x
image
ნინო მესხიძე
ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ..
image

წარმატებული, გლამურული და მეგა პოპულარული ვარსკვლავების მიღმა ზოგრჯერ სულ სხვა რამ იმალება.

ამჯერად თქვენ ყურადღებას შევაჩერებ იმ ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც არც ისეთი სახარბიელო და ფერადი ბავშვობა ჰქონდათ, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია.

სარა ჯესიკა პარკერი


image

50 წლის სარა დღემდე მიჩვეულია ეკონომიურად ცხოვრებას. მასწავლებლისა და ტრაილერის მძღოლის მრავალშვილიან ოჯახში მდიდრულ და ძვირადღირებულ ნივთებზე საუბარიც კი აკრძალული იყო.

ხელმოკლე ოჯახში ხშირად ელექტრო ენერგიაც კი არ იყიო გადაუხდელობის გამო.

" მე კარგად ვიცი რას ნიშნავს იყო ღარიბი. ჩვენ ხშირად ელექტრო ენერგია არ გვქონდა იმის გამო, რომ ვერ ვახერხებით გადახდას. წლის განმავლობაში მხოლოდ ორ წყვილ ფეხსაცმელს და ერთ კაბას მყიდულობდნენ, რომლის ფასიც 99 ცენტს არ აღემატებოდა"- იგონებს სარა ჯესიკა პარკერი.

ჯიმ ქერი

image

მსახიობის მამამ სამსახური მაშინ დაკარგა, როცა ჯიმი 15 წლის იყო. მაშინ ჯიმმა სკოლა მიატოვა, რათა ოჯახს დახმარებოდა. ორ დასთან და ძმასთან ერთად ის დამლაგებლად მუშაობდა ლუკმაპურისთვის. ამის შემდეგ ჯიმმა მუშაობა ფოლადის ქარხანაში დაიწყო." რომ არა კინო კარიერა, დღემდე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ქარხანაში" - გულწრფელად აცხადებს მსახიობი.

დემი მური

image

დემის მამამ დედა მაშინ მიატოვა, როცა ის ფეხმძიმედ იყო. ის მალევე გათხოვდა, მაგრამ მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. დემის დედა და მამინაცვალი ხშირად სვამდნენ. მსახიობი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა და სამოდელო სფეროში დაემკვიდრებინა თავი.

ლეონარდო დიკაბრიო

image

" ჩვენ ვცხოვრობდით ისე, როგორც ფილმ "ტაქსისტი"-შია. ჩვენი უბნის ბოლო იყო ნარკომანიის და პროსტიტუციის მთავარი ადგილი, სადაც სულ ძალადობა და მკვლელობა ხდებოდა" - იხსენებს ბავშვობას ლეო. დედამისი არაერთ ადგილას მუშაობდა იმისთვის, რომ შვილს დახმარებოდა უღირსი რაიონიდან თავის დაღწევაში. როგორც ვხედავთ ეს მას გამოუვიდა.

ტომ კრუზი

image

საკმაოდ მძიმე ბავშვობა ქონდა ტომს. მამამისი სასტიკად ექცეოდა ბავშვებს." ის სულ გვცემდა. მაშინაც კი, როცა მშვიდად იყო და ვფიქრობდი, რომ საფრთხე არ მელოდა, მოულოდნელად დამარტყამდა ხოლმე"-ამბობს ტომი.

სამსახურის ძიებაში ოჯახმა არაერთი საცხოვრებელი გამოიცვალა. ტომს 15 -ჯერ აქვს სკოლა შეცვლილი.

სელენ დიონი

image

სელენი უმცროსი შვილია 14 ბავშვიან ოჯახში. უზარმაზარი ოჯახი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა. სამაგიეროდ უფულოდ და ხელმოკლედ ცხოვრებას მშობლები დიდი სიყვარულით და სითბოთი აკომპენსირებდნენ.

ჯენიფერ ლოპერსი

image

ჯეი ლო ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა, სადაც თითქმია არ იცოდნენ ინგლისური. პატარა, ნამცეცა ოთახში ორ დასთან ერთად იზრდებოდა მომავალი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად უტარებდა წარმოდგენებს ოჯახის წევრებს და მძიმე პირობებს ივიწყებდა.

ნიკი მინაჟი

image

ნიკი ღარიბ და არც ისე სახარბიელო რეპუტაციის მქონე ოჯახში გაიზარდა . მამამისი ლოთი და ნარკომანი იყო, რომელიც ხშირად სცემდა დედას. ერთხელ სახლიც კი გადაწვა. პატარა ნიკს სახლში მისვლაც კი არ უნდოდა და ის ხშირად მანქანაში ათევდა ღამეს.

ემინემი

image

17 წლის ასაკში ემინემის დედა მამამ მიატოვა. გოგონა ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. ის სულ მოგზაურობდა უკეთესი მომავლის ძიების მიზნით. ბევრი სირთულე შეხვდა წინ, რაც მძიმედ იღბეჭდებოდა ბავშვის გონებაში. ეს ყველაფერი მომღერალმა თავისი სიმღერის ტექსტში არაერთხელ გააჟღერა.

ვიქტორია ბონია

image

" მამამ მაშინ მიგვატოვა, როცა 2 წლის ვიყავი. დედა რამდენიმე ადგილას მუშაობდა რომ ვერჩინეთ. ძირითადად ბებია მზრდიდა და საერთოდ არ მქონია ტკბილი ცხოვრება, რაც მძიმედ ჩაიბეჭდა ჩემ გონებაში და ხასიათში აისახა"-აცხადებს ვარსკვლავი.

ვერა ბრეჟნევა

image

მომღერლის დედა დამლაგებლად მუშაობდა სასტუმროში ოჯახის რჩენის გამო. მამა ავარიის შედეგად დაინვალიდდა და დახმარებას საჭიროებდა. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი სრულ სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ვერა უფულობის გამო ვერ ყიდულობდა ახალ სამოსს და სულ ერთი კაბით დადიოდა, რის გამო ხშირად ხდებოდა კლასელების დაცინვის ობიექტი.

0
364
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0