x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81960
  • ვიდეო:333946
  • სურათი:439239
რეალური ისტორია თუ რატომ მიყვარს არარელიგიური დღესასწაულებიდან მხოლოდ ახალი წელი

image
მოგეხსენებათ აფხაზეთის სეპარატისტულ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შექმნილმა განუკითხაობამ და სეპარატისტების და მათი სადისტი მოკავშირეების თავაშვებულობამ და თარეშმა პიკს მიაღწია ქართული ჯარის და 300 000–დე ქართველის მიერ აფხაზეთის დატოვების მერე.
აფხაზეთში შევარდნაძის, არძინბას, ელცინის და გაეროს შეთანხმებით ჩადგა რუსული "სამშვიდობო" ჯარი, რომელიც ისევე იყო "სამშვიდობო მისიით" დაკავებული, როგორი "სამშვიდობო მისიასაც" ატარებდნენ მოგვიანებით სამაჩაბლოში.
გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ნელი ტემპით, მაგრამ ქართულმა მოსახლეობამ დაიწყო დაბრუნება. რაც თავად არძინბას ხელისუფლებასაც აწყობდა, იქმნებოდა "ცოცხალი ბუფერი". თუმცა მალევე დაიწყეს სეპარატისტებმა მათი აწიოკება, მოსავლის გაყიდვიდან აღებული თანხის წილში ჩაჯდომა ან სულაც წართმევა ტრადიციად იქცა. როცა ადამიანების გატაცებამ ფულის გამოძალვის მიზნით ფართო ხასიათი მიიღო, დაიწყო პარტიზანული შენაერთების შექმნაც და შესაბამისად პარტიზანული მოძრაობაც.
"თეთრი ლეგიონი, ტყის ძმები, სამურაი, მორიელი და სპეცსამსახურების მცირე ჯგუფი" ამოქმედდა, ამოქმედდა და დაიწყეს სეპარატისტების დასჯა, ომის კანონების შესაბამისად.
პარტიზანული შენაერთი არაა რეგულარული ჯარი ფრონტალური შეტაკებაში მიიღოს მონაწილეობა, მისი მოვალეობაა, დანაღმოს მტრის სავალი გზები, მოაწყოს ჩასაფრებები და დივერსიები მტრის ზურგში, რასაც წარმატებით ართმევდნენ თავს პარტიზანული შენაერთები.
სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა თითქმის მიზერული იყო, მიუხედავად ამისა 1998 წელს პარტიზანების პროტესტის მიუხედავად მოეწყო ცხენებით "მარულა" ქართული ეროვნული დროშების ფრიალით. აფხაზეთის ქართულმა მთავრობამ განაცხადა: 26 მაისს გალში სესია უნდა მოვაწყოთო, ხოლო გენერალმა გუჯარ ყურაშვილმა სატელეფონო საუბრისას შევარდნაძეს სოფელ თაგილონიდან მოახსენა: "თუ თქვენი ბრძანება იქნება გალს 2 საათში ავიღებ".
დაიწყო მოქმედება, გალის მიმართულებით გადაისროლეს შინაგანი ჯარების დანაყოფები, რადგან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ძალების შესვლას ცალკე რუსი "სამშვიდობოები" ეწინააღმდეგებოდნენ და ცალკე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ომს ისევ ფართომასშტაბიანი ფორმა, რომ არ მიეღო.
შინაგანი ჯარის ნაწილებმა და მათთან ერთად პარტიზანულმა დანაყოფებმა დაიწყეს გალის რაიონში შესვლა და საბრძოლო პოზიციების გამაგრება.
პარტიზანები ხვდებოდნენ ავანტიურის მსხვერპლი, რომ ხდებოდნენ, მაგრამ უკანდახევა არც კი უფიქრიათ.
ამ დროისათვის გალის ტერიტორიაზე 60 000–დე ქართველი იყო დაბრუნებული, გალის ქვედა ზონის სოფლებს აფხაზები პრაქტიკულად ვერ აკონტროლებდნენ, რადგან პარტიზანები მოქმედებდნენ აქტიურად.
თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებას აწარმოებდა "სამშვიდობოებთან" რათა ქართულ რეგულარულ ჯარს საშუალება მისცემოდა გალში შესასვლელად, რუსები განგებ აჯანჯლებდნენ მოლაპარაკებას. ხოლო თავად ქალაქ გალში აფხაზები რატომღაც ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე ხსნიდნენ ქართულ დროშებს.
აფხაზებმა ბაგრამიანის სახელობის სომხურ ბატალიონთან და ყაბარდოელებთან ერთად შეტევა განახორციელა დაბალი ზონის ქართული სოფლების მიმართულებით, სადაც ქართული სახმელეთო ძალების მცირე ჯგუფი (მძიმე ტექნიკის გარეშე), შინაგანი ჯარების კონტიგენტი და პარტიზანები იყვნენ განლაგებული. სახმელეთო დანაყოფი შეყვანილ იქნა მაშინ, როცა დადგა საჭიროება ქართული მოსახლეობის ევაკუაციისა.
სეპარატისტების 400 კაციანმა დაჯგუფებამ, აფხაზური მილიციის და ეკა ახალაიას ქალთა ბატალიონის თანხლებით იერიში მიიტანა ქართულ პოზიციებზე.
სახმელეთო დანაყოფი ბრძოლის ველიდან ბრძანების მიღებისთანავე გავიდა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, ასევე შინაგანი ჯარის ნაწილიც, კბილებამდე შეიარაღებული სეპარატისტების და მათი "დამქაშების" პირისპირ დარჩა მხოლოდ პარტიზანული შენაერთები, რომლებმაც ბრძოლა მიიღეს და ქართულ მოსახლეობას საშუალება მისცეს დაეტოვებინათ გალის რაიონი, მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა და პარტიზანების მხრიდან დანაკარგებისა პარტიზანებმა უკან არ დაიხიეს სანამ ბოლო ქართველმა არ დატოვა გალის დაბალი ზონის სოფლები.
ზღვიდან პარტიზანების პოზიციები თაგილონში, ნაბაკევში და ფიჩორში ზღვიდან "გრადებით" დაიბომბა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
პარტიზანებმა შეუსაბამოდ დიდი ძალების შემოტევას ვერ გაუძლეს, მით უფრო როცა მათ წინააღმდეგ მძიმე ტექნიკა ჩაერთო ბრძოლაში, ისინი იძულებულნი გახდნენ მოსახლეობის კვალდაკვალ გამოსულიყვნენ გალის დაბალი ზონის სოფლებიდან.
აფხაზურმა მილიციამ, ბუთბას რაზმებმა და ეკა ახალაიას ქალთა ბატალიონმა დაიწყო დაბალი ზონის ქართული სოფლების მასიური გადაწვა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი კაცის ვაჟკაცობა და გმირობა, როცა ბუთბას რაზმი ენგურჰესის ადმინისტრაციის შენობას მიადგნენ, მათ წინ დახვდა ჰესის დირექტორი, რომელმაც არ დატოვა თავისი კაბინეტი და აფხაზებს დახვდა, არავინ იცის ბუთბას და მიქავას შეხვედრა რით დამთავრდებოდა, მაგრამ გამოჩნდა გალის აფხაზური ადმინისტრაციის გამგებელი რუსლან ქიშმარია (აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ძმა, რომელიც 2015 წელს სხვათაშორის თბილისში მკურნალობდა და აქ გადაარჩინეს სიკვდილს), რომელმაც ბუთბას განუცხადა: დამთავდა ომობანას თამაში და დაბრუნდით სოხუმში.
26 მაისს კი ენგურის ხიდის თავში გალის მხარეს აფხაზებმა დიდი ასოებით ტრაფარეტზე დაწერეს 2:0 აფხაზების სასარგებლოდ.
6000 სახლი იქნა გადამწვარი, 17 შინაგანი ჯარის ჯარისკაცი და 18 პარტიზანი შეეწირა ამ ავანტიურას.
ამ ბრძოლაში დაიჭრა მძიმედ მამაჩემიც, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
პროფესიონალი სამხედრო, რომელმაც თავდაცვის უწყებაში სამსახურის გაგრძელებას პარტიზანობა არჩია, რამდენიმე თვე ებრძოდა სიკვდილს და გულისხმიერი და თავისი საქმის ბრწყინვალედ მცოდნე ექიმების დახმარებით გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გადაადგილება რამდენიმე თვის მანძილზე შეუძლებელი გახდა და 1999 წლის 31 დეკემბერს საუკეთესო მეგობარმა ბატონმა გურამ კვიტატიანმა ზუგდიდში საკუთარი მანქანით ჩამოიყვანა მამა, ზუსტად ახალი წლის დადგომის დროს.
აი ამიტომ მიყვარს ახალი წელი, რომლის დადგომასაც წინასწარ გილოცავთ ამ სტატიის თითოეულ წამკითხველს.
ხსოვნა ყველა სამშობლოს შეწირულ მეომარს თუ სამოქალაქო პირს, ჩემი მოწიწება და უღრმესი პატივისცემა მათ ვინც ცოცხალია და მზადაა საჭიროებისას ოკუპირებული ტერიტორიების გასანთავისუფლებლად იბრძოლოს.

1
40
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
40
  
3 იანვარი, 18:39
ამ სტატიის ნახვიდან გამომდინარე ჩანს სამშობლოს სიყვარული საქართველოში და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილი პლინტუსის დონეზეა სამწუხაროდ!!!
0 1 1