x
image
თედო16
რატომ ვდგამთ საახალწლო ნაძვის ხეს?!
image

სადღესასწაულო განწყობა, მხიარული ატმოსფერო, რომელიც, ჩვეულებრივ, ამ დროს ქალაქის ქუჩებში სუფევს, ადამიანებს საოცარი ონავრული და უბრალოდ ლამაზი იდეებისკენ უბიძგებს.


ნაცვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავად და გასალამაზებად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გირლანდებს, ნათურებს, "წვიმებს" იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულებსაც კიდებენ ხოლმე. არამარტო ოჯახებში, არამედ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.


საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია 2000 წელს ითვლის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა? ეს იმის დამსახურებაა, რომ წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანების ბედისწერა "მისი ხის" მიხედვით ისაზღვრება. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზე პურის, ხილის და ბოსტნეული მოსავლიანობა არის დამოკიდებული.


image

თქმულების მიხედვით, სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრებით მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩვენი წინაპრები მას "მსოფლიო ხედ" მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0