x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
" მამამისთან ვიყავი განადგურებულია, ვეცადე დამემშვიდებინა, არ ვიცი სად წავიდე, მძიმე მდგომარეობაშია..."
image


პანკისის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.


აღსანიშნავია, რომ გუშინ პანკისელი ახაკგაზრდის თურქეთის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდებოდა.


" მამამისთან ვიყავი განადგურებულია, ვეცადე დამემშვიდებინა, არ ვიცი სად წავიდე, მძიმე მდგომარეობაშია..." - განაცხადა ინტერმედისთან მაჩალიკაშვილის ნათესავმა.



შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა და 19 წლის მაჩალიკაშვილი საბოლოო ჯამში სპეცოპერაციას შეეწირა.

0
637
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0