება. კვერცხის გასარეცხად იდალური ვარიანტი იქნება არანაკლებ 45 გრადუსზე დაბალი წყლით გარეცხვა.


ქათამიimage

თქვე, ისევე როგორც ადამიანთა 92%, ქათამს მომზადების წინ აუცილებლად რეცხავს, ამით ფიქრობთ იმაზე, რომ მავნე ბაქტერიებს თავიდან იცილებთ, ხომ ასეა? არა! ეს არის უხეში შეცდომა, რომელიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და სწორედ ამიტომ....image

უმი ქათმის ხორცი შეიცავ საშიშ ბაქტერიებს - სალმონელასა და კამპილობაქტერიას. ეს ბაქტერიები საკვების მოწამვლაში მთავარ როლს თამაშობენ. ამ მეთოდით ქათმის ხორცში ბაქტერიების მოკვლის მაგივრად, პირიქით ხელსს შეუწყობთ მათ გავრცელებას და ასე მოამზადებთ სმისგან საკვებს, რომელსაც შემდგომში გემრიელად მიირთმევთ!

სოკოimage

სოკოს დიდი ხნით წყალში მოთავსე კატეგორიულად არ შეიძლება: ისი ძალიან კარგად იწოვენ წყალს. უკეთესია მათი ქაღალდის პირსახოცით გასუფთავება.

ხორციimage

როგორც ქათმის ხორცის შემთხვევაში ისე (საქონლის, ღორის, ხბოს, ცხვრის) არ შეიძლება მათი გარეცხვა, რადგან ეს ყველაფერი გამოიწვევს ჩაძინებული ბაქტერიების გამოცოცხლებას ზედაპირზე.

კერძის მომზადებამდე, მოაშორეთ ხორცს წვენი და სხვა ზედაპირული ნარჩენები, შემდეგ კი გადაუსვით მას ქაღალდის ხელსახოცები. ამის შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით და ცხელი წყლით.

მაკარონიimage

რთული სათქმელია, ის რომ მაკარონის გარეცხვა აუცილებელია. მზარეულებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცედურა დანაშაულიც კია, იმიტომ, რომ წყლის ზემოქმედების შემდეგ მისი სპეციალური სახამებელი გაირეცხება და მისი გემო ფაქტიურად დაიკარგება. გარეცხეთ პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ აპირებთ მისგან სალათის ან აზიური „ლაფშას" მომზადებსა.

აუცილებლად უნდა გარეცხოთ

1. ხილი და ბოსტნეულიimage

2. დაკონსერვებული ქილები.image


3. ხილი და ბოსტნეული კანიანად.image


4. თხილიimage


5. მშრალი ხილიimage

ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაიცვათ სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ სამზარეულოში ის წერტილები სადაც ყველაზე ხშირად ათავსებთ საკვებს. ხორცი აუცილებლად მოათავსეთ მაცივარში.

მნიშვნელოვანია, ყოველთვის სუფთად გქონდეთ მაცივარი. ბაქტერიები ძალიან სწრად და ადვილად ვრცელდებიან!

3
416
11-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
416
  
2018, 15 იანვარი, 0:29
ლამის სარეცხ მანქანაში გავრეცხო :დდდ მარილით და სიმინდის ფქვილით ლამის ნახევარი ვრეცხავ ხოლმე და მაინც მეზიზღება ეს ნაყიდი ქათმები :(
2018, 15 იანვარი, 0:07
არ ვიცი არ ვიცი))
2018, 14 იანვარი, 23:59
ქათამი გაურეცხავად?- ღმერთმა დამიფაროს :დ
0 1 3