x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78786
  • ვიდეო:331519
  • სურათი:435504
როგორ გავაქროთ სწრაფად უთოს კვალი -მარტივი საშუალებები დაგეხმარებათ

გაუთოება არც ისე სასიამოვნო პროცესია, მითუმეტეს როცა საქმე ხიფათს შეიცავს.
ხანდახან ხდება ისეც, რომ უთო ტანსაცმელს გიწვავთ და ამ საშინელი მდგომარეობიდან შესაძლოა რამდენიმე მარტივმა საშუალებამ გამოგიყვანოთ. დაიმახსოვრეთ! უნდა იმოქმედოთ სწრაფად. დასაკარგი არაფერი გაქვთ, ამიტომ სცადეთ აუცილებლად.imageთავდაპირველად აუცილებლად გაარკვიეთ ქსოვილის სახეობა.

ძირითადი საშუალებები:

1. ღია ფერის ტანსაცმლისთვის გამოიყენეთ შედედებული რძე ან კეფირი და წყალი. ჩაალბეთ ერთნაირი მოცულობის მქონე წყალსა და რძეში, 8 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.
2. მეორე ხერხი მდგომარეობს შემდეგსი, გამოიყენეთ სუსტი მათეთრებელი . მისი მცირე რაოდენობა გახსენით ერთ ჭიქა წყალში და წაუსვით დამწვარ ქსოვილს დ ფრთხილად გაწმინდეთ, ხოლო შემდეგ გარეცხეთ. ქსოვილი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

3. ღია ფერის ან თეთრ სინთეთიკურ ტანსაცმელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ამიაკის სპირტი. დაასველეთ ლაქა ამიაკის სპირტით, ეფექტი ძლიერი იქნება თუ ნიშადურის სპირტსაც დაუმატებთ. ლაქის დამუშავების შემდეგ, ტანსაცმელი მოათავსეთ მზიან ადგილას, სანამ ბოლოდმე არ გაშრება.

4. ფერად და სინთეთიკურ ტანსაცმელის შემთხვევაში გამოიყენეთ ბორის მჟავა. სუსტად გაზავებული ხსნარით დაამუშავეთ ლაქა. შემდეგ გაიტანეთ მზეზე ქსოვილი და გააშრეთ. ამის შემდეგ გარეცხეთ ძალიან ნაზად .

5. ყველა ტიპის ქოვილისთვის გამოიყენეთ ხახვი. შუაში გაჭერით ხახვი და შემდეგ მისი საშუალებით დაამუშავეთ დამწვარი ადგილი. გააკეთეთ ეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ლაქა არ გაქრება. შემდეგ კარგად გარეცხეთ.

6. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი და მარილი. დააწვეთეთ ქსოვილზე ლიმონი და მოაყარეთ მარილი, დაამუშავეთ ხელით რამოდენიმე წუთის განმავლობაში. გარეცხეთ ცივ წყალში.






0
2413
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
2413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0